ივნისში იბრძოლებთ თანამშრომლობისთვის, კოლექტიური გართობისთვის და აიცილებთ მარტოობას. აქტიურად მოგიწევთ პრობლემებთან გამკლავება. ივნისი შესაფერისია თვეა სხვადასხვა სახის წამოწყებისთვის. მთავარია, რომ მიზნები რეალისტური იყოს, უარი თქვით ილუზიებსა და ღრუბლებში ფრენაზე. უნდა აკონტროლოთ ემოციები, არ გამოავლინოთ ისეთი თვისებები, როგორიცაა ეგოიზმი, სიამაყე და ამაოება. გამოავლინეთ ქველმოქმედება, დაეხმარეთ ხალხს - უსასყიდლოდ და მთელი გულით. არ ღირს პირად გარემოში კონკურენტების და შურიანი ადამიანების მომრავლება. გაფრთხილდით, სამსახურში მოსალოდნელია ბევრი შეცდომა და შეფერხება. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ის შეიძლება დაასუსტოს ნერვულმა გადატვირთვამ.
ბიზნესი, სამსახური
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ აიმაღლოთ ავტორიტეტი და მოიზიდოთ სანდო პარტნიორები. საჭიროა ამბიციების კონტროლი; არ გირჩევთ ამბიციურობას. იყავით თავშეკავებული საქმიანი შეხვედრებისას. მუდმივად იფიქრებთ სამუშაოზე, მიმდინარე პროექტებსა და კარიერაზე. უნდა იყოთ პრაქტიკული და რაციონალური, თუ გსურთ, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. მოიპოვეთ საჭირო ინფორმაცია, დაუახლოვდით ახალ პარტნიორებს. თუ რომელიმე გავლენიანი ადამიანი დახმარებას შემოგთავაზებთ, უარი არ თქვათ. ეს საშუალებას მოგცემთ სწრაფად განახორციელოთ თქვენი გეგმები. 11 ივნისიდან გახშირდება შეხვედრები და მოლაპარაკებები. მოგინდებათ არა მხოლოდ კარიერული ზრდა, არამედ საზოგადოებაში სტატუსის ამაღლება. ამისათვის არ დაგავიწყდეთ ახალი იდეების განხილვა კოლეგებისა და საქმიანი პარტნიორებისთვის. გამოჩნდებიან პიროვნებები, რომლებიც იოლად დაგეხმარებიან ფინანსურად, სპონსორები.
ივნისის ფინანსები
თვის პირველი დღეები უმჯობესია დაზოგოთ ფული, არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები. შემდეგ ვენერა გადავა თქვენს ნიშანში, უფრო ენერგიული გახდებით და ფინანსური მდგომარეობის შეცვლა მოგინდებათ. მოგინდებათ ფულის დაბანდება საკუთარ თავში, სილამაზეში, ძვირად ღირებულ ნივთებში. მესამე დეკადაში თვალყური ადევნეთ თქვენს ხარჯებს. იმპულსური შესყიდვებისკენ თავი შეიკავეთ.
სიყვარული
ვენერა თქვენს ნიშანში იქნება მთელი თვის განმავლობაში. საუკეთესო დროა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მარტოხელებს მოგინდებათ საკუთარი თავის მოლამაზება, რათა მიიპყროთ საწინააღმდეგი სქესის წარმომადგენლების ყურადღება. ხანდახან თქვენი ხასიათი და ქცევა საჭიროებს კორექტირებას, განსაკუთრებით თუ გარკვეული თვისებები ხელს უშლის ურთიერთობებს. გახდით მორჩილი, რბილი და დელიკატური რჩეულთან ურთიერთობისას. დაოჯახებულებმა გამონახეთ დრო სახლში არსებული ატმოსფეროსა და მეუღლესთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. კატაკლიზმები არ იქნება, ნებისმიერი საკითხი მშვიდად და ღირსეულად გადაწყვიდეთ. მარტოხელებს უამრავი შანსი გექნებათ პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. გაიცნობთ სასიამოვნო ადამიანს. ნუ დამალავთ რომანტიკულ განწყობას, იყავით მომართული ჰარმონიული კავშირის შექმნაზე.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მარსი თქვენს ნიშანშია, ქალებიც და მამაკაცებიც საკმაოდ ენერგიულები და პოზიტიურები იქნებით. სიცოცხლისუნარიანობას და ენერგეტიკული ბალანსის შესანარჩუნებლად სასარგებლოა გუნდში თამაში, მეგობრებთან ერთად ბუნებაში სიარული და დასვენება. ხშირად მოაწყვეთ ლაშქრობები; ოჯახთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში, ქალაქგარეთ. არ გირჩევთ მზეზე გარუჯვას, იარეთ ფეხით, კარგია ცურვა. გაიარეთ სამედიცინო შემოწმება, აიმაღლეთ იმუნიტეტი.
4 ივნისის შემდეგ - იმდენად ბევრს მუშაობთ და ცდილობთ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს, რომ დაივიწყეთ დასვენება და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა. თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, ისწავლოთ, განვითარდით, შეხვდით მეგობრებს, იყავით შემოქმედებითი. პირად ცხოვრებაში ბევრი რამ გაირკვევა, რჩეულთან ურთიერთობა ჰარმონიულ დონეს მიაღწევს. ივნისში ბევრი დრო გექნებათ თამაშების, გართობისა და ბავშვებთან კომუნიკაციისთვის.
18 ივნისის შემდეგ დაიწყება აქტიური და პროდუქტიული კომუნიკაციის პერიოდი. სარფიანმა მოლაპარაკებამ შეიძლება გამოიწვიოს კარიერის ზრდა და სტაბილური პოზიციის დამკვიდრება საზოგადოებაში. თუმცა, ყველაზე არაპერსპექტიული ნაცნობობაც კი შეიძლება გადაიზარდოს წარმატებულ თანამშრომლობაში ან ხანგრძლივ მეგობრობაში. ჯგუფში ან ორგანიზაციაში სტატუსი თქვენთვის პირველ ადგილზეა, მაგრამ ეგოიზმის გამოვლენას არ გირჩევთ.