კარმული კვანძები სახლებში - მეორე/მერვე სახლი

კარმული კვანძები სახლებში - მეორე/მერვე სახლი

. რახუ და კეტუ კარმულ მისიებს წარმოადგენენ, რომელიც ამა თუ იმ ინდივიდის რუკაში მის ამქვეყნიურ მისიაზე და განვლილ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებაზე მიუთითებს. თუმცა კეტუ (იგივე დაღმავალი კვანძი) წინა ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, იმის მიმანიშნებელიც არის თუ კონრეტულად რა სახის შეცდომები დავუშვით გასული ინკარნაციისას და რისი გამოსწორება გვმართებს ამ ცხოვრებაში. კარმული კვანძები, როგორც წესი, ურთიერთსაპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებშია განთავსებული, ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთის ოპოზიციურ სახლებში არიან განლაგებული. ამიტომ თუ აღმავალი კვანძი ანუ რახუ პირველ სახლში გაქვთ, განვლილი ცხოვრების პერიპეტიები მეშვიდე სახლის არეალში უნდა ვეძებოთ. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს მთვარის კვანძების განლაგებაზე უკვე სახლების მიხედვით. თუკი ზოდიაქოს ნიშანი რომელშიც კარმული კვანძია გალაგებული ადამიანის ამა თუ იმ სფეროსკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, სახლი მისი განვითარების არეალს განაპირობებს. ამიტომ სასურველია გულდასმით გადაავლოთ თვალი თქვენი კარმული კანძების მდებარეობას; შემდეგ კი, მათ შესაბამისი სახლი "მოარგოთ". ასე გაცილებით უფრო მარტივი გახდება თქვენთვის იმის გააზრება თუ სად, როგორ ან რა ფორმით შეგიძლიათ იპოვნოთ საკუთარი ადგილი მზის ქვეშ, ისე რომ წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი ცოდვების "დამუშავებაც" მოახერხოთ ამის პარალელურად.

რახუ მეორე სახლში კეტუ მერვე სახლში

გასულ ინკარნაციაში ინდივიდს გამომუშავებული აქვს სხვადასხვა სახის სარისკო საქმიანობითა და მაქინაციებით დიდი ფულის შოვნის გამოცდილება. იგი შესაძლოა ყოფილიყო აზარტული თამაშებით გატაცებული პიროვნება, მემკვიდრეობაზე მონადირე თაღლითი ან უბრალოდ ალფონსი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა სხვის ხარჯზე. ზოგჯერ კვანძების ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ პიროვნება შესაძლოა ცრუწინასწარმეტყველებით, ექიმბაშობით ან ეზოთერიკოსობით ახერხებდა ფულის შოვნას, ისევ და ისევ გარშემო მყოფების მოტყუების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ინდივიდს ეკრძალება უშრომელი შემოსავლით სარგებლობა. არ აქვს მნიშვნელობა ეს უძრავი ქონება იქნება თუ უბრალოდ საჩუქრად მიღებული დიდი თანხა, საარსებო სახსარი ამგვარმა ადამიანმა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პატიოსანი შრომით უნდა მოიპოვოს. ადამიანები რომლებიც მთვარის კვანძების მსგავსი მდებარეობით იბადებიან, ყოველთვის აღწევენ მატერიალურ სტაბილურობას, თუკი პოულობენ პრაქტიკულ და გამოსადეგ საქმეს, რომელიც მცირე მაგრამ სტაბილურ შემოსავალს ჰპირდება მათ. თუმცაღა საიმისოდ, რომ პიროვნებამ ეს მოახერხოს, მას მოეთხოვება იქონიოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და არასოდეს წამოიწყოს საქმე ვიღაცის დახმარების მოლოდინში. თუ იგი მაინც ასე მოიქცევა, მას მუდმივად დახვდება წინ ფინანსური კრახი, წაგება და მაქინაციები. გარდა ამისა, ასეთმა ადამიანმა საკუთარი ხელით (გონებით) უნდა აიშენოს არამარტო მატერიალური საფუძველი ცხოვრებაში, არამედ ჯანმრთელობაც. იმიტომ რომ, თუ იგი თავად არ შეისწავლის კარგად საკუთარ ორგანიზმს, ვერც ერთი ექიმი ვერ შეძლებს მისთვის შვების მოტანასა და დახმარებას. შესაბამისად, ადამიანს კვანძების ამ მდებარეობით მოეთხოვება თავადვე შეიმუშაოს კვების რეჟიმი, იცხოვროს ჯანსაღად და მოერიდოს ზედმეტი მედიკამენტების მიღებას. იმ შემთხვევაში თუ იგი მაინც აგრძელებს ცხოვრებას არასწორად, კვანძების უკუფაზის ასაკში შესაძლოა მერვე სახლის ანუ განვლილი ინკარნაციის ძალამ, მასში სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადების სახით იჩინოს თავი.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით