ივლისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: დაფიქრდით, თქვენი დღევანდელი საქციელი რა შედეგს მოგიტანთ მომავალში ანუ ნებისმიერი ძალაუფლება ტრანსფორმაციას მოითხოვს

ივლისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: დაფიქრდით, თქვენი დღევანდელი საქციელი რა შედეგს მოგიტანთ მომავალში ანუ ნებისმიერი ძალაუფლება ტრანსფორმაციას მოითხოვს

ივლისში ბევრი მოულოდნელი მოვლენა გველოდება. იქნება ბედისწერის უცნაური, მოულოდნელი შემობრუნებები, ბევრი თავისუფლება და დაძაბულობაც, მაგრამ ასევე ბევრი შანსი, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად და განვიხილოთ თითოეული:

3-4 ივლისს ვენერა ურანთან შეერთდება. მისი გავლენით, ჰაერში რაღაც გაბედული, ცქრიალა, განმათავისუფლებელი შეიგრძნობა. სიყვარული გახდება არაპროგნოზირებადი, იქნება მოულოდნელი კომუნიკაცია, შთაგონება, გულში - ცეცხლი. ეს არის მეამბოხე სიყვარული, რომელიც მოულოდნელად მოდის, არღვევს კანონზომიერებებს, მოგიწოდებთ თავისუფლებისკენ. ეს არის მიზიდულობა უჩვეულოსკენ, ახალი ფორმებისკენ, მოულოდნელობებისკენ, გრძნობების გამბედაობისკენ.

ვენერა ტყუპს ესტუმრება 4 ივლისს და დარჩება 31 ივლისამდე. იქნება ფლირტი, სიმსუბუქე ურთიერთობაში. სიყვარული ინტელექტუალურ თამაშად გადაიქცევა. შეიძლება გააბათ ინტერნეტრომანი. შემოქმედება გახდება მეტად ჰაეროვანი. ურთიერთობები იქნება ზედაპირული, პასუხისმგებლობის გარეშე. ამასთან, გაფრთხილდით რომ გრძნობებს აყოლილმა არ დაანგრიოთ წლებით ნაშენები კავშირი.

6 ივლისს ვენერა ჰარმონიულ ასპექტს შექმნის სატურნთან. გაჩნდება მოწიფული სიყვარულის გრძნობა, პასუხისმგებლობა საყვარელი ადამიანის მიმართ, სილამაზეში. შეიძლება ზოგიერთმა იგრძნოთ შეზღუდვა საყვარელი ადამიანისგან, ან გადამეტებული მზრუნველობა.

7 ივლისს ვენერა-ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი გველოდება. ზოგიერთი სიყვარულს გააიდეალებს. მოგინდებათ რომანტიკა, საყვარელი ადამიანისთვის გმირობის ჩადენა. გამონახეთ დრო, რომ შექმნათ რამე ლამაზი ხელოვნებაში; მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას. ამავე დღეს, ვენერას ასპექტი რეტროგრადულ პლუტონთან იძლევა ღრმა მიზიდულობას, მაგნეტიზმს, ტრანსფორმაციას გრძნობებში.

7 ივლისი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ურანი - მოულოდნელობები, რევოლუცია, გადადის ტყუპში. ეს ტრანზიტი სიმბოლურად გამოხატავს აზროვნების, კომუნიკაციის კულტურის, სწავლისა და ტექნოლოგიების ახალ ერას. ურანი ნოემბრამდე იქნება ტყუპში, მაგრამ მიგვახვედრებს რომ სამყარო უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს ცვლილებები კომუნიკაციაში, სწავლაში, მედიაში. იქნება ახალი, მოულოდნელი და ორიგინალური იდეები, რომლებიც შეცვლის ჩვენს ყოველდღიურობას.

11 ივლისის დადგომისას თხის რქაში სავსემთვარეობა გველოდება. უნდა გამოავლინოთ მეტი პასუხისმგებლობა. იყოთ მიზანმიმართული, ბეჯითი და შრომისმოყვარე. სავსემთვარეობა არის შედეგი და შეიძლება დაასრულოთ რაღაც პროექტი, საქმე. დაფიქრდით, რაზე ხარჯავთ დროს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, რას აშენებთ. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან, სამართლიანი.

18 ივლისს მერკური დაიწყებს რეტროგრადულ სვლას და ჰარმონიულ ასპექტს შექმნის ვენერასთან. შეიძლება დაუბრუნდებით ძველ ურთიერთობებს, სიყვარულს, გრძნობებს. მიიღოთ შეტყობინება ან ზარი ყოფილისგან. კარგი იქნება, რომ მიუბრუნდეთ მიტოვებულ და დაუსრულებელ საქმეებს.

ივლისის მესამე დეკადაში ყველას მოგვეთხოვება მეტი პასუხისმგებლობა. იქნება ტრანსფორმაციის სურვილი. კარგი გაგებით ადამიანებში მოიმატებს გამბედაობა, პატივისაცემა, რეაქციის სისწრაფე და ლიდერობის სურვილი. ასევე იქნება იმპულსურობა, დომინირების სურვილი. დაფიქრდით რა გზას ადგახართ და სად მიგიყვანთ იგი. მოგინდებათ ცვლილებები, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. ბევრმა ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს მიმართულება, იყავით გონივრულები. მსოფლიოს დონეზე, სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლოა გაძლიერდეს სამხედრო მოქმედებები, წარმოიშვას დაპირისპირების ახალი კერები და აგრესიული კონფლიქტები ბირთვული იარაღით დაშინების თემებით.

20 ივლისიც საფრთხილო დღეა. მარსი - ენერგიის, ომის პლანეტა კარმულ კვანძებთან ქმნის ასპექტს. შეიძლება გაგიხსენონ ძველი რისხვა და იყოს შურისძიების სურვილი. გაფრთხილდით და მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს. დაფიქრდით, თქვენი დღევანდელი საქციელი რა შედეგს მოგიტანთ მომავალში.

22 ივლისს მზე ლომში გადავა - ცეცხლის, შემოქმედების, სიყვარულისა და ბრწყინვალების სამეფო ნიშანში. იწყება თვითგამოხატვის, გამბედაობის, თამაშის, სცენაზე გამოსვლის დრო. ყველაფერი, რაც დაფარული იყო და ჩუმად ჟღერდა, იწყებს გაბრწყინებას. იწყება ლიდერობისთვის ბრძოლის პერიოდი.

23 ივლისს მზე ჰარმონიულ ასპექტშია ურანთან. ჩვენი შინაგანი მზე თავისუფლებას ეძებს. მაგრამ ვენერა ეჩხუბება მარსს - სიტყვასა და საქმეს შორის, სინაზესა და პერფექციონიზმს შორის. იქნება დაძაბულობა იქ, სადაც სიყვარული თავისუფლებას მოითხოვს. 22-24 ივლისს ვნება და გაღიზიანება გვერდიგვერდ არიან. იყავით გააზრებული, მოერიდეთ იმპულსურობას.

24 ივლისს ახალმთვარეობა გველოდება ლომში 23:11-ზე. ლომი მოგვიწოდებს გამოვჩნდეთ, ვბრწყინავდეთ. მაგრამ რეტროგრადული სატურნი მკაცრად მოგვკითხავს: “მართლა საკუთარ თავზე საუბრობ? თუ ისევ სხვის როლს თამაშობ?“ იყავით დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი. მიუბრუნდით მიტოვებულ ან გადადებულ საქმეებს. ეს ახალმთვარეობა გამოიყენეთ შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შვილებთან მეტი დროის გასატარებლად. ჩაერთეთ სპორტულ აქტიურობაში. იყავით რომანტიკული საყვარელი ადამიანის მიმართ, ხშირად გაანებივრეთ სასიამოვნო სიურპრიზებით. მარტოხელების ცხოვრებაში მოიმატებს ფლირტი, სასიყვარულო თავგადასავლები.

25 ივლისს მზე რეტროგრადულ ნეპტუნთან ჰარმონიულ ასპექტშია და მხარს დაუჭერს ოცნებებს, თუ ადამიანი გულწრფელია და მზადაა თავისი რესურსები განვითარებაში ჩადოს. თუმცა, რეტროგრადულ პლუტონთან ოპოზიცია რთული არჩევანის წინაშე დაგაყენებთ. ნებისმიერი ძალაუფლება ტრანსფორმაციას მოითხოვს. საკუთარ თავზე ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვებზე.

31 ივლისს ვენერა კირჩხიბში გადავა. ეს არის პერიოდი, როდესაც სიყვარული, სილამაზე და ღირებულებები ზრუნვისა და ემოციური სიღრმის ფილტრს გადის. ვენერას კირჩხიბში გადასვლის შემდეგ ყველაფერი უფრო ინტიმური, სენსუალური და მზრუნველობითი ხდება. ვენერა კირჩხიბში გასწავლით ოჯახისადმი სიყვარულს. უნდა შეძლოთ ოჯახის წევრების გემრიელობებით განებივრება, ხშირად უნდა ჩაეხუტოთ და მოუსმინოთ მათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება ოჯახთან, ნათესავებთან, წარსულთან, სახლთან ურთიერთობები. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ საკუთარი სახლის აღდგენა, მოლამაზება. სტუმრების შინ მიღების სურვილი მოიმატებს.

ბედნიერ, წარმატებულ და მშვიდ ივლისს გისურვებთ!