, რომელიც ამა თუ იმ ინდივიდის რუკაში მის ამქვეყნიურ მისიაზე და განვლილ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებაზე მიუთითებს. თუმცა კეტუ (იგივე დაღმავალი კვანძი) წინა ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, იმის მიმანიშნებელიც არის თუ კონრეტულად რა სახის შეცდომები დავუშვით გასული ინკარნაციისას და რისი გამოსწორება გვმართებს ამ ცხოვრებაში. კარმული კვანძები, როგორც წესი, ურთიერთსაპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებშია განთავსებული, ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთის ოპოზიციურ სახლებში არიან განლაგებული. ამიტომ თუ აღმავალი კვანძი ანუ რახუ პირველ სახლში გაქვთ, განვლილი ცხოვრების პერიპეტიები მეშვიდე სახლის არეალში უნდა ვეძებოთ. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს მთვარის კვანძების განლაგებაზე უკვე სახლების მიხედვით. თუკი ზოდიაქოს ნიშანი რომელშიც კარმული კვანძია გალაგებული ადამიანის ამა თუ იმ სფეროსკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, სახლი მისი განვითარების არეალს განაპირობებს. ამიტომ სასურველია გულდასმით გადაავლოთ თვალი თქვენი კარმული კანძების მდებარეობას; შემდეგ კი, მათ შესაბამისი სახლი "მოარგოთ". ასე გაცილებით უფრო მარტივი გახდება თქვენთვის იმის გააზრება თუ სად, როგორ ან რა ფორმით შეგიძლიათ იპოვნოთ საკუთარი ადგილი მზის ქვეშ, ისე რომ წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი ცოდვების "დამუშავებაც" მოახერხოთ ამის პარალელურად.
რახუ მესამე სახლში კეტუ მეცხრე სახლში
წარსულ ინკარნაციაში ინდივიდს გამომუშავებული აქვს მასწავლებლის, პედაგოგის კარმა. ამ ეტაპზე მას მოეთხოვება ინდივიდუალურ განვითარებას მიჰყოს ხელი და სხვებისთვის ჭკუის დარიგებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავოს. მისი ვალი ამჯერად მოსწავლეობაა, ინფორმაციის გამტარის, გადამცემის როლში ყოფნა. ამა თუ იმ სწავლების პოპულარიზაცია. ოღონდ თავად უნდა სძლიოს ცდუნებას იყოს გურუ, რაც საკმაოდ რთულია იმიტომ რომ განვლილი ინკარნაციის გავლენით მასში ძლიერია პედაგოგის ინსტიქტი. კარმული კვანძების ამგვარი მდებარეობა იდეალურია ჟურნალისტიკის, სარეკლამო სფეროს და პიარ-ტექნოლოგიების დასაუფლებლად. იმიტომ რომ, პიროვნებას ევალება ინფორმაცია გაავრცელოს, გასცეს, მიიტანოს მასების ყურამდე კარგი შეფუთვით. ამასთან ერთად, იგი უნდა მოერიდოს ხშირ გადაადგილებებს, მით უმეტეს საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თუ მაინც ვერ სძლევს ცდუნებას იმოგზაუროს, ნაკლებად უნდა გამოიყენოს მოგზაურობა მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნების მისაღებად. უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ნებისმიერი ასეთი შანსი, ამა თუ იმ კულტურის უკეთ გაცნობას და მისი თანამემამულეებისთვის წარმოჩენას დაუთმოს. თუკი პიროვნება არასწორად ავითარებს აღმავალი კვანძის მდებარეობას, შესაძლოა მის ცხოვრებაში დაღმავალი კვანძი ანუ კეტუ სხვადასხვა სახის კატასტროფის, პრობლემების სახით ჩაირთოს საზღვარგარეთ ყოფნისას.