ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის "საქმეებზე გადართული ნუ დაივიწყებთ ოჯახზე ზრუნვას"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის "საქმეებზე გადართული ნუ დაივიწყებთ ოჯახზე ზრუნვას"

ყოველი დღე ისე უნდა გადაანაწილოთ, რომ სამსახურისთვისაც მოიცალოთ და არც ოჯახი დაგრჩეთ უყურადღებოდ. მოერიდეთ კონფლიქტებს გარშემო მყოფებთან, გადაღლილობასაც. იოლად გაართმევთ თავს სირთულეებს. კოლეგების მიმართ იყავით მეგობრული, პატარ-პატარა წარმატებები თავში ნუ აგივარდებათ. სამსახურში წარმატების მიღწევის შანსი გაქვთ, მთავარია, მოინდომოთ და თქვენთვის იყოს მოსახერხებელი, რომ ზედმეტად არ დაიტვირთოთ და დაფასდეს თქვენი შრომა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. იმოქმედეთ თავდაჯერებულად, ვერ გეტყვით, რომ უპრობლემოდ მიაღწევთ სასურველს, მაგრამ პრობლემას რომ მოაგვარებთ შეაქეთ საკუთარი თავი.

ბიზნესი, სამსახური

მზე ენერგიით აგავსებთ. წარმატება და დაფასება გელოდებათ სამსახურში. ნუ დაიტვირთებით უსიამოვნო ფიქრებით, იყავით თავდაჯერებული. ცოტა ამბიციურობასაც თუ გამოავლენთ კარგი იქნება. ამასთან, საქმეებზე გადართული ნუ დაივიწყებთ ოჯახზე ზრუნვას. საზოგადოებაში მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. ნუ დაელოდებით მოვლენების განვითარებას, ჩაერიეთ, რომ სათქვენოდ მოგვარდეს. გაიჩენთ გავლენიან და საინტერესო ნაცნობებს, ბიზნესპარტნიორებს; მათი გავლენით მოაგვარებთ თქვენს საქმეებს. ზოგიერთის დახმარებით გახშირდება თქვენი მივლინება უცხოეთში. თავადაც მოგინდებათ უცხო ქვეყნის, კულტურის შესწავლა. მოგინდებათ კონფერენციებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე დასწრება. 13 ივნისიდან გაატიურდებით საზოგადო საქმეებში, მოგინდებათ დებატებში ჩართვა. თვის ბოლოსკენ გახშირდება სახელმწიფო ინსტანციებთან ურთიერთობა; მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ხელშეკრულებების გაფორმება. შეიძლება მიიღოთ ახალი თანამდებობა, სპეციალობა.

სიყვარული

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. მის მიმართ მეტად მოსიყვარულე გახდებით, უფრო კარგად გაიცნობთ და გაუგებთ. ზოგიერთმა შეიძლება უცხოელთან გააბათ რომანი ან საზღვარგარეთ ყოფნის დროს. უცნაურობასაც ექნება ადგილი და შეიძლება შეგიყვარდეთ ადამიანი, რომელსაც ადრე ვერ იტანდით. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად, ხშირად გაანებივრეთ რომანტიკული სიურპრიზებით, საჩუქრებით. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. 23 ივნისის შემდეგ ნუ დაძაბავთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან. მარტოხელებმა შეიძლება რომანი ასაკით უფროს ადამიანთან ან სამსახურში უფროსთან გააბათ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მხნე და ენერგიული ხართ, მაგრამ მოერიდეთ რისკს, ექსტრიმს. მომატებულია ტრავმების ალბათობა. გაფრთხილდით მჭრელ და ბასრ საგნებთან შეხებისას. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. კარგ შედეგს მოგიტანთ ცურვა.

14 ივნისის შემდეგ მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, შვილებისა და ნათესავების გვერდით. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. დაფიქრდით, რა იწვევს თქვენს დისკომფორტს ოჯახში, ბინაში და ეცადეთ, აღმოფხვრათ. ზოგიერთს მოგინდებათ მშობლიური ადგილების მონახულება.

29 ივნისის შემდეგ კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტიური მუშაობა, პირადი ბიზნესი. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მოგინდებათ საზოგადოებაში გამოსვლა. ჩაერთეთ ახალ პროექტებში; გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეგობრებთან, თანამოაზრეებთან.