ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორისთვის: “მოგინდებათ მოგზაურობა და თვალსაწიერის გაფართოება“

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორისთვის: “მოგინდებათ მოგზაურობა და თვალსაწიერის გაფართოება“

დროა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი, გაიღრმაოთ ცოდნა და გააკეთოთ რაიმე სასარგებლო საქმე. დროა გამოხვიდეთ რუტინიდან და განვითარდეთ. მოხდება პრიორიტეტების გადაფასება. მიმდინარე მოვლენების შესრულება მეტ დისციპლინირებულ მიდგომას მოითხოვს. მეორე დეკადა ცოტა დაძაბულია. ყველას ნუ დაუჯერებთ რასაც გეუბნებიან და გპირდებიან, ჯობია გადაამოწმოთ. იქნება ბევრი საიდუმლო, ტყუილი. თქვენ გარშემო მყოფებს ზედმეტად ნუ გააიდეალებთ. მესამე დეკადაში ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად. ეცადეთ, ისწავლოთ და წაიკითხეთ სასარგებლო ლიტერატურა. მეგობრების წრეში დაისვენებას შეძლებთ. სასურველია მეტი კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომელთა ინტერესები და შეხედულებები ემთხვევა თქვენსას. შეგიძლიათ შექმნათ ინტერესთა ჯგუფი ან შეუერთდეთ თქვენთვის საინტერესო შეხედულებების მქონე ორგანიზაციას. ენერგია მოხმარდება მეგობრებთან საუბარს, მოგზაურობასა და სოციალურ აქტივობებს.

ბიზნესი, სამსახური

კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის ფულად თემაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დეპოზიტებს, სესხებს ან პირადი ბიზნესისთვის სპონსორის პოვნას. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, რათა არ მოხვდეთ მზაკვრი ადამიანების მიერ გონივრულად დაგებულ მახეში. 11 ივნისიდან გახშირდება კომუნიკაცია უცხოელებთან. მოგინდებათ მოგზაურობა და თვალსაწიერის გაფართოება. შეიძლება უცხოეთში გაემგზავროთ სამუშაოდ.

ივნისის ფინანსები

7 ივნისამდე მატერიალურ სფეროში ბევრი სასიამოვნო ცვლილება მოხდება. არის შანსი, რომ მიიღოთ ღირსეული სამუშაო ან მიიღოთ ბონუსი ადრე შესრულებული საქმისთვის. უბრალოდ არ დახარჯოთ ყველაფერი ერთდროულად. დიდი ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებს და მათ ქმედებებს. არ არის გამორიცხული მოტყუება და ცრუ ინფორმაცია, ასევე შეცდომები და საკუთარ თავში, შესაძლებლობებში დაეჭვება. შოპინგისას იხელმძღვანელეთ მხოლოდ თქვენი სურვილებითა და შესაძლებლობებით. თუ ვინმეს რჩევას მოუსმენთ, ფულის გარეშე დარჩებით, შეძენილი კი სიხარულს არ მოგანიჭებთ. მესამე დეკადაში მოულოდნელმა ნეგატიურმა მოვლენებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.

სიყვარული

ივნისის პირველ დღეებში უფრო მეტად იქნებით ორიენტირებული სამუშაოზე, ამიტომ პირად ცხოვრებაში ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა. ვენერა, სიყვარულის პლანეტა, 5 ივნისს გადავა თქვენს მე-11 სახლში. ახალ სიყვარულს შეიძლება მეგობრების წრეში, სოციალურ ქსელში შეხვდეთ. მაგრამ არ იჩქაროთ დასკვნის გაკეთება, ისიამოვნეთ მომენტით და ნუ იფიქრებთ მომავალზე. არის შანსი, რომ დაიწყოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც უკვე კარგად იცნობთ - ძველი მეგობარი, კოლეგა ან საქმიანი პარტნიორი. დაოჯახებულები შეძლებთ მეუღლესთან ურთიერთობის განმტკიცებას. მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც განიხილავთ და მოაგვარებთ წარსულ კონფლიქტებს. შეყვარებულები ერთად წადით სამოგზაუროდ, დაეხმარეთ ხანდაზმულ ნათესავებს. ფული მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთებზე უნდა დახარჯოთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

რაც არ უნდა კარგად გრძნობდეთ თავს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაინც აუცილებელია. და არა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობაზე, არამედ ნერვული სისტემაც უნდა გაიძლიეროთ. თუ ემოციებს ხართ აყოლილი და იმპულსურად იქცევით, მაშინ კონფლიქტები გარდაუვალია - სამსახურშიც და პირად ცხოვრებაში. შეიქმენით სულიერი კომფორტი, არ მისცეთ საკუთარ თავს აგრესიის, დეპრესიის უფლება. გარშემორტყმული იყავით პოზიტიური ადამიანებით. თქვენზე დადებითად იმოქმედებს იოგა და სულიერი პრაქტიკი. იცეკვეთ, მეტი იმოძრავეთ სუფთა ჰაერზე და ხშირად გაისეირნეთ ბუნებაში. სპორტი, მშვიდი ძილი, დიეტა და სუნთქვითი ვარჯიშები თქვენს ჯანმრთელობას აღადგენს.

4 ივნისის შემდეგ ფრთხილად იყავით, არ არის გამორიცხული ჭორები და ეგოისტური ზრახვები. გახშირდება მშფოთვარე მოლაპარაკებები დოკუმენტებთან და პირად საკითხებთან დაკავშირებით. სავსე მთვარეზე მოსალოდნელია ზარები, მოულოდნელი მოგზაურობები. ხშირად მოგიწევთ ადამიანებთან შეხვედრა, რაღაცაზე შეთანხმება.

18 ივნისის შემდეგ ოჯახური კავშირები და ყველაფერი, რაც საყვარელ ადამიანებთან არის დაკავშირებული, თქვენთვის პრიორიტეტული იქნება. აიმაღლეთ ინტელექტუალური დონე. დაისახეთ მიზნები და შეეცადეთ მიაღწიოთ მათ მოკლე დროში. გელოდებათ მოგზაურობა, რომელშიც შეიძლება საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორების გაცნობა.