ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელისთვის: “იყავით დიპლომატიური, არ ჩაერიოთ კამათსა და ჩხუბში“

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელისთვის: “იყავით დიპლომატიური, არ ჩაერიოთ კამათსა და ჩხუბში“

უარყოფითი ხასიათის პრობლემებმა და სიტუაციებმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. არ არის საუკეთესო დრო სასამართლო საქმეების წამოსაწყებად, თქვენი საქმის, სიმართლის სხვადასხვა გზით დასამტკიცებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ რისკავთ, რომ აღმოჩნდეთ შეუსაბამო სიტუაციაში. პირველ და მეორე დეკადაში მოსალოდნელია პრობლემები პირად ცხოვრებაში და ბავშვებთან ურთიერთობაში. ახლობლები უკმაყოფილო იქნებიან იმით, რომ დიდ დროს ატარებთ სამსახურში ან აკეთებთ სხვა მნიშვნელოვან საქმეებს და იშვიათად ხართ სახლში. თვის ბოლოს მოსალოდნელია მოგზაურობა.

ივნისის ფინანსები

ფულთან მიმართებაში სიფრთხილე გმართებთ. ფრთხილად იყავით, რომ არ მოხვდეთ უსიამოვნო სიტუაციაში. გაუმკლავდით გადასახადებს, ვალებს და დროულად დაფარეთ სესხი. მატერიალური დგომარეობის გაუმჯობესების საკითხი პირველ ადგილზეა. შეიძლება გახდეთ უძრავი ქონების ან სხვა ღირებულების მემკვიდრე. 10 ივნისის შემდეგ მოსალოდნელია ფულთან დაკავშირებული ბევრი აურზაური. უნდა გადაიხადოთ ჯარიმები, ასევე დროებით იყოთ დამოკიდებული კოლეგების ან მეგობრების ფინანსურ დახმარებაზე. რაც მთავარია, სერიოზულად მოეკიდეთ თქვენს საქმეს.

ბიზნესი, სამსახური

დაიწყეთ ახალი საქმიანი კონტაქტების გაფორმება. ისწავლეთ სხვებისთვის დათმობა, მაშინაც კი, თუ გრძნობთ და იცით, რომ მართალი ხართ. ბიზნესმენები წარმატებას მიაღწევთ. პირველი დეკადა კარგი პერიოდია კონსტრუქციული დიალოგისთვის, ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობის დასაწყებად. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენზე იქნება დამოკიდებული, რა პოლიტიკას წარმართავთ. არ უნდა დაიწყოთ საუბარი ემოციებს აყოლილმა, ეს უარყოფითად იმოქმედებს გუნდურ მუშაობაზე. თუ დიდი ხნის განმავლობაში გსურთ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, გამოიყენეთ შანსი. იყავით დიპლომატიური, არ ჩაერიოთ კამათსა და ჩხუბში. 11 ივნისს შემდეგ ინტუიცია გაგიმძაფრდებათ. შეეცადეთ არ იყოთ კრიტიკული სხვა ადამიანების მიმართ. პირდაპირობა ყოველთვის არ არის კარგი. არ არის გამორიცხული, თქვენს შესახებ გამოაშკარავდეს საიდუმლო, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდით. წარმატება ელის მათ, ვინც დაკავებულია დაზღვევაში, ფსიქოლოგიაში, პირად ბიზნესში, ინვესტიციებსა და ბირჟაზე.

სიყვარული

ივნისი შესანიშნავი დროა გასართობად, მცირე მოგზაურობისთვის თქვენს რჩეულთან ერთად. ისიამოვნეთ ცხოვრებით, გაერთეთ, დაისვენეთ. ვენერა მორიელის მე-10 სახლში გადავა 5 ივნისს. ფინანსური მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება, რაც გავლენას მოახდენს განწყობასა და პირად ცხოვრებაზე. დააკვირდით იმ ადამიანებს, ვისთანაც მჭიდროდ ურთიერთობთ. თუ რომელიმე მათგანი დახმარებას შემოგთავაზებთ, ნუ იტყვით უარს. ასეთი მხარდაჭერა შეიძლება იყოს ძალიან დროული. რომანი შეძლება გააბათ თანამდებობით ან ასაკით უფროს ადამიანთან. შეყვარებულებს შეგიძლიათ ოფიციალური ქორწინება. კავშირი იქნება ძლიერი და ბედნიერი. ივნისი იქნება მოგზაურობებითა და შეხვედრებით სავსე თვეს. ერთი დღეც არ იჯდებით სახლში. შესაძლებელი იქნება თქვენი ნიჭისა და ამბიციების გამოვლენა. სხვათა შორის, მოსალოდნელია თქვენი პარტნიორის დაწინაურება. საყვარელი ადამიანის დახმარებით მიაღწევთ კარიერულ ზრდას.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ხართ ენერგიული, მხიარული და გაქვთ ძლიერი იმუნიტეტი. მაგრამ არავინ არ არის დაცული გაცივებისგან, მით უმეტეს, თუ დაივიწყებთ პრევენციულ ზომებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მემკვიდრეობით დაავადებებს. გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი და გაიარეთ გამოკვლევა ენდოკრინოლოგთან. დილის ფიზიკური ვარჯიშები დაგეხმარებათ გაღვიძებაში. თუ თქვენ გაქვთ ველოსიპედი, მაშინ მისი ადგილი არ არის ავტოფარეხში ან აივანზე. კარგია ცურვა, აღმოსავლური პრაქტიკები.

4 ივნისის შემდეგ ფინანსური საკითხები წინა პლანზე გამოვა. შესაძლოა, ფულთან დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდეს. ბევრი იპოვის დამატებით შემოსავალს, ან შეიცვლის საქმიანობის სფეროს. აკონტროლეთ მოგება და ზარალი. ჯობია გამოასწოროთ თქვენი კომპლექსები, ისწავლო ხალხთან ურთიერთობა.

18 ივნისის შემდეგ ცვლილებების დროა. თუ გონებრივად მზად ხართ მათთვის, მაშინ არაფრის არ შეგეშინდეთ. თუ გაქვთ გადაუხდელი გადასახადები და ვალები, მაშინ მოაგვარეთ ეს საკითხები. შეიძლება დაგიმტკიცონ სესხი ან დაგიბრუნონ ვალი. შეიტანეთ მრავალფეროვნება ინტიმურ ურთიერთობაში.