თვის ზოგადი ტენდენციები
ივნისში ბევრ შესაძლებლობა გექნებათ ყოველდღიური საქმეების გასაუმჯობესებლად, ახლის სწავლისა და პიროვნული ზრდისთვის. აქცენტი გაკეთდება კომუნიკაციასა და სოციალურ ქსელზე. და შეიძლება არ გქონდეთ დრო, რომ გააანალიზოთ, მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები და გამოიტანოთ დასკვნები. მიეცით საკუთარ თავს დრო ფიქრისთვის. დაადგინეთ პრიორიტეტები და სანამ საქმიანობაში თავით გადაეშვებით. დარწმუნდით, რომ ის შეესაბამება თქვენს გრძელვადიან მიზნებს.
არსებულ პირად ურთიერთობაში პრიორიტეტი მიანიჭეთ ერთად დროის გატარებას. თუ მარტოხელა ხართ, მოძებნეთ კავშირები, რომლებიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე, ინტელექტუალურ თავსებადობასა და ურთიერთპატივისცემაზე. შეიძლება მოიზიდოთ პარტნიორები, რომლებიც არა მხოლოდ ჭკვიანები და სანდოები არიან, არამედ აფასებენ თქვენს საქმიანობას.
სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი
მერკური თქვენი მმართველი პლანეტა, თქვენი სტატუსის სახლში იქნება და ეს დაგეხმარებათ იყოთ აქტიური, გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები და ყურადღება გაამახვილოთ შედეგებზე. თქვენს პასუხისმგებლობას საქმისადმი ხელმძღვანელობა შეამჩნევს. ზოგიერთი მიიღებთ დაწინაურებას ან ხელფასი მოგემატებათ.
9 ივნისიდან შეძლებთ უფრო ხშირად გამოიყენოთ სამუშაო კონტაქტები და უფრო წარმატებულად ითანამშრომლოთ სხვებთან. კომუნიკაციის უნარები იქნება მაღალ დონეზე, რაც საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა კოლეგებთან და მიიღოთ მხარდაჭერა უფროსისგან თქვენი ზოგიერთი გეგმის თუ იდეის განსახორციელებლად. უნდა გამოიყენოთ თქვენი მჭევრმეტყველება და დაიცვათ საკუთარი თვალსაზრისი კამათში ან დისკუსიაში. ახლა თქვენთვის ჯობია იმუშაოთ გუნდში, გამოიყენოთ სხვა ადამიანების შესაძლებლობები თქვენთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. კარგი პერიოდია კონტრაქტების გასაფორმებლად ან გარიგებების დასადებად.
თქვენი მატერიალური კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია თქვენს გარშემო მყოფებზე: ეცადეთ მიიღოთ მხარდაჭერა უფროსისგან, გამოიყენეთ კავშირები ან ნაცნობობა. მაღალი პროფესიული თვისებები და კოლეგებთან მეგობრული კომუნიკაცია გეგმების რეალიზებაში დაგეხმარებათ.
უფრო ხშირად შეხვდით მეგობრებს და არ დაივიწყოთ თანაკლასელები ან კოლეგები. ერთ-ერთი მათგანი მოგცემთ საჭირო რჩევას, მხარდაჭერას ან საინტერესო, პერსპექტიულ იდეას. თუ ახალ სამუშაოს ეძებთ, რჩევა მეგობრებს ჰკითხეთ.
შესაძლოა, ზოგიერთმა ინტერნეტით დაიწყოთ მუშაობა. განიხილეთ კლიენტების ან მომხმარებლების პოვნა სოციალურ მედიაში. ჯერ შეაგროვეთ მეტი ინფორმაცია, შეუერთდით ჯგუფს ან საზოგადოებას თქვენთვის საინტერესო თემაზე, ესაუბრეთ გამოცდილ ადამიანებს.
ივნისში შეძლებთ გააფართოოთ თქვენი სოციალური წრე, გახდეთ რომელიმე სპორტული გუნდის ან კრეატიული სტუდიის წევრი. ახალი ინტერესები გაგაძლიერებთ და გაგიზრდით წინსვლის მოტივაციას. ძველი, მოძველებული კონტაქტები თანდათან გაქრება თქვენი ცხოვრებიდან.
ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი
თვის დასაწყისში მარტოხელები აქტიური და კომუნიკაბელური გახდებით, სავარაუდოდ, საინტერესო და პერსპექტიულ ნაცნობობას შექმნით. დიდი ალბათობით თქვენი ახალი რჩეული არ მიეკუთვნება თქვენს ჩვეულ სანაცნობო წრეს. შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა შვებულებაში, ტურისტულ ან საქმიან მოგზაურობაში ან არდადეგებზე დაიწყოთ. თუ სწავლობთ ან მუშაობთ სხვა ქალაქში, შეხვედრა შეიძლება იქ მოხდეს. ნუ უგულებელყოფთ ინტერნეტს, ონლაინნაცნობობა მოსახერხებელია და იოლად შეიძლება გადაიზარდოს რეალურ გრძელვადიან ურთიერთობაში. შეგიძლიათ გადალახოთ ენობრივი ან კულტურული განსხვავება, დაიწყოთ მეგობრობა, მიუხედავად დიდი მანძილისა. ნუ შეგეშინდებათ დიალოგის დაწყების, გამოავლინეთ ინიციატივა. გაცნობის საიტზე დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად გააფართოებთ შესაძლებლობებს.
ზოგიერთი მიიღებთ ახალ ამბებს შორიდან და შესაძლოა გადაწყვეტილებას დიდ მოგზაურობასთან ან გადაადგილებასთან დაკავშირებით.
თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, ივნისში თქვენი პირადი ცხოვრება უფრო დინამიკური და ინტენსიური გახდება. კარგი თვეა ერთად მოგზაურობისთვის: წადით ლამაზ ადგილას, ერთად გაატარეთ რომანტიკული უქმეები. შეძლებთ თქვენი ურთიერთობის განმტკიცებას და ყველა დაძაბული საკითხის მოგვარებას.
ივნისში შესაძლოა ძველი პრობლემები ან საკითხები მოგვარდეს: ყველა უთანხმოებას წარსულში დატოვებთ და წინსვლას დაიწყებთ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ამ თვეში მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას და მოუსმინოთ სიმპტომებს. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც გაქვთ მემკვიდრეობითი ან ქრონიკული დაავადებები. არ დაიზაროთ ექიმთან მისვლა და სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გამოკვლევების ჩატარება.
ზედმეტი დატვირთვა არ გჭირდებათ სპორტდარბაზში. თუ სპორტს მისდევთ, შეამცირეთ დატვირთვა, აირჩიეთ აქტიური სეირნობა და მარტივი ვარჯიშები. ფიზიკური შრომა ბაღში ან ველოსიპედით სიარული არა მხოლოდ სასარგებლო იქნება, არამედ სიამოვნებაც მოიტანს. მოერიდეთ ორპირს ან კონდიციონერებს, რათა არ გაცივდეთ.
ხელსაყრელი დღეები ივნისში ქალწულისთვის: 4, 9, 13, 22, 26.
არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 20, 29.