ივნისის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ივნისის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ზაფხულის პირველი თვე მხიარულ თავადასავლებს, რომანტიკულ ნაცნობობას და დაუვიწყარ პაემნებს გპირდებათ. გაეცანით ივნისის სასიყვარულო ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა იცოდეთ რა გელოდებათ და რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბედნიერი იყოთ.

ვერძი

6 ივნისიდან მოიმატებს თქვენი შარმი და მიზიდულობა. წარმოუდგენლად მომხიბვლელი და ტკბილი ხართ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, მაშინ ურთიერთობა უფრო თბილი და ჰარმონიული იქნება. დაოჯახებულებმა შეცვალეთ გარემო, ეწვიეთ თეატრს და გამოფენებს, ხშირად გადით ბუნებაში. თუ გყავთ შვილები, მაშინ უფრო მეტი დრო უნდა გაატაროთ მათთან ერთად. თქვენ თვითონაც დროებით უნდა დაუბრუნდებით ბავშვობას. მარტოხელებს გსურთ გართობა და არა სერიოზული ურთიერთობის დამყარება. ივნისი თავს დაგამახსოვრებთ ახალი ნაცნობობითა და ფლირტით და თუ მოინდომებთ, აუცილებლად იპოვით მეორე ნახევარს.

კურო

6 ივნისის შემდეგ კარგი პერიოდია ქალებისთვის, რომლებსაც უკვე ჰყავთ ოჯახი და შვილები. შეგიძლიათ ჩაერთოთ სარემონტო სამუშაოებში, განახორციელოთ კრეატიული იდეა ინტერიერთან დაკავშირებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოილამაზეთ ბუდე. დაასრულეთ დაწყებული საქმე და იყავი პოზიტიური. თქვენი განწყობა, უსიამოვნებებისა და წუხილის მიუხედავად, საკმაოდ რომანტიკულია. თქვენ იმდენად მგრძნობიარე და ნაზი ხართ მეუღლესთან, რომ შეყვარებულ ახალგაზრდა წყვილებსაც კი შეშურდებათ. გუნდური მუშაობა კიდევ უფრო გაგაერთიანებთ. და ნუ ეცდებით უსიამოვნებების ერთმანეთისთვის დაბრალებას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ურთიერთობაში არის გაუგებრობები და უთანხმოება. მაგრამ იმისათვის, რომ არ გადაკვეთოთ ზღვარი და არ მიიყვანოთ სიტუაცია დაშორებამდე, იყავით ემოციურად თავშეკავებული. ივნისში შესთავაზეთ საყვარელ ადამიანს სადმე წასვლა გასართობად ან დასასვენებლად. თუ თავისუფალი ხართ და გსურთ საინტერესო ადამიანის გაცნობა, მაშინ სთხოვეთ ნათესავებს, და-ძმებს, რომ ვინმე საინტერესო ადამიანი გაგაცნონ. დაიხმარეთ ახლობლები სასიყვარულო საქმეების მოსაგვარებლად. შეყვარებულებმა შეიძლება თანაცხოვრება გადაწყვიტოთ.

ტყუპი

ვინც ხშირად ჩხუბობდა რჩეულთან, საჭიროა გულდასმით გადახედონ თავიანთ ქცევას. ეს თვე გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ. მაგრამ ამისთვის უფრო რბილი და მორჩილი უნდა იყოთ. ბევრი პრობლემა წყდება არა კამათითა და საყვედურით, არამედ ჩახუტებითა და მოფერებით. მარტოხელა ტყუპი ერთი წუთითაც არ დაჯდება სახლში. თავგადასავლები, პაემნები, მოგზაურობები და წვეულებები გელოდებათ მეგობრებთან ერთად. რომანტიკული შეხვედრისთვის იმდენი ვარიანტი გექნებათ, რომ თავბრუ დაგეხვევათ. და არის შანსი, რომ შეხვდეთ საინტერესო ადამიანს, მაგრამ მიზნად ნუ დაისახავთ დაქორწინებას და შვილების გაჩენას, ჯერ ამის დრო არაა. არ არის გამორიცხული, შეგიყვარდეთ ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ. ეს შეიძლება იყოს კოლეგა, მეზობელი ან ძველი მეგობარი. მიიზიდავთ ინტელექტუალებს და არა ლამაზ ადამიანებს. არ არის გამორიცხული, ივნისში სამოგზაუროდ წახვიდეთ და სწორედ იქ მოხდება საბედისწერო შეხვედრა.

კირჩხიბი

საშინელი მაქსიმალისტი და პედანტი იქნებით, როცა საკითხი სიყვარულსა და რომანტიკას ეხება. გსურთ გამოიჩინოთ პრაქტიკულობა და პასუხისმგებლობა პირად ცხოვრებაშიც კი. ივნისში რჩეულთან ეჭვიანობა უნდა გამორიცხოთ, ეს თვისების საშიში იქნება ორივესთვის. უმჯობესია, ყურადღება გაამახვილოთ რაიმე სასიამოვნოსა და სასურველზე. მოაწყვეთ პიკნიკები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, უქმეებზე გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. სამწუხაროდ, ღალატი პარტნიორის მიმართ არ არის გამონაკლისი. აკონტროლეთ თქვენი ქცევა და ცდუნებები. მარტოხელებს საბედისწერო ნაცნობა გელოდებათ. ეს იქნება საოცარი ადამიანი, როგორც სულიერად, ასევე განათლებით. და, რაც მთავარია, ამ შეხვედრას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა მომავალში. რჩეულის ასაკი დიდად არ შეგაწუხებთ, მაგრამ მისი სტატუსი საზოგადოებაში მნიშვნელოვანი იქნება.

ლომი

ვენერა თქვენს ნიშანში იქნება მთელი თვის განმავლობაში. საუკეთესო დროა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მარტოხელებს მოგინდებათ საკუთარი თავის მოლამაზება, რათა მიიპყროთ საწინააღმდეგი სქესის წარმომადგებლები. ხანდახან თქვენი ხასიათი და ქცევა საჭიროებს კორექტირებას, განსაკუთრებით თუ გარკვეული თვისებები ხელს უშლის ურთიერთობებს. გახდით უფრო მორჩილი, რბილი და უფრო დელიკატური რჩეულთან ურთიერთობისას. დაოჯახებულებმა გამონახეთ დრო სახლში არსებული ატმოსფეროსა და მეუღლესთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. კატაკლიზმები არ იქნება, ნებისმიერი საკითხი მშვიდად და ღირსეულად გადაწყვიდეთ. მარტოხელებს უამრავი შანსი გექნებათ პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. გაიცნობთ სასიამოვნო ადამიანს. ნუ დამალავთ რომანტიკულ განწყობას, იყავით მომართული ჰარმონიული კავშირის შექმნაზე.

ქალწული

სასიყვარულო საქმეებში კარდინალური ცვლილებების იმედი ნუ გექნებათ. თუ პარტნიორთან ყველაფერი კარგადაა, მაშინ ნუ დაუშვებთ კამათს და კონფლიქტს. ხოლო თუ გსურთ მარტო ცხოვრება, მაშინ უთხარით პარტნიორს თქვენი სურვილის შესახებ. მნიშვნელოვანია იყოთ პატიოსანი და გულწრფელი კავშირში. ივნისში ვენერა თქვენთვის არ არის ხელსაყრელ მდგომარეობაში, ამიტომ არ არის გამორიცხული მოწყენილობა, იზოლაცია და დეპრესია. თუ გრძნობთ, რომ ეჭვიანობამ და პარტნიორის მიმართ უნდობლობამ მოგიცვათ, ჯობია შინაგანად დამშვიდდეთ, გულით ისაუბროთ და უმტკივნეულოდ მოაგვაროთ პრობლემა. მარტოხელა ადამიანებისთვის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირადი სფერო პოზიტიური მიმართულებით შეიცვლება. პირიქით, ნაცნობობა იმედგაცრუებამდე მიგვიყვანთ და გაამძაფრებს ხანგრძლივ კომპლექსებს. ვენერა თქვენს მე-12 სახლში მოგზაურობს, ამიტომ უმჯობესია უარი თქვათ ძვირად ღირებულ შესყიდვებზე. პირიქით, ახლა კარგია ეკონომიურობა; შემოქმედებითი იდეების განხორციელება.

სასწორი

ივნისის პირველ დღეებში უფრო მეტად იქნებით ორიენტირებული სამუშაოზე, ამიტომ პირად ცხოვრებაში ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა. ვენერა, სიყვარულის პლანეტა, 6 ივნისს გადავა თქვენს მე-11 სახლში. ახალ სიყვარულს შეიძლება მეგობრების წრეში, სოციალურ ქსელში შეხვდეთ. მაგრამ არ იჩქაროთ დასკვნის გაკეთება, ისიამოვნეთ მომენტით და ნუ იფიქრებთ მომავალზე. არის შანსი, რომ დაიწყოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც უკვე კარგად იცნობთ - ძველი მეგობარი, კოლეგა ან საქმიანი პარტნიორი. დაოჯახებულები შეძლებთ მეუღლესთან ურთიერთობის განმტკიცებას. მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც განიხილავთ და მოაგვარებთ წარსულ კონფლიქტებს. შეყვარებულები ერთად წადით სამოგზაუროდ, დაეხმარეთ ხანდაზმულ ნათესავებს. ფული მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთებზე უნდა დახარჯოთ.

მორიელი

ივნისი შესანიშნავი დროა გასართობად, მცირე მოგზაურობისთვის თქვენს რჩეულთან ერთად. ისიამოვნეთ ცხოვრებით, გაერთეთ, დაისვენეთ. ვენერა მორიელის მე-10 სახლში გადავა 6 ივნისს. ფინანსური მდგომარეობა შესამჩნევად გაგიუმჯობესდებათ, რაც გავლენას მოახდენს თქვენს განწყობასა და პირად ცხოვრებაზე.დააკვირდით იმ ადამიანებს, ვისთანაც მჭიდროდ ურთიერთობთ. თუ რომელიმე მათგანი დახმარებას შემოგთავაზებთ, ნუ იტყვით უარს. ასეთი მხარდაჭერა შეიძლება იყოს ძალიან დროული. რომანი შეძლება გააბათ თანამდებობით ან ასაკით უფროს ადამიანთან. შეყვარებულებს შეგიძლიათ ოფიციალური ქორწინება. კავშირი იქნება ძლიერი და ბედნიერი. ივნისი იქნება მოგზაურობებითა და შეხვედრებით სავსე თვეს. ერთი დღეც არ იჯდებით სახლში. შესაძლებელი იქნება თქვენი ნიჭისა და ამბიციების გამოვლენა. სხვათა შორის, მოსალოდნელია თქვენი პარტნიორის დაწინაურება. ან საყვარელი ადამიანის დახმარებით მიაღწევთ კარიერულ ზრდას.

მშვილდოსანი

6 ივნისის შემდეგ უფრო ტოლერანტული გახდებით რჩეულის ხასიათის მინუსების მიმართ. ისწავლეთ თანაგრძნობა და შეამჩნიეთ ის, რისი ნახვაც აქამდე ახლოდან ვერ შეძელით. არ დაივიწყოთ კომპლიმენტები და მოფერება. მოგინდებათ სამოგზაუროდ წასვლა, სადაც გელოდებათ საინტერესო ადამიანის გაცნობა. მას შეუძლია გახდეს თქვენი ცხოვრების პარტნიორი, ერთგული და გაგებული. არ არის გამორიცხული, მოიხიბლოთ ადამიანით, რომელსაც ადრე საერთოდ არ აქცევდით ყურადღებას. მთავარია, ურთიერთობების გამრავალფეროვნება, უფრო ხშირად გასვლა საზოგადოებაში, სეირნობა და გართობა. არაა გამორიცხული, რომ შეგიყვარდეთ უცხოელი. რაც მთავარია, გრძნობა არა მხოლოდ ძლიერი და ორმხრივი იქნება, არამედ სწორი მიმართულებით განვითარების საშუალებას მოგცემთ.

თხის რქა

თვის დასაწყისში უკიდურესად კომუნიკაბელური იქნებით. მეგობრული და მოღიმარი პიროვნება გახდებით და თქვენი ქარიზმა მყისიერად მიიზიდავს გარშემო მყოფების ყურადღებას. ახლობლები რჩევისთვის მორბიან თქვენთან, იზიარებენ თქვენს გამარჯვებას, და გამოხატავენ პატივისცემას. ოჯახის წევრები ტესტების სერიას ელოდებიან. რამდენად ერთგული ხართ პარტნიორის მიმართ და რამდენად თავშეკავებული ხართ ემოციებში? გააკონტროლეთ თავი, იყავით უფრო შეგნებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ქორწინება დაგენგრევათ. ხომ გახსოვთ: სიყვარულიდან სიძულვილამდე - ერთი ნაბიჯია? მარტოხელა ადამიანებს შეუძლიათ დაიწყონ რომანი ძალიან უცნაურ და თავგადასავლების მოყვარულ ადამიანთან. ასჯერ დაფიქრდით და კარგად დააკვირდით ადამიანს, სანამ მასთან ურთიერთობის გასერიოზულებას გადაწყვეტთ. მართეთ თქვენი სურვილები და ვნებები, რათა მომავალში არ ინანოთ.

მერწყული

ივნისის დასაწყისში უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. და გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გსიამოვნებთ. მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში უფრო ხშირად წადით დათმობებზე, ეს არის ეფექტური გზა კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. არ გირჩევთ რომანის გაბმას თანამშრომელთან. 6 ივნისიდან ვენერა პარტნიორობის სახლში გადავა, მოგინდებათ ჩახუტება და სიყვარულის გამოვლენა. თავისუფალ მერწყულებს გაქვთ შანსი, შეხვდეთ სანდო ადამიანს. შესაძლოა ის არცთუ ისე ხალისიანია, მაგრამ მასთან ერთად თავს მშვიდად იგრძნობთ. თუ პარტნიორი გყავთ, სასიამოვნო პერიოდი გელოდებათ. კარგი პერიოდია ნიშნობისა და ქორწილისთვის. თუ ივნისში დაქორწინდებით, ეს კავშირი იქნება ჰარმონიული და ხანგრძლივი. მაგრამ თუ სერიოზული ურთიერთობისთვის არ ხართ მზად, მაშინ ისიამოვნეთ ფლირტით, მეგობრობით და ახალ ადამიანებთან გატაცებით.

თევზები

6 ივნისამდე ლტოლვის, რომანტიკის, ფლირტისა და თავგადასავლების დროა. ახლა ნამდვილად არ გჭირდებათ ურთიერთობა, რომელიც მიგიყვანთ რაიმე სერიოზულ და ოფიციალურ კავშირამდე. გონებრივად და ფინანსურად არ ხართ მზად ცხოვრებაში საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმისთვის. 6 ივნისს ვენერა მე-6 სახლში გადავა. სერიოზულად მოგვიწევთ უკვე მომწიფებული პრობლემების გადაჭრა. არაფერი გადადოთ ხვალისთვის, თორემ რჩეულთან ურთიერთობა მხოლოდ მოგონებებში დარჩება. ესაუბრეთ პარტნიორს გულწრფელად, მაგრამ მშვიდი ტონით და პრეტენზიების გარეშე; მშვიდად და გაგებით მოუსმინეთ ერთმანეთს. მარტოხელებმა მეტი დრო უნდა დაუთმოთ სამუშაოს. მთელ დღეს გაატარებთ ბიზნესის კეთებაში, კარიერულ სწრაფვაში. მოერიდეთ საოფისე რომანის გაბმას. თუ კოლეგის მიმართ სიმპათია გაჩნდა, ჯობია ყველაფერი იმავე დონეზე დატოვოთ. დაუმეგობრდით და იმუშავეთ ერთად, მაგრამ გრძნობებზე ნუ გექნებათ აქცენტი. ასეთ პერიოდში, ერთმანეთზე ზრუნვა უფრო ფასდება, ვიდრე სიყვარულზე ხმამაღლა საუბარი.