ავტორი:

ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, წყლის სტიქია

ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, წყლის სტიქია

ოდითგანვე ცნობილია, ასტროლოგიასა და ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებას შორის კავშირი. ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება და, შესაბამისად, ამ ორგანოს გამართულად მუშაობაზეც ავლენს გავლენას. გარდა ამისა, დიდ მნიშვნელობას თამაშობს პლანეტარული გავლენაც. აქედან გამომდინარე ნებისმიერი პლანეტა, რომელიც ადამიანის კოსმოგრამაში ე.წ დაზიანებულ მდგომარეობაში იმყოფება ხშირად მიანიშნებს ამა თუ იმ ქრონიკულ დაავადებასა და ჯანმრთელობის პრობლემაზე, იმ კუთხით, რომელსაც ეს პლანეტა მართავს. განვიხილოთ ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტიქიების მიხედვით:

წყლის სტიქიის წარმომადგენლები:

კირჩხიბი

კირჩხიბთა უმრავლესობა გამომდინარე იქედან, რომ ცვალებადი და პესიმისტური განწყობისკენაა მიდრეკილი, ხშირად საკუთარ დაავადების გამომწვევი თავადაა გადამეტებული ემოციურობიდან გამომდინარე. კირჩხიბი მთვარით იმართება, მთვარე კი თავის მხრივ სითხეების მფარველია. ამიტომ არაერთი კირჩხიბი იტანჯება ალკოჰოლ ან ნარკოტიკდამოკიდებულებით. ამასთან ერთად, კირჩხიბის ზოდიაქო საჭმლისმომნელებელ სისტემას და ყოველგვარი სახის ქრონიკული დაავადების წარმოქმნის ალბათობასაც განაგებს, აქედან გამომდინარე კირჩხიბებს მაქსიმალური ყურადღების გამოვლენა მართებთ სწორედ ამ მიმართულებით

მორიელი

გამომდინარე იქიდან, რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშანს ორი უძლიერესი პლანეტა პლუტონი (ეპიდემიური დაავადებების რისკი) და მარსი (საერთო სასიცოცხლო ტონუსი) მართავს, მორიელებს შორის არცთუ იშვიათად ვხვდებით გართულებულად მიმდინარე ეპიდემიური დაავადებების შემთხვევებს. გარდა ამისა, მძაფრი ემოციებით გამოწვეული სტრესული სიტუაციები, რომელსაც მორიელები ცხოვრებაში არაერთგზის (ხშირად გამიზნულად და შეგნებულადაც კი) განიცდიან, ბევრჯერ ხდება მათთვის ქრონიკული დაავადებების დაწყების მიზეზი. ამასთან ერთად, გადამეტებული რისკის სიყვარული და მიდრეკილება საკუთარი სიცოცხლე გამუდმებით საფრთხის ქვეშ დააყენოს, ბევრ მორიელს აქცევს უბედური შემთხვევის ან ავტოავარიის მსხვერპლად. თუმცა სიცოცხლისუნარიანობა, მორიელებს ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენელბზე მეტად ახასიათებთ, აქედან გამომდინარე ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე, ბევრ მათგანს ქრონიკული დაავადების დამარცხებაც კი წარმატებით შეუძლია.

თევზები

აი, რაც შეეხება, თევზების ზოდიაქოს, თუ მათი მფარველი პლანეტა ნეპტუნის ილუზორულ ბუნებას გავითვალისწინებთ, ასევე იმასაც, რომ ნეპტუნი ყველაზე ხშირადაა ე.წ. ფსევდო-დაავადებების სიგნიფიკატორი ამა თუ იმ პიროვნების რუკაში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თევზების ყველაზე მთავარი პრობლემა, რასაც შედეგად ამ ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება მოსდევს, ხშირად მათივე ფსიქოლოგიურ მიდგომაში იმალება თავად ცხოვრების მიმართ. აქედან გამომდინარე, ასტროდიაგნოზი თევზებისთვის მარტივზე მარტივია, შევცვალოთ აღქმა - შეიცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა.