ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის "შეიძლება უცხოეთში გააგრძელოთ საქმიანობა"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის "შეიძლება უცხოეთში გააგრძელოთ საქმიანობა"

მოიმატებს თქვენი პოპულარობა. მოგინდებათ მაღალი თანამდებობის დაკავება, საკუთარი თავის გამოვლენა. მთავარია, კარგი საქმეებით დაამახსოვროთ ხალხს თავი. მოიმატებს აქტიურობა და ოპტიმისტური განწყობა. გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, ჩაერთვებით თქვენთვის საინტერესო პროექტებში. იმისათვის, რომ მწვერვალზე ახვიდეთ, ღირსეულად უნდა იმოქმედოთ და შრომაც მოგიწევთ. ვერც დაბრკოლებებს გაექცევით. საყვარელი ადამიანის, ერთგული მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. თუ მოინდომებთ, ნებისმიერ ადამიანთან შეძლებთ მოლაპარაკებას.

ბიზნესი, სამსახური

გახშირდება შეხვედრები თანამოაზრეებთან, მეგობრებთან. ერთად შეიძლება ახალი პროექტები განახორციელოთ, მაგრამ გირჩევთ, მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოსვლას დაელოდოთ და მერე დაიწყოთ ახალი საქმეები. ენერგიული და მიზანმიმართული ხართ, გარშემო მყოფების ყურადღების ცენტრში მოექცევით. იყავით მზად თანამშრომლობისთვის. ასე უფრო მეტს მიაღწევთ, მაგრამ ლიდერის თვისებებიც გამოავლინეთ, იყავით გულუხვიც. ზოგიერთს გელოდებათ ცვლილებები სამსახურში. განსაკუთრებით, თუ ვაჭრობის, წარმოების სისტემაში ხართ. საქმეების გამო გახშირდება მივლინება. ზოგმა კი შეიძლება უცხოეთში გააგრძელოთ საქმიანობა. 13 ივნისის შემდეგ აქტიურად ჩაერთეთ ინტელექტუალურ საქმიანობაში. გააუმჯობესეთ კონტაქტები, დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, დაიწყეთ ახლის შესწავლა. კარგი თვე გელით სამეცნიერო სფეროს წარმომადგებლებს. აქტიურად ჩაერთეთ დებატებში.

სიყვარული

კარიერული საკითხებიც უნდა მოაგვაროთ და სასიყვარულოც. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ კოლეგასთან. ან საყვარელი ადამიანის დახმარებით მიაღწიოთ კარიერულ წინსვლას. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, წვეულებებს; ხშირად გამოჩნდით ერთად საზოგადოებაში. 23 ივნისი შემდეგ გახშირდება სიურპრიზები, მოულოდნელი შეხვედრები. მარტოხელების ცხოვრებაში გამოჩნდებიან საინტერესო ადამიანები. ზოგიერთმა კი შეიძლება მეგობართან გააბათ რომანი.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მხნე და ენერგიული ხართ. მიმართეთ თქვენი ენერგია საქმეების მოგვარებას. კარგი იქნება, თუ გაიუმჯობესებთ განწყობას, დაიწყებთ დილაობით ვარჯიშს, ცურვას. ზომიერება გმართებთ კვებაში. თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ, ფეხით იარეთ. თვის ბოლოს მოგინდებათ საზღვარგარეთ მოგზაურობა; უცხო ქვეყნის კულტურის, ტრადიციების შესწავლა.

14 ივნისის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, მეგობრებთან ერთად დროს ტარებას. ნუ დაივიწყებთ შემოქმედებით ცხოვრებას. გაიმრავალფეროვნეთ რომანტიკული ცხოვრება. შეიძლება გაიგოთ, რომ შვილს ელოდებით.

29 ივნისის შემდეგ გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლა. შეიძლება დასვენება, სანატორიუმში ძალების აღდგენა გადაწყვიტოთ. მეტი დრო დაუთმეთ სულიერ განვითარებას. ზოგიერთი ამოხსნით დიდი ხნის საიდუმლოს.