ავტორი:

ქალწულს რომანტიკული ნაცნობობა, თხის რქას - ქორწილისთვის მზადება, რა გელოდებათ თებერვალში, სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ქალწულს რომანტიკული ნაცნობობა, თხის რქას - ქორწილისთვის მზადება, რა გელოდებათ თებერვალში, სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

შინაგან კომპლექსებთან შეხება მოგიწევთ და მარტოს დარჩენის შიში დაგთრგუნავთ. მარტოხელებს თებერვალში ახალ ნაცნობობას არ გირჩევთ, იმედგაცრუებული დარჩებით. უკეთესად დაისვენეთ, იფიქრეთ ცხოვრებისა და ხასიათის გაუმჯობესებაზე. კარგი იქნება ფსიქოლოგთან საუბარი. თუ ვინმეს ხვდებით, ნუ ჩქარობთ დასკვნების გამოტანას. უკეთ გაიცანით თქვენი პარტნიორი, მისი მიზნები და შეხედულებები. ვერძს, რომელსაც უკვე ჰყავს ოჯახი, ბევრი დრო ექნება ნათესავებთან კომუნიკაციისთვის. საღამოები საყვარელ ადამიანებთან ერთად მოუტანს სიხარულისა და ბედნიერებას. მაგრამ ყველას არ ექნება ყველაფერი შეუფერხებლად და ტკბილად. ზოგიერთს გელოდებათ კონფლიქტები მეუღლესთან და დროებით განშორებასაც კი.

კურო

გახშირდება ახალ პარტნიორებთან კომუნიკაცია. ადვილად გაუზიარებთ თქვენს აზრებს და სურვილებს სხვებს. რომანტიკა და ჰობი დიდ სიამოვნებას მოგიტანთ. ჰარმონია და თვითგანვითარება გახდება საკვანძო სიტყვები თქვენს ლექსიკაში. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ მეუღლეს. ეს უნდა იყოს საუბრები აქტუალურ საკითხებზე, ერთმანეთზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ყოველდღიური პრობლემები არ უნდა გადაიტანოთ საძინებელში. მაშინ ქორწინება ბევრად უფრო ძლიერი გახდება. უქმეებზე ესტუმრეთ თეატრს ან კონცერტს. აივსეთ დადებითი ემოციებით. მარტოხელა კუროს შეიძლება შეხვდეს თავის საბედოს და დაიწყოს დაუვიწყარი რომანი. შეხვედრა შედგება მეგობრების წრეში ან სამუშაო გარემოში. ურთიერთობა შეიძლება დაიწყოს მეგობრობით და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ სიყვარულის სტადიაზე. 20 თებერვლიდან შეიძლება რომანი გააბათ თქვენგან რადიკალურად განსხვავებული მიზნების, შეხედულებებისა და ღირებულებების მქონე ადამიანთან და საერთოდ არ მოგინდეთ ამ რომანის გასაჯაროება. კუროების უმეტესობა თებერვალის ბოლოს მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგება - დარჩეს რჩეულთან თუ სამუდამოდ დაემშვიდობოს და მარტომ გააგრძელოს ცხოვრება.

ტყუპი

უფრო პრაქტიკული იქნებით ახლო ურთიერთობებში. გაგიჩნდებათ მერკანტილური ინტერესები, ასევე მოთხოვნები რჩეულისადმი. ოჯახურ სფეროში ხშირია კონფლიქტები და კამათი ფინანსურ ნიადაგზე. თუ თქვენი პარტნიორი ბევრ ფულს ფლანგავს, ეს უკვე სკანდალის მიზეზი გახდება. იქნებ დამშვიდდეთ და მშვიდობიანად განიხილოთ ყველა პრობლემა? ზოგიერთ ტყუპს გიჟივით მოუწევს მუშაობა. გააფთრებული რიტმი, დაღლილობა და დისკომფორტი - აი, რა გელით თებერვალში. ბუნებრივია, ეს უარყოფითად იმოქმედებს მეუღლესთან ურთიერთობაზე. მას სურს დაისვენოს და უფრო მეტი დრო გაატაროს თქვენს გვერდით. თქვენ კი მუდმივად გარბიხართ ოფისში ან მივლინებაში. მარტოხელა ადამიანებს შეუძლიათ ურთიერთობის დაწყება ძლიერ პარტნიორთან. შესაძლებელია, რომ ეს იყოს თქვენი უფროსი ან საზოგადოებაში ცნობილი ადამიანი. არ არის გამორიცხული რომანი ადამიანთან, ვისთანაც აქამდე უბრალოდ მეგობრობდით. თუმცა, ეს შეიძლება იყოს კოლეგა ან ნაცნობი. არსებობს შანსი, რომ ეს ურთიერთობები იყოს ჰარმონიული და ხანგრძლივი.

კირჩხიბი

სასიყვარულო ურთიერთობები შესანიშნავი იქნება მათთვის, ვინც უკვე იპოვა ერთადერთი და განუმეორებელი. ამ თვეში არის შესაძლებლობა გადაწყვიტოთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დაკავშირებულია თანაცხოვრებასთან. მთავარია, კამათისა და კონფლიქტის გარეშე იმოქმედოთ. თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი პრინციპები და ცხოვრებისეული შეხედულებები. არ არის საჭირო პარტნიორის გადაკეთება, ეს ორივესთვის მტკივნეული იქნება. ერთად შეძლებთ პრობლემების მოგვარებას უფრო სწრაფად და მარტივად, თუ უარს იტყვით პრეტენზიებსა და კრიტიკაზე. დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაეხუტეთ უფრო ხშირად ერთმანეთს და უთხარი "მიყვარხარ". ურთიერთობაში მთავარია ერთმანეთის მოსმენა! ასევე იზრუნეთ კულტურულ დასვენებაზე: ესტუმრეთ გამოფენებს, კინოსა და თეატრს. რაც შეეხება მარტოხელა კირჩხიბებს, თებერვალში სასიამოვნო ადამიანის გაცნობის შანსი გეძლევათ. ეს შეიძლება მოხდეს გზაზე ან სოციალურ ქსელში. 20-დან საქმეები მოგემატებათ და ამიტომ პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. შეანელეთ მუშაობის ტემპი, თორემ მარტო დარჩებით, თქვენს საყვარელ ადამიანს მოთმინება აუცილებლად ამოეწურება. შეიძლება რომანი გააბათ უფროსთან ან საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. ასევე შესაძლებელია თქვენ დაეხმაროთ თქვენს პარტნიორს ფინანსურად და პროფესიულ ზრდაში.

ლომი

თებერვალში მაგნიტივით მიიზიდავთ საპირისპირო სქესის აღფრთოვანებულ მზერას. ლომი მამაკაცი ჯობია მოერიდოს მარტივ ფლირტს, გაგიფუჭდებათ დამოკიდებულება მეუღლესთან. უნდა იყოთ უფრო პასუხისმგებლიანი, თუ უკვე არსებობს ურთიერთობა ან ქორწინება. რა თქმა უნდა, ოჯახური ცხოვრება მოსაწყენია და მრავალფეროვნება გსურთ, მაგრამ უკეთესია არსებული კავშირის განახლება, ვიდრე გვერდით რაღაცის ძებნა. თებერვალი იდეალური თვეა მოგზაურობისთვის. ახალი ადგილები და ნათელი შთაბეჭდილებები გააძლიერებს ქორწინებას და ასევე დადებითად იმოქმედებს ინტიმურ ურთიერთობაზე. მარტოხელა ლომს აქვს წარმატების ყველა შანსი პირად ცხოვრებაში. მაგრამ თუ ვინმეს შეხვდებით, ნუ ჩქარობთ ამის შესახებ მეგობრებსა და ნათესავებს უთხრათ. 20 თებერვლის შემდეგ ძალიან მოსიყვარულე და ტემპერამენტული გახდებით. გრძნობების გამოვლენა და ფლირტი გსურთ. ზოგიერთი მიხვდება, რომ სიყვარული გაქრა და ერთად ცხოვრება უკვე აუტანელია. სხვათა შორის, არც ერთი თქვენგანი არ ინანებთ განშორებას.

ქალწული

თუ გყავთ რჩეული, მაშინ კარგი იქნება ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ, რათა ჰარმონიას მიაღწიოთ. განსაკუთრებით, 20 თებერვლამდე. მით უმეტეს, თუ ხშირად ჩხუბობთ და ზოგიერთ საკითხზე კონსენსუსამდე ვერ მიდიხართ. დაძაბულობის აღმოსაფხვრელად და უთანხმოებისგან თავის დაღწევის მხოლოდ ერთი გზა არსებობს - გულწრფელად ისაუბროთ ყველაფერზე. შეყვარებულებს შეუძლიათ მოისმინონ არა მხოლოდ მათ მიმართ მიმართული აღიარება, არამედ ქორწინების შემოთავაზებაც. მარტოხელა ქალწულს ამ თვეში შესამჩნევი წინსვლა აქვს სასიყვარულო ფრონტზე. რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება სწრაფად გადავიდეს უფრო სერიოზულ და სტაბილურ ეტაპზე. ურთიერთობა სერიოზული, გეგმებში კი - „ერთად ცხოვრება“ იქნება. ბრძნული რჩევა ყველა წყვილს: ნუ ჩაუღრმავდებით თქვენი პარტნიორის წარსულს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. უფრო მეტიც, თქვენ არ გჭირდებათ მისი გადაკეთება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ თქვენი მოლოდინი 100%-ით გაამართლოს. თუ თანაცხოვრებისთვის იდეალურ პარტნიორს ეძებთ, ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც ტაქტიანი და იდუმალია. შესაძლებელია, რომ მათ შორის იყოს ის, ვინც ნამდვილად გჭირდებათ.

სასწორი

თებერვალი არ არის საუკეთესო გრძნობების აღიარებისა და რომანტიკული პაემნებისთვის. ახლა კარგია დაფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ ხართ ჯერ კიდევ მარტოხელა და ვერ ახერხებთ სერიოზული ურთიერთობის დამყარებას? შესაძლებელია, რომ თქვენ ქცევა და იდეალისკენ სწრაფვა გაფერხებთ. მშვენიერი პერიოდია ფილოსოფიური მსჯელობისთვის, მეგობრებთან შეხვედრისთვის და ფსიქოლოგთან სტუმრობისთვის. მისასალმებელია ყველაფერი, რაც ხელს უწყობს სულიერ განწმენდას და შინაგანად გარდაქმნას. მნიშვნელოვანია იყოთ რეალისტები, არ იცხოვროთ ოცნებებში. ეს განსაკუთრებით ეხება ქალ სასწორს, რომელიც სახლში დაჯდება და „თავისი რომანის გმირს“ დაელოდება. დაოჯახებული სასწორი ბედნიერია. თქვენსა და მეუღლეს შორის ურთიერთგაგებისთვის სიმები გაიბმევა. უნდობლობისა და ეჭვიანობის კვალი კი აღარ დარჩება. მარტოხელებს შეუძლიათ საოფისე რომანი წამოიწყონ. 20 თებერვლიდან ხელსაყრელი პერიოდია ქორწინებისთვის. თავისუფალ სასწორს კარგი დრო აქვს საიმედო და ძლიერი ურთიერთობების შესაქმნელად. კავშირი დამყარებული იქნება პატივისცემასა და სტაბილურობაზე. დაქორწინებული სასწორი გადაწყვეტს მეუღლესთან ერთად იცხოვროთ ჰარმონიასა და მშვიდობაში.

მორიელი

თებერვალში კიდევ უფრო მიმზიდველები და ტემპერამენტულები გახდებით. თქვენი ბუნებრივი მაგნეტიზმი გაორმაგდება და ბევრ საინტერესო ადამიანს მიიზიდავთ. გახშირდება პაემნები... დაესწარით წვეულებებს, სოციალურ და გასართობ ღონისძიებებს. მით უმეტეს, თუ მარტოხელა ხართ და გინდათ ახალი რომანის დაწყებათ. ოჯახურ ცხოვრებაში ჰარმონიაა. თქვენ არა მხოლოდ შეძლებთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა მეუღლესთან, არამედ უფრო მეტ დროს დაუთმობთ ბავშვებს.შეიძლება ერთად გახსნათ ბიზნესი ან ჩაერთოთ შემოქმედებით საქმიანობაში. თებერვალში თქვენი ფანტაზია და არტისტულობა უმაღლეს დონეზეა. თუ გსურთ, რომ სახლში კლიმატი იყოს თბილი და მზიანი, ნაკლები იკამათი და იკონფლიქტეთ. ხშირად წადით კინოში, მოაწყვეთ რომანტიკული უქმეები და გაანებივრეთ ერთმანეთი კომპლიმენტებით. მორიელ ქალებს, რომლებიც ბავშვზე ოცნებობენ, დაორსულების ყველა შანსი აქვთ.

მშვილდოსანი

20 თებერვლამდე პრიორიტეტი ნათესავები და ახლობლები უნდა იყვნენ. თუ საკუთარი ოჯახი არ გყავთ, იზრუნეთ მშობლებზე ან და-ძმებზე. დაქორწინებული მშვილდოსნები უკიდურესად ტოლერანტულები უნდა იყოთ მეუღლეების მიმართ. შესაძლოა ჩხუბი და სკანდალები წარმოიშვას. მიზეზი შეიძლება იყოს საშინაო პრობლემა ან ეჭვიანობა. უბრალოდ არ იჩქაროთ განქორწინების განაცხადის გაკეთება, ყველაფერი მოგვარდება, თუ გსურთ, რა თქმა უნდა. მთავარია, ყველა საკითხი მეუღლესთან ერთად მოაგვაროთ, რთული მომენტების განხილვისას ყვირილისა და საყვედურის გარეშე. ვისაც უკვე ჰყავს რჩეული, შეიძლება მიიღონ დაქორწინების გადაწყვეტილება. 20 თებერვლიდან ბევრს აქვს შესაძლებლობა გაიცნოს სასიამოვნო ადამიანი. თავიდან ურთიერთობა მეგობრული იქნება, შემდეგ კი... ყველაფერი ისე წავა, როგორც ლამაზ სასიყვარულო ისტორიაშია. ამ თვეში მშვილდოსანი არაჩვეულებრივად სიმპათიური და მიმზიდველია. ბუნებრივია, ამას შეამჩნევენ და უყურადღებოდ არ დაგტოვებენ. თუ შვილები გყავთ, მაშინ მათთან მეტი დრო უნდა გაატაროთ. იზრუნეთ, რომ თქვენ შორის იყოს ურთიერთგაგება და ძლიერი ოჯახური კავშირი. მშვილდოსან ქალბატონებს თებერვალში დაორსულების შანსი გაქვთ.

თხის რქა

ნებადართულია ფლირტი და გართობა... გრძნობებითა და ემოციებით სავსე იქნებით. ზამთრის ცივ თვეს სიყვარულით და ვნებით გაათბობს. ამ თვეში ნებისმიერი კონტაქტი კმაყოფილებას მოგიტანთ. სულიერი სამყარო გამდიდრდება და გახდება ნათელი. არ არის გამორიცხული მიმოწერა სოციალურ ქსელებში, ურთიერთობა უცხოეთში მცხოვრებ პარტნიორთან. ზოგიერთ თხის რქას საოცარი რომანი ექნება მოგზაურობისას. რაც შეეხება დაოჯახებულეს, მოგიწევს მოთმინება. არავითარი მიზეზის არ გაქვთ პრეტენზიებისთვის. თავადაც არ ხართ იდეალური, ამიტომ იყავით უფრო ლოიალური და რბილი. ახალგაცნობილთან ურთიერთობა თანდათან განვითარდება. პარტნიორთან ერთად მოაწყვეთ მოგზაურობა თეატრში, იარეთ მეტი სტუმრად და შეხედეთ სამყაროს უფრო უდარდელად. ყველა პრობლემა გადასაჭრელია, თუ ყველაფერში პრობლემას არ დაინახავთ. 20 თებერვილად განსაკუთრებით მგრძნობიარე უნდა იყოთ ახლობლების მიმართ. ნუ დაივიწყებთ თქვენს მშობლებს, იზრუნეთ შვილებზე და დაეხმარეთ ყველას, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. საოჯახო საქმეების შესრულებას, კრეატიულობას და შინ კომფორტის შექმნას გირჩევთ. გამოიჩინეთ ნიჭი და დაამშვენეთ თქვენი სახლი. შეიძინეთ სიყვარულით დამზადებული ლამაზი ნივთები. შეყვარებულები საბოლოოდ გადაწყვეტენ რჩეული მშობლებისთვის გააცნონ. შესაძლებელია ნიშნობა, შემდეგ კი - ქორწილისთვის მომზადება.

მერწყული

მოიმატებს თქვენში რომანტიკულობა და მოგინდებათ არსებული კავშირის გაუმჯობესება. მარტოხელებს - დაწყვილება. დაოჯახებულები მოერიდეთ ფლირტის გამო ოჯახის დანგრევას. რომანტიკული თავგადასავალი მალე დასრულდება, გატეხილი ოჯახის აღდგენა კი გაგიჭირდებათ, ვერ დაიბრუნებთ მეუღლის ნდობას. მარტოხელებმა დროა გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება. დაუკავშირეთ ბედი წარმატებულ და მოწიფულ ადამიანებს. თვის დასაწყისში არის შანსი, რომ ღირსეულ პარტნიორს შეხვდეთ. 20 თებერვლის შემდეგ მოგინდებათ მოგზაურობა, კომუნიკაცია. შესამჩნევად გაიზრდება ინტერესი შემოქმედებითი, ხელოვნებისა და ინტელექტუალური პროექტების მიმართ. ზოგიერთს შეყვარებულთან კომუნიკაცია ძირითადად ტელეფონით ან სკაიპით მოგიწევთ. მარტოხელებისთვის მეზობლად მცხოვრებ ადამიანთან ან კოლეგასთან რომანის დაწყების ალბათობა ძალიან მაღალია. ერთი სიტყვით, უფრო ხშირად მიმოიხედეთ ირგვლივ, კარგი ადამიანი შეიძლება იყოს იმაზე ახლოს, ვიდრე გგონიათ.

თევზები

იფიქრეთ იმაზე, რაც გაკლიათ პირად ცხოვრებაში სრული ბედნიერებისა და ჰარმონიისთვის. ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ მიაღწიოთ შედეგებს და შექმნათ კომფორტული გარემო თქვენ ირგვლივ. თუ ადამიანი გიყვართ, მაშინ იყავით გულწრფელი მასთან. დაოჯახებულები შეძლებენ მეუღლესთან ურთიერთობის პოზიტიურ დონეზე მიყვანას. მაგრამ ამას გარკვეული მოთმინება და ინიციატივა დასჭირდება. მოაწყეთ რომანტიკა - სანთლის შუქზე და მუსიკით. იმოგზაურეთ, გაერთეთ და ისიამოვნეთ ერთად გატარებული ყოველი წუთით. 20 თებერვლიდან სექსუალური ენერგიით აივსებით და საპირისპირო სქესისთვის უფრო მიმზიდველს გახდებით. მაგრამ არ უნდა დაკმაყოფილდეთ წარმავალი კავშირებით. იბრძოლეთ სერიოზული ურთიერთობისთვის, რომელიც დიდხანს გაგრძელდება და დღითი დღე უფრო ძლიერი იქნება. ბევრს განზრახული აქვს დაქორწინდეს ადამიანზე, რომელიც გახდება უსაფრთხო თავშესაფარი, როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად.