.რახუ და კეტუ კარმულ მისიებს წარმოადგენენ, რომელიც ამა თუ იმ ინდივიდის რუკაში მის ამქვეყნიურ მისიაზე და განვლილ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებაზე მიუთითებს. თუმცა კეტუ (იგივე დაღმავალი კვანძი) წინა ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, იმის მიმანიშნებელიც არის თუ კონრეტულად რა სახის შეცდომები დავუშვით გასული ინკარნაციისას და რისი გამოსწორება გვმართებს ამ ცხოვრებაში. კარმული კვანძები, როგორც წესი, ურთიერთსაპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებშია განთავსებული, ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთის ოპოზიციურ სახლებში არიან განლაგებული. ამიტომ თუ აღმავალი კვანძი ანუ რახუ პირველ სახლში გაქვთ, განვლილი ცხოვრების პერიპეტიები მეშვიდე სახლის არეალში უნდა ვეძებოთ. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს მთვარის კვანძების განლაგებაზე უკვე სახლების მიხედვით. თუკი ზოდიაქოს ნიშანი რომელშიც კარმული კვანძია გალაგებული ადამიანის ამა თუ იმ სფეროსკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, სახლი მისი განვითარების არეალს განაპირობებს. ამიტომ სასურველია გულდასმით გადაავლოთ თვალი თქვენი კარმული კანძების მდებარეობას; შემდეგ კი, მათ შესაბამისი სახლი "მოარგოთ". ასე გაცილებით უფრო მარტივი გახდება თქვენთვის იმის გააზრება თუ სად, როგორ ან რა ფორმით შეგიძლიათ იპოვნოთ საკუთარი ადგილი მზის ქვეშ, ისე რომ წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი ცოდვების "დამუშავებაც" მოახერხოთ ამის პარალელურად.
რახუ მეცხრე სახლში, კეტუ მესამე სახლში
კვანძების ამგვარი განლაგება მიუთითებს იმას, რომ ინდივიდს გასული ინკარნაციიდან დაგროვილი აქვს ინფორმატორის გამოცდილება. მას ძალიან კარგად ეხერხება სხვადასხვა სახის ინფორმაციის გავრცელება, არის უზომოდ ცნობისმოყვარე და მუდმივად ცდილობს მრავალმხრივად იყოს ერუდირებული, თუმცა მისი ეს მოთხოვნილება ძირითადად საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება და არა კონკრეტულ მიზანს. კვანძების კარმული განლაგების მიხედვით კი, მას მოეთხოვება იყოს მასწავლებელი. რაიმე კონკრეტული სწავლების ან ფილოსოფიის გამავრცელებელი. ბევრი იმოგზაუროს და გაეცნოს სხვადასხვა ხალხისა და ქვეყნის ეთნოსს, კულტურულ-რელიგიურ ფასეულობებსა და საფუძვლებს. მისი ამქვეყნიური მისია, გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანმა შესძლოა კონკრეტულ სფეროში განმანათლებლის ფუნქციის შეტანა. იყოს ნოვატორი და ახლებური იდეების დამგეგმავი. მან უნდა შეიძინოს ცხოვრების მანძილზე საჭირო კონტაქტები, რაც შემდგომ მას საკუთარი მისიის შესრულებაში დაეხმარება. ამასთან ერთად, მას მოეთხოვება კარგი ურთიერთობა იქონიოს და-ძმებთან, სისხლით ახლო ნათესავებთან. იზრუნოს მათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ცხოვრება გადაიქცევა უმისამართოდ ხეტიალის დიდ ჯაჭვად. ნათესავები კი მისთვის ყველაზე დიდ პრობლემად იქცევიან. არ მისცემენ განვითარების საშუალებას.