გახშირდება საქმიანი და რომანტიკული შეხვედრები. მარტოხელების ცხოვრებაში იმატებს საინტერესო ნაცნობობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ეცადეთ, თქვენ გვერდით ღირსეული ადამიანი იყოს. ეს ეხება როგორც საქმიან პარტნიორს, ისე სასიყვარულოს. სხვათა შორის, სწორედ პარტნიორების დახმარებით მოაგვარეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მიიღებთ საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს, დაკვირვებით გააფორმეთ საქმიანი ხელშეკრულებები.
ბიზნესი, სამსახური
უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი. თავად იქნებით აქტიური და მოგეჩვენებათ, რომ გარშემო მყოფები შენელებულები არიან, მაგრამ ამის გამო არ იკამათოთ. ყველა საშუალება უნდა გამოიყენოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. დაიცავით ბალანსი სამსახურსა და საოჯახო საქმეებს შორის. ამასთან, გირჩევთ, არ დაიწყოთ ახალი საქმეები, სანამ მერკური რეტროგრადული სვლიდან არ გამოვა. პერიოდულად დაისვენეთ, თორემ ზედმეტი დატვირთვა უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. კარგი თვე გელოდებათ, თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროსთანაა დაკავშირებული. თუ გასაუბრებაზე დაგიბარებენ, ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. შეიძლება შეგეცვალოთ სამსახურის გრაფიკი. კარგ შედეგს მოგიტანთ კვალფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე დასწრება. 13 ივნისის შემდეგ გახშირდება საქმიანი შეხვედრები. კოლეგებისგან უფრო მეტ დახმარებას მიიღებთ.
სიყვარული
ივნისი ნაცნობობის თვეა. თუ ვინმეს გაცნობა ან თქვენთვის საინტერესო ადამიანთან დაახლოება გსურდათ, გააქტიურდით. თვის დასაწყისში ზოგიერთმა შეიძლება კოლეგასთან გააბათ რომანი. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დაეხმარეთ ნათესავებს. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მზრუნველი; ისიც სიყვარულით გიპასუხებთ. ამასთან, არ გირჩევთ წვრილმანებზე კამათს. 23 ივნისის შემდეგ მოიმატებს თქვენი პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. საინტერესო გახდებით მათთვის. თუ გაბუტული ხართ, შერიგდებით. მარტოხელებს მოგემატებათ იმ ადამიანთან დაწყვილების შანსი, ვინც თქვენთვის საინტერესოა.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
საკუთარ და საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ. გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. ამასთან, ეცადეთ, ზედმეტმა ზრუნვამ არ გაგირთულოთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. დაიწყეთ საყვარელ ადამიანთან ერთად ვარჯიში, შემოქმედებითი იდეების განხორციელება.
14 ივნისის შემდეგ გარშემო მყოფები მეტად მომთხოვნები გახდებიან თქვენ მიმართ. თავადაც იყავით მობილიზებული, რომ არაფერი გამოგრჩეთ, დაგავიწყდეთ. მიიღებთ იმას, რაც გსურდათ. დაასრულეთ ერთ ეტაპს, პროექტს, მკურნალობის კურსს.
29 ივნისის შემდეგ მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ პარტნიორის ხარჯზე. შეიძლება პარტნიორთან ერთად დაიწყოთ ახალი საქმიანობა. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ კრედიტის აღება ან დაიბრუნოთ ვალი.