ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის "კარდინალური ცვლილებები გელით საქმიან სფეროში"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის "კარდინალური ცვლილებები გელით საქმიან სფეროში"

მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გამონახეთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან ახალი, მაღალანაზღაურებადი სამსახური. ზოგიერთს კარდინალური ცვლილებები გელით საქმიან სფეროში. ზოგიერთმა საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ, რაც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. ფული უმჯობესია, დააბანდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოთ. ან შეიძლება ფული ძვირად ღირებულ ნივთში დააბანდოთ. ამასთან, გაფრთხილდით, ყიდვა-გაყიდვის დროს არავინ მოგატყუოთ.

ბიზნესი, სამსახური

მიიღებთ საჭირო ინფორმაციას და გაანალიზეთ მოვლენები. შეიძლება განხილვის საგანი გახდეთ, საკუთარ თავზე ახალი ჭორები გაიგოთ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, შესაძლებლობები. იყავით მზად თანამშრომლობისთვის. მეგობრული კავშირების დასამყარებლად. ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მარტივად გამონახავთ გამოსავალს. იყავით დაკვირვებული ხელშეკრულებების გაფორმებისას, ყველაფერი დაკვირვებით წაიკითხეთ, სანამ ხელს მოაწერთ. 13 ივნისიდან დაინტერესდით პირადი ბიზნესის გაფართოებით. გადადგით კარგად გააზრებული, დაფიქრებული ნაბიჯები. გაჯეტების ყიდვას გირჩევთ მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოსვლის შემდეგ.

სიყვარული

მოიმატებს თქვენი შარმი და მიმზიდველობა; მიიზიდავთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. მომავალ პარტნიორს მხოლოდ მატერიალური მდგომარეობით ნუ შეარჩევთ. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი გაქვთ. 23 ივნისის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დაუთმეთ მეტი დრო ბინის კეთილმოწყობას.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ზომიერება გამოიჩინეთ კვებისას. გირჩევთ, ზომიერად მიირთვათ ტკბილეული და ფქვილოვანი ნაწარმი. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. მეტი იმოძრავეთ, დილაობით ივარჯიშეთ.

14 ივნისის შემდეგ უნდა გათავისუფლდეთ იმ საქმისგან და ადამიანებისგან, რომლებიც მორალურად გფიტავთ. ნუ დახარჯავთ დროს და ენერგიას იმ საქმეებზე, რასაც თქვენთვის სარგებელი არ მოაქვს.

29 ივნისის შემდეგ გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლა, კონტაქტები. მიიღებთ საჭირო ინფორმაციებს, რაც თქვენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლო ნათესავებთან. ზოგიერთი ახალ მეგობრებს გაიჩენთ.