კარმული კვანძები სახლებში - მეთერთმეტე/მეხუთე სახლი

კარმული კვანძები სახლებში - მეთერთმეტე/მეხუთე სახლი

.რახუ და კეტუ კარმულ მისიებს წარმოადგენენ, რომელიც ამა თუ იმ ინდივიდის რუკაში მის ამქვეყნიურ მისიაზე და განვლილ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებაზე მიუთითებს. თუმცა კეტუ (იგივე დაღმავალი კვანძი) წინა ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, იმის მიმანიშნებელიც არის თუ კონრეტულად რა სახის შეცდომები დავუშვით გასული ინკარნაციისას და რისი გამოსწორება გვმართებს ამ ცხოვრებაში. კარმული კვანძები, როგორც წესი, ურთიერთსაპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებშია განთავსებული, ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთის ოპოზიციურ სახლებში არიან განლაგებული. ამიტომ თუ აღმავალი კვანძი ანუ რახუ პირველ სახლში გაქვთ, განვლილი ცხოვრების პერიპეტიები მეშვიდე სახლის არეალში უნდა ვეძებოთ. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს მთვარის კვანძების განლაგებაზე უკვე სახლების მიხედვით. თუკი ზოდიაქოს ნიშანი რომელშიც კარმული კვანძია გალაგებული ადამიანის ამა თუ იმ სფეროსკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, სახლი მისი განვითარების არეალს განაპირობებს. ამიტომ სასურველია გულდასმით გადაავლოთ თვალი თქვენი კარმული კანძების მდებარეობას; შემდეგ კი, მათ შესაბამისი სახლი "მოარგოთ". ასე გაცილებით უფრო მარტივი გახდება თქვენთვის იმის გააზრება თუ სად, როგორ ან რა ფორმით შეგიძლიათ იპოვნოთ საკუთარი ადგილი მზის ქვეშ, ისე რომ წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი ცოდვების "დამუშავებაც" მოახერხოთ ამის პარალელურად.

რახუ მეთერთმეტე სახლში, კეტუ მეხუთე სახლში

კარმული კვანძების ამგარი მდებარეობა, მიანიშნებს იმას, რომ ინდივიდს მოეთხოვება უარი თქვას ცხოვრების თავისუფალ წესზე, ნაკლები დრო დაუთმოს საკუთარი კაპრიზების დაკმაყოფილებას და მიეჩვიოს მსხვერპლად გაიღოს პირადი ინტერესები, თუკი ამას საზოგადოებრივი საქმიანობა მოითხოვს. იგი მოვალეა მეტი იზრუნოს მეგობრული კავშირების, კონკრეტული ჯგუფის ან კორპორაციის ინტერესებზე. უნდა მიეჩვიოს იყოს გუნდური მოთამაშე, კოლექტივის წევრი. გარდა ამისა, მისი ვალია აქტიური პროპაგანდა გაუწიოს სიახლეებს, ინოვაციურ პროექტებსა და ზოგადად იცხოვროს რეფორმატორის ცხოვრებით. დანერგოს ახალი მეთოდები ამა თუ იმ სფეროში. მან არ უნდა ხარჯოს დრო ფუჭად პირად განცდებზე, სასიყვარულო რომანებსა და თავგადასვლებზე, იმ დროს როცა აღმავალი კვანძის მოვალეობები დასამუშავებელი აქვს. თუ იგი სწორად გადაანაწილებს რახუსა და კეტუს ფუნქციებს, დაგროვილ გამოცდილებას ამქვეყნიური მისიის სწორად წარმართვას მოახმარს, ცხოვრების მეორე ნახევარში აღმავალი კვანძის მეშვეობით პირად ცხოვრებაშიც ისეთივე ჰარმონიას მიაღწევს, როგორსაც საზოგადოებრივ სარბიელზე. გარდა ამისა, კვანძების ამგვარი განლაგება, ხშირად მოითხოვს ინდივიდისგან იმას, რომ მან იზრუნობს ბავშვებზე, ამიტომ არცთუ იშვიათად გვხვდება მსგავსი განლაგება იმ ადამიანების რუკაში ვისაც ნაშვილები (არა თავისი შვილის) აღზრდის საკითხი უდგას ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ამ ამოცანასაც ღირსეულად გაართვას თავი ადამიანმა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით