ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ“

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ“

ენერგიულად და რთული თვე გელოდებათ. თუ აქტიურად იმუშავებთ 7 ივნისამდე, მაშინ მნიშვნელოვანი შედეგი გექნებათ. 8-ის შემდეგ მოსალოდნელია კონფლიქტები კოლეგებთან, ამოცანების წარუმატებლობა და ინტრიგები. საიმედო თანამშრომლობის იმედი ვერ გექნებათ. მოგიწევთ შეიცვალოთ, გახდეთ უფრო რბილი, დამთმობი და შემწყნარებელი სხვა ადამიანების ნაკლოვანებების მიმართ. ივნისში მოსალოდნელია მრავალი შეცდომა, აურზაური და ფულის დახარჯვის ალბათობა. ხელმოწერამდე გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი. ადამიანებთან ურთიერთობა, გაუმჯობესდება მხოლოდ თვის ბოლოს - 26-ის შემდეგ. სწორედ ამ დროს იქნება შესაძლებელი პირადი საქმეების, ბიზნესისა და ფინანსების უკეთ წარმართვა. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გააძლიეროთ კონტაქტები პარტნიორებთან, მენეჯმენტთან, განსაკუთრებით თუ გჭირდებათ ფინანსური დახმარება. დაკვირვებულობა დაგეხმარებათ რთული სიტუაციიდან გამოსვლაში. გახდებით უჩვეულოდ პრაქტიკული, სტაბილური პრობლემების გადაჭრაში. განსაცდელი და დაბრკოლების გადალახვა მეტად გაგაძლიერებთ.

ბიზნესი, სამსახური

რაღაც დიდი და მომგებიანი რომ წამოიწყოთ, ჯერ პატარა და მოსაწყენი სამუშაო უნდა დაასრულოთ. უნდა იყოთ კონცენტრირებული იმ საკითხებზე, რომლებიც არ მოგწონთ. ზოგჯერ რუტინული საქმეებიც იდეალურად უნდა მოაწესრიგოთ. ხანდახან საკუთარ თავს ობიქეტურად უნდა შეხედოთ. ეს გაამარტივებს ამოცანებს, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. გახშირდება შეხვედრები პარტნიორებთან, კოლეგებთან, დაუკავშირდით სახელმწიფო ორგანოებს. შეძლებთ მოძებნოთ სპონსორი თქვენი ბიზნესის ან პროექტის პოპულარიზაციისთვის. ეცადეთ, სიამოვნება მიიღოთ იმ საქმისგან, რასაც აკეთებთ. ეს ეხება გონებრივ აქტივობასაც და ტექნიკურ მუშაობასაც. 11 ივნისიდან გახდებით უფრო ჭკვიანი და გონივრული, უაზრო ქმედებები და ქაოსი წარსულში ჩაბარდება. მოგვიწევთ კონცენტრირება და ერთდროულად ბევრი საკითხის მოგვარება. სახლი და სამსახური, კარიერა და საყვარელი ადამიანები... ეს ყველაფერი ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. სამწუხაროდ, დასვენებისთვის დრო არ დაგრჩებათ. თანაც, სახლში უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი, ავეჯის გადაადგილებით დაწყებული სარემონტო სამუშაოებით დამთავრებული.

ივნისის ფინანსები

ივნისის დასაწყისში შესაძლებელია პარტნიორებთან კონფლიქტი ფულის გამო. ეს შეიძლება მოხდეს როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. შესაძლოა გქონდეთ დაპირებები, რომლებიც ფინანსებს ეხება. მეორე და მესამე დეკადაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ. დიდი თანხა დაიხარჯება ოჯახის საჭიროებებზე. ფრთხილად იყავით, არ დახარჯოთ ზედმეტი. თვე არ არის შესაფერისი ახალი სამსახურის, დამატებითი შემოსავლის მოსაძებნად. მთავარია, ვალებში არ ჩავარდეთ.

სიყვარული

თვის დასაწყისში უკიდურესად კომუნიკაბელური იქნებით. მეგობრული და მოღიმარი პიროვნება გახდებით, რომლის ქარიზმა მყისიერად იზიდავს გარშემო მყოფების ყურადღებას. ახლობლები რჩევისთვის მორბიან თქვენთან, იზიარებენ თქვენს გამარჯვებას, და გამოხატავენ პატივისცემას. ოჯახის წევრები ტესტების სერიას ელოდებიან: რამდენად ერთგული ხართ პარტნიორის მიმართ და რამდენად თავშეკავებული ემოციებში? გააკონტროლეთ თავი, იყავით უფრო შეგნებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ქორწინება დაგენგრევათ. ხომ გახსოვთ: სიყვარულიდან სიძულვილამდე - ერთი ნაბიჯია? მარტოხელა ადამიანებს შეგიძლიათ დაიწყოთ რომანი ძალიან უცნაურ და თავგადასავლების მოყვარულ ადამიანთან. ასჯერ დაფიქრდით და კარგად დააკვირდით ადამიანს, სანამ მასთან ურთიერთობის გასერიოზულებას გადაწყვეტთ. მართეთ თქვენი სურვილები და ვნებები, რათა მომავალში არ ინანოთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ყურადღება მიაქციეთ სხეულის ოდნავ სიგნალებსაც კი. პრობლემი არ შეიძლება იგნორირებული იყოს. ადექით ადრე, ივარჯიშეთ და თავად მოამზადეთ საუზმე ოჯახის წევრებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დადექით ჯანსაღი ცხოვრების წესის გზაზე და ოჯახის წევრებიც აიყოლიეთ. შეწყვიტეთ მოწევა, ტკბილეულის ჭამა, უარი თქვით ალკოჰოლზე. ბევრი უსიამოვნებისა და წუხილის მიუხედავად, ყოველდღიური რეჟიმი უნდა დაიცვათ და უფრო ხშირად იყოთ ბუნებაში. ხშირად მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება. და არაა აუცილებელი მეგობრების წრეში და დაუსრულებელი ქეიფით. ისწავლეთ მარტო დასვენება, პოზიტიურად აზროვნება და ლაშქრობა. შაკიკი, უძილობა და ქრონიკული გადაღლილობა ნერვული სისტემის მოშლის ნიშნებია. იფიქრეთ თქვენს ყოველ ნაბიჯზე, ნუ რისკავთ და გამორიცხეთ ექსტრემალური სპორტი. თქვენთვის ეს თვე არ არის უსაფრთხო, ტრავმულია, ამიტომ იარეთ ფრთხილად და ნელა.

4 ივნისის შემდეგ თუ შესაძლებელია, მეტად იზრუნეთ თქვენს შინაგან სამყაროზე და ნაკლებად ფინანსურ კეთილდღეობაზე. სულიერება საშუალებას მოგცემთ შეხედოთ სხვა ადამიანებს სხვანაირად. საიდუმლო, რომელიც გონებას აღელვებს, საბოლოოდ გაირკვევა. შეგიძლიათ ხშირად იყოთ მარტო, იფიქროთ საკუთარ კეთილდღეობაზე და შეადგინოთ გეგმა მომავლისთვის.

18 ივნისის შემდეგ კარგი პერიოდია სამსახურში, პირად ცხოვრებაში და სხვა სფეროებში ცვლილებებისთვის. მოგიწევთ წვრილმანებთან და ყოველდღიურ რუტინასთან გამკლავება, მაგრამ ამის გარეშე ვერ მოაწესრიგებთ საქმეებს. ეცადეთ, ყველაფერში დაიცვათ გრაფიკი და რეჟიმი. სასარგებლოა ცუდი დამოკიდებულებისგან თავის დანებება, ყველაფრის ნულიდან დაწყება. ოცნებობთ შინაურ ცხოველზე? ივნისში შეიძლება შეიძინოთ ძაღლი ან კატა.