ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის: არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის: არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები
  • თვის ზოგადი ტენდენციები

21 ივნისამდე მზე თქვენს მე-12 სახლშია, რომელიც პასუხისმგებელია შიშებზე, მარტოობაზე, ეზოტერიკასა და ფსიქოლოგიაზე. შეიძლება გახდეთ უფრო მგრძნობიარე და ემოციური. ფრთხილად იყავით გადაწყვეტილების მიღებისას, პლანეტების პოზიციამ შეიძლება დაგიბინდოთ აზროვნება, შეიძლება დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები.

8 ივნისიდან უნდა გააქტიურდეთ, იქნება მიმოწერა ონლაინ რეჟიმში. მიუხედავად იმისა, რომ არ გსურთ საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა, თქვენს სულს მაინც დასჭირდება კომუნიკაცია.

  • სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

ივნისის პირველ დეკადაში მოგიწევთ დიდი დრო დაუთმოთ რუტინულ წვრილმან საქმეებსა და ყოველდღიურ მოვალეობებს. ამ დროს ემოციური ფონიც არასტაბილური იქნება: საკუთარ შესაძლებლობებში არ ხართ დარწმუნებული, წვრილმანებზე ღელავთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების გეშინიათ.

9 ივნისამდე ფრთხილად უნდა იყოთ და დაიცავით წესები, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. იგივე რჩევა ეხება ფინანსურ სფეროს. ეცადეთ ფული გონივრულად დახარჯოთ, მოერიდეთ იმპულსურ შესყიდვებს, რათა არ აღმოჩნდეთ რთულ სიტუაციაში. შეამცირეთ ხარჯები, ჩართეთ დაზოგვის რეჟიმი.

ამ დროს კარგი იქნება, რომ დაასრულოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც დიდი ხანია მუშაობთ. სასარგებლოა დასვენებისა და გამოჯანმრთელებისთვის დროის გამოყოფა და პირადი საკითხების მოგვარება.

9 ივნისიდან მერკური გადმოვა თქვენს პირველ სახლში, დაიწყებთ ყურადღების მიქცევას თქვენს საჭიროებებზე. თქვენი დარწმუნების ნიჭი გაიზრდება, უფრო იოლი იქნება დავაში თქვენი პოზიციის და თვალსაზრისის დაცვა. კარგი დროა, რომ გამოავლინოთ ინიციატივა და საუკეთესო საქმიანი თვისებები. უფროსი დააფასებს თქვენს წინადადებებს და თქვენი ავტორიტეტი გუნდში გაძლიერდება. თუ გინდოდათ რაიმე პროექტის განხორციელება, მაშინ ახლა, ამისთვის შესაფერისი დროა.

იყავით უფრო აქტიური საქმიანი კონტაქტების გაფართოებაში, შეხვდით ახალ ადამიანებს, დაესწარით კონფერენციებს, გააუმჯობესეთ თქვენი პროფესიული დონე. ივნისში შესაძლოა თქვენი ზოგიერთი სურვილი ახდეს. მოერგეთ თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში ცვლილებებს და გამოიყენეთ ახალი გარემოებები თქვენს სასარგებლოდ.

  • ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

ვენერა 6 ივნისიდან თქვენი სოციალური ქსელებისა და მეგობრობის სფეროში იქნება. შესაძლებელია, თქვენი მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობა რომანტიკულში გადაიზარდოს. ერთ-ერთი თქვენი კოლეგა გამოავლენს სიმპათიას თქვენ მიმართ.

მარტოხელებმა შეიძლება დაიწყოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც ადრე მხოლოდ მეგობრად ან შორეულ ნაცნობად თვლიდით. შესაძლოა მეგობრების მეშვეობით შეხვდეთ საინტერესო ადამიანს.

ივნისი კარგი თვეა რომანტიკული კომუნიკაციისთვის ინტერნეტში. კარგი იქნება დარეგისტრირდეთ გაცნობის საიტზე და მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო ჩატში. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის გამოვლენის, პირველმა დაიწყეთ საუბარი იმ ადამიანთან, რომელიც მოგწონთ. შესაძლოა, თქვენი ვირტუალური ურთიერთობა სერიოზულში გადაიზარდოს და პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოთ.

მათთვის, ვინც უკვე იპოვა თავისი სულიერი მეგობარი წარმატებული და სასიამოვნო პერიოდი ელის. კარგი დროა ერთად მოგზაურობის, შვებულების ან თუნდაც, ექსკურსიებისთვის. პარტნიორი იზრუნებს თქვენზე, მხარს დაუჭერს თქვენს ყველა საქმეს და პატივს სცემს თქვენს აზრს. უფრო ხშირად შეხვდით საერთო მეგობრებს, წადით სტუმრად, დაესწარით გასართობ ღონისძიებებს.

დაწყვილებულები არ უნდა ეფლირტაოთ სხვას, არ დაუწეროთ რომანტიკული კომენტარები სოციალურ ქსელებში. იყავით გულწრფელი საყვარელ ადამიანთან, ნუ ჩაიდენთ ისეთ საქციელს, რომელიც გააფუჭებს თქვენს ურთიერთობას.

  • ჯანმრთელობა და აქტიურობა

სანამ მზე ტყუპში იქნება და სანამ თქვენს ნიშანში გადმოვა, ოდნავ შეამცირებს თქვენს ენერგეტიკულ დონეს. მოუსმინეთ როგორ გრძნობთ თავს, დაზოგეთ ენერგია და შეამცირეთ აქტივობა. თუ ხშირად გრძნობთ სისუსტეს და აპათიას, მიმართეთ ექიმს და გაიკეთეთ საჭირო გამოკვლევები. გირჩევთ მოკლე შვებულების აღებას, გარემოს შეცვლას, დასასვენებელ სახლში ან სანატორიუმში წასვლას.

საკმარისი დრო უნდა დაუთმოთ დასვენებას და გამოჯანმრთელებას. საღამოობით ფეხით გაისეირნეთ, გაატარეთ ნაკლები დრო კომპიუტერთან ან ტელეფონთან, დაკავდით მსუბუქი ფიზიკური სამუშაოებით ან სასიამოვნო ვარჯიშით სუფთა ჰაერზე.

ხელსაყრელი დღეები ივნისში კირჩხიბისთვის: 3, 7, 12, 17, 29.

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 14, 22, 23.