ოდითგანვე ცნობილია, ასტროლოგიასა და ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებას შორის კავშირი. ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება და, შესაბამისად, ამ ორგანოს გამართულად მუშაობაზეც ავლენს გავლენას. გარდა ამისა, დიდ მნიშვნელობას თამაშობს პლანეტარული გავლენაც. აქედან გამომდინარე ნებისმიერი პლანეტა, რომელიც ადამიანის კოსმოგრამაში ე.წ დაზიანებულ მდგომარეობაში იმყოფება ხშირად მიანიშნებს ამა თუ იმ ქრონიკულ დაავადებასა და ჯანმრთელობის პრობლემაზე, იმ კუთხით, რომელსაც ეს პლანეტა მართავს. განვიხილოთ ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტიქიების მიხედვით:
ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები:
ტყუპი
ტყუპი ჰაერის სტიქიას განეკუთვნება, აქედან გამომდინარე მათთვის არცთუ იშვიათადაა დამახასიათებელი მოუსვენარი ხასიათი, ნერვოზულობა და სხვადასხვა სახის ფობიები. გარდა ამისა, ტყუპის ზოდიაქო ფილტვებს და ზოგადად, სასუნთქი სისტემის გამართულად მუშაობის საკითხს ”კურირებს”, ასტროლოგიური თვალსაზრისით, შესაბამისად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად ავადდებიან მწვავე ვირუსული ინფექციებით, პლევრიტით, აწუხებთ ბრონქიალური ასთმა და ჰაერის უკმარისობა. თუმცა ვირუსულ ინფექციებთან ერთად, ბევრი ტყუპი ასევე კიდურების ამოვარდნისკენ და სხვადასხვა სახის მოტეხილობებისკენაცაა მიდრეკილი.
სასწორი
სასწორი პლანეტა ვენერას მფარველობაში იმყოფება, რომელიც თავის მხრივ ზედმეტი წონის საკითხს და თირკმელების გამართულად მუშაობის რიტმს არეგულირებს. ამასთან, სასწორების უმრავლესობისთვის დამახასიათებელ ტკბილეულის სიყვარულსაც თუ გავითვალისწინებთ, ზედმეტი კილოგრამების მოშორებასთან დაკავშირებული პრობლემები არცთუ იშვიათად გვხვდება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანთა შორის. თუმცა თანდაყოლილი ჰარმონიის შეგრძნება, ხშირად ეხმარება სასწორებს იმაში, რომ მსგავსი ტიპის პრობლემებს დროულად მიხედოს, თავი ხელში აიყვანოს და ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე ორგანიზმი ჩვეულ, ჯანსაღ რიტმში დააბრუნოს.
მერწყული
მერწყულის ზოდიაქო და მისი მმართველი პლანეტა ურანი - სიმბოლურად ნერვულ სისტემის მდგრადობაზე და ვენური სისხლძარღვების სწორად ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მერწყულების უმრავლესობას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, საკმაოდ დაუდევარი დამოკიდებულება გააჩნია, მათ დიდ ნაწილს ხშირად ჰაერის უკმარისობა, ვენების გაგანიერება ან სხვადასხვა სახის ფობიები აწუხებს, რომელიც თავის მხრივ ნერვულ ნიადაგზე წარმოიქმნება. თუმცა ურანის ამოუცნობი და ცვალებადი ენერგეტიკის წყალობით, ამ ადამიანებში რაიმე სახის სერიოზული დაავადება ნაკლებად იკიდებს ხანგრძლივი დროით ფეხს და თუ მაინც იკიდებს, იგი ქრონიკულ ფორმებში იშვიათად გადადის.