მოგინდებათ სიმშვიდე, დასვენება, განმარტოება. ახლა კულისებში დგომა უფრო გსურთ, ვიდრე - სცენაზე. გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში, გაიუმჯობესეთ სულიერი მდგომარეობა, მოინახულეთ წმინდა ადგილები. დაეხმარეთ გაჭირვებულებს. გამორიცხული არაა, გააქტიურდნენ ფარული მტრები, ვიღაცამ განზრახ დაგიგოთ მახე, გაგივრცელონ ჭორები. იყავით ყურადღებით და არავის დაუპირისპირდეთ. როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
ბიზნესი, სამსახური
არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას, აქტიურ ქმედებებს, თუ აუცილებლობა მოითხოვს, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, გადადგით კარგად გააზრებული ნაბიჯები. სამსახურში ნუ გამოავლენთ ინიციატივას. საუკეთესო დრო დაწყებული პროექტების დამოუკიდებლად, განმარტოებით დასასრულებლად. ხშირად დაისვენეთ, გაისეირნეთ ბუნებაში, წყლის პირზე. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, გადახედეთ პირად ნივთებს და მოიცილეთ უსარგებლოები და დაზიანებულები. კარგი იქნება თუ შვებულებაში გახვალთ. შინ უმასპინძლეთ მეგობრებს, საქმიან პარტნიორებს. 13 ივნისის შემდეგ გაგიმძაფრდებათ ინტუიცია. არ გაგიჭირდებათ დეტალებზე დაკვირვება, ახლობლებისთვის კი ფსიქოლოგის როლის შესრულება. 23 ივნისამდე დაასრულეთ დაწყებული საქმეები.
სიყვარული
ახალ სასიყვარულო პარტნიორს შეიძლება შეხვდეთ მეგობრების წრეში ან მეგობართან გააბათ რომანი. გამორიცხული არაა, ინტერნეტნაცნობობა გადაიზარდოს რომანში. დაწყვილებულები გააქტიურდით, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატარეთ. 23 ივნისის შემდეგ მარტოხელებს მოგინდებათ ფარული რომანის გაბმა. დაწყვილებულებს კი მშვიდ ადგილას განმარტოება. იყავით რომანტიკული. ხშირად გააანებივრეთ საყვარელი ადამიანი პაემნებით.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ, მოგინდებათ დაწინაურება, კარიერაში წინსვლა. კარგი იქნება, თუ აიმაღლებთ იმუნიტეტს, გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩაიტარეთ სრული სამედიცინო კვლევა. ამასთან, მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, კარგია დილაობით ვარჯიში და ცურვა, მზის აბაზანები. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი.
14 ივნისის შემდეგ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: შეიცვალოთ პროფესია, გამონახოთ ახალი სამსახური. დაასრულებთ პროექტს, რომელზეც დიდი ხანი მუშაობდით. ცვლილებები სასარგებლოდ წაგადგებათ.
29 ივნისის შემდეგ განახლების, სიახლების, ცხოვრების ახლებულად დაწყების დროა. მოგინდებათ იმიჯის, ცხოვრების სტილის შეცვლა. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს, იყავით თამამი, მიზანმიმართული. მეტად დაუთმეთ დრო იმისა, რაც სიამოვნებას განიჭებთ. გამოდით სცენაზე, გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა.