ავტორი:

ივნისის 8 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - რა უნდა ვიცოდეთ?

ივნისის 8 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - რა უნდა ვიცოდეთ?

ივნისი - რითი იქნება გამორჩეული ზაფხულის პირველი თვე? პირველ რიგში ის ვთქვათ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ერთ თვეში გვექნება ორი დაბნელება . ანუ, თითქმის მთელი თვე ვიქნებით ე.წ. დაბნელებების დერეფანში . გავუსწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ 5 ივლისს ისევ ველოდებით მთვარის დაბნელებას და ეცადეთ, ეს პერიოდი - 5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, პლუს-მინუს 1-2 დღე მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ, თუ განსაკუთრებული საჭიროება არ იქნება, ახალი საქმეები არ წამოიწყოთ, არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ, ყოველდღიური საქმეებით დაკავდით.

  • 5 ივნისი - მთვარის დაბნელება მშვილდოსნის მე-16 გრადუსში
  • 11 ივნისი - მზე-ნეპტუნის კვადრატი
  • რეტროგრადული მერკური - 18 ივნისი - 12 ივლისი
  • 21 ივნისი - მზის დაბნელება კირჩხიბის პირველ გრადუსში
  • რეტროგრადული ნეპტუნი 23 ივნისი - 29 ნოემბერი , დაბრუნება თევზების ზოდიაქოში
  • 25 ივნისი - ვენერა დირექტული (სწორად მავალი ხდება, ანუ რეტრო ფაზიდან გამოდის)
  • მარსი - 28 ივნისი - 2021 წლის 7 იანვარი ვერძის ზოდიაქოში იბობოქრებს.
  • 30 ივნისი იუპიტერ-პლუტონის შეერთება

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 25 ივნისამდე, როცა ფულისა და სასიყვარულო კავშირების მმართველი პლანეტა "უკანმავალია"

ახლა მზე ტყუპის ზოდიაქოშია, აქ იქნება 21 ივნისამდე, სანამ კირჩხიბის ზოდიაქოში გადავა. მიმოწერა, მიმოსვლა, ახალი ადამიანების დამეგობრება, ინფორმაციის გაცვლა და საყიდლები იქნება აქტუალური. 7 აგვისტომდე პლანეტა ვენერაც აქვე იქნება და არ გაგიჭირდებათ რომანტიკული ნაცნობობა. როგორც უკვე იცით, მთვარის კვანძები ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე გადავიდნენ, მთვარისა და მზის დაბნელებები დაასრულებენ კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე დაბნელებებს და გადავლენ ტყუპი-მშვილდოსანზე. იმისათვის, რომ შეიმსუბუქოთ სირთულეები, გადახედეთ სტატიას, სადაც ტყუპი-მშვილდოსნის მიმართულებებზე გვქონდა საუბარი, წაიკითხეთ პროგნოზი თქვენი ზოდიაქოსა და ასცენდენტის ნიშნის გათვალისწინებით.

ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ყველას ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის - მომდევნო 18 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ივნისის პირველი მნიშვნელოვან მოვლენას 5-ში ველოდებით - მთვარის დაბნელება მშვილდოსნის ზოდიაქოში, 23:12-ზე. მთვარე დაკავშირებულია ჩვენს ემოციებთან და რეაქციებთან, აგრეთვე ჩვენს ოჯახთან და სანათესავოსთან. ამიტომ, კორექტივები შეიტანეთ ამ სფეროებში. დაბნელებაზე თქვენ საშუალება მოგეცემათ გათვისუფლდეთ იმ ყველაფრისგან, რაც განვითარებასა და წინსვლაში გიშლით ხელს.

11 ივნისი არის ის დღე, როცა მაქსიმალურად დაკვირვებულები უნდა ვიყოთ. ნეპტუნი კონფლიქტში შედის მზესთან. ნეპტუნი არის გაურკვევლობა და ტყუილები. წარმოიდგინეთ, ვითომ საჭეს მართავთ ნისლიან ამინდში, რამხელა სიფრთხილე გმართებთ, ასე უნდა მოიქცეთ ამ დღესაც, პლუს-მინუს 1-2 დღე. თუმცა, მშვენიერი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, - ხატვა, მუსიკა, ფოტოგრაფია... უყურეთ საინტერესო ფილმებს, კარგია არომათერაპიაც, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში ბევრს უძილობა შეაწუხებს. აგრეთვე, მოგიწოდებთ, ამ პერიოდში მაქსიმალურად უარი თქვათ ალკოჰოლის მიღებაზე.

მერკური რეტროგრადული გახდება 18 ივნისს და 12 ივლისს გასწორდება, მერკური კირჩხიბის ზოდიაქოში დაბრუნდება. იგი აქ თავს მაინცდამაინც კარგად ვერ გრძნობს. გონებას ემოციები ბინდავს. ნელდება ინფორმაციის გაცვლა. სწორი გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება. ამასთანავე, გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი შენაძენი 18 ივნისამდე მოასწოროთ.

21 ივნისს, მზებუდობაზე ველოდებით მზის დაბნელებას, კირჩხიბის ზოდიაქოში. როგორც წესი, მზის დაბნელება მამაკაცებზე უფრო ახდენს გავლენას (მთვარე - ქალებზე), ამიტომ დააკვირდით, რა მოხდება ერთი კვირით ადრე და გვიან. ამ სფეროებზე მოგიწევთ მეტად აქცენტირება. კირჩხიბი არის ოჯახის, დედის, ფესვების ნიშანი და ყურადღების მიქცევა ამ მიმართულებითაც გმართებთ. ამ პერიოდში დასრულდება ბევრი ის თემა, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევარი იყო აქტუალური, რადგან ეს კირჩხიბში ბოლო დაბნელება იქნება.

რას გვიპირებს ნეპტუნის რეტროგრადულობა. როგორც წესი, უმაღლესი პლანეტები (ნეტპუნი, პლუტონი), პირადად ჩვენზე ნაკლებად, უფრო გლობალურ, მასშტაბურ მოვლენებზე აისახებიან. ნეპტუნი თევზების ნიშანში ბრუნდება, აქვე დაბრუნდება მერე მარსიც და შესაძლოა, ვირუსების აფეთქებებისა და სწრაფი გავრცელებების მომსწერენი გავხდეთ. ეს, რა თქმა უნდა, 100-პროცენტიანი პროგნოზი არაა, მაგრამ ვარაუდია და შესაძლებლობაც არსებობს. განსაკუთრებით, მარსი-ნეპტუნის შეერთების დღეებში. თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვირუსების აფეთქება კირჩხიბში შეიძლება კიდევ უფრო მსუბუქად მოხდეს, მაგრამ შემოდგომაზე, როცა მზე მორიელის ნიშანში გადავა უფრო სიღრმისეულად გამოვლინდეს.

25 ივნისიდან ვენერა დირექტული გახდება და გაუმჯობესდება პარტნიორული ურთიერთობები, უკვე შესაძლებელი გახდება გარეგნობის შეცვლა, ახალი სამოსის, აქსესუარების ყიდვა, მატერიალურად უკეთ იგრძნობთ თავს.

ვენერა გასწორდება და 28 ივნისს მარსი გახდება სწრაფმოქმედ-სწრაფმავალი იგი საკმაო ხნით 2021 წლის 7 იანვარამდე გაჩერდება ვერძის ზოდიაქოში. ის, რაც მოხდება ივლისის დასაწყისში, გამოხმაურებას ჰპოვებს შემოდგომაზე. მარსი არის აქტიური და იმპულსური, ცეცხლოვანია ვერძიც, სადაც ის თავის სახლშია და ბატონივით გრძნობს თავს. განსაკუთრებით საყურადღეობა პერიოდი 10 სექტემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, როცა ის რეტროგრადული გახდება. თანაც, ამ პერიოდში მარსი კონფლიქტურად უპირისპირდება პლანეტებს: სატურნს და პლუტონს. იქნება პრობლემები, შეზღუდვები და აკრძალვები. ფორს-მაჟორული სიტუაციები, რომლებიც შეგვიშლის ხელს განვახორციელოთ ის, რაც გვსურს. არ გირჩევთ ამ პერიოდში აგრესიით, ძალით მოქცევას, ან იმის მიტოვებას, რასაც ამ პერიოდამდე აკეთებდით. შედეგი შეიძლება წელს ვერა, მაგრამ მომავალ წელს მიიღოთ. გაიხსენეთ პერიოდი, 2018 წლის ზაფხულში, როცა მარსი რეტროგრადული იყო, რა მოხდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში.

დაბოლოს, ვინ გახდება მილიონერი 2020 წელს. საქმე ისაა, რომ 30 ივნისს ისევ განმეორდება მილიონერების ასპექტი - იუპიტერ-პლუტონის შეერთება (ახლა ორივე რეტროგრადულ ფაზაში იქნება). კიდევ ერთი ასეთი შეერთება გველის 13 ნოემბერს. შეგახსენებთ, რომ პირველი გვქონდა წელს, 5 აპრილს.

რას ნიშნავს ეს?

ეს არის უიშვიათესი ასპექტი, რომელიც 12 წელიწადში ერთხელ ხდება. ის ძირითდად ეკონომიკურ კრიზისებთანაა დაკავშირებული. ის, რაც დაიწყეთ გაზაფხულზე, დასრულდება შემოდგომაზე და იქნება სრულიად განსხვავებული შეთანხმებები და განსხვავებული სამყარო. განსაკუთრებულ გავლენას იგრძნობენ ისინი, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია საერთაშორისო ბიზნესთან და ურთიერთობებთან.

პოზიტიურ და ბედნიერ ივნისს გისურვებთ!

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - გაიგე, რა გელოდება

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - გაიგე, როგორი დღე გელოდება

22 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და რა უნდა იცოდეთ მომდევნო 1 თვის შესახებ