ავტორი:

კარმული კვანძების ტრანზიტი დაანგრევს იმასაც კი, რაც საიმედო და მუდმივი გვეგონა

კარმული კვანძების ტრანზიტი დაანგრევს იმასაც კი, რაც საიმედო და მუდმივი გვეგონა

18 ივლისს კარმული კვანძები მდებარეობას იცვლიან და 2025 წლის 12 იანვრამდე ვერძი-სასწორის ღერძზე განლაგდებიან. მათ ასევე უწოდებენ რახუ-ქეთუს, აღმავალ-დაღმავალ კვანძებს. ეს არის ფიქტიური წერტილი, მაგრამ მას საკმაო გავლენა აქვს ადამიანზე და ამიტომ ყურადღება გვმართებს მათ ტრანზიტზე. გარდა ამისა, მომდევნო წელიწად ნახევრის განმავლობაში მზისა და მთვარის დაბნელებებიც ვერძი-სასწორის ღერზე გველოდება და ცვლილებები და აქტიური ქმედებები სწორედ ამ დროსაა მოსალოდნელი. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2023 წლის 20 აპრილს (პლუს/მინუს 3 დღე) ამ დღეს გვქონდა მზის დაბნელება. 14 ოქტომბერს კი გველოდება მზის დაბნელება, მაგრამ ამჯერად უკვე სასწორში.

კარმული კვანძები ფიქტიური წერტილებია; აღმავალი კვანძი მიმართულებას, განვითარებას გვაჩვენებს, მაგრამ სასურველის მიღება იოლი არაა. დაღმავალი კვანძი, რომელიც აღმავალის მოპირდაპირედ მდებარეობს, გვაჩვენებს ცვლილებებს, იმისა, რისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ, რაზეც უარი უნდა ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად ისაა, გამოცდილება და საყრდენი, საიდანაც უნდა დავიწყოთ სვლა.

18 ივლისიდან 2025 წლის 12 იანვრამდე აღმავალი კვანძი ვერძის ზოდიაქოში იქნება. ეს ტრანზიტი მიგვითითებს რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოვავლინოთ ვერძის თვისებები. ვერძის მმართველი მარსია (ენერგიისა და ომის ღმერთი) და ის გვაიძულებს, ვიმოქმედოთ გაბედულად, თამამად, დამოუკიდებლად. დაღმავალი კვანძი სასწორში იქნება - პარტნიორობისა და თანამშრომლობის სფეროში. ცვლილებებიც სწორედ აქ გველოდება. უამრავი ადამიანი გადახედავს თავის დამოკიდებულებას და ურთიერთობას პარტნიორთან და ეს პერიოდი მოგვცემს, როგორც ქორწინებების დიდ რაოდენობას, ასევე განქორწინებისასაც. არაა გამორიცხული კავშირი გაწყვიტოთ მეგობართან ან საქმიან პარტნიორთან. გაჭირდება მოლაპარაკება გარშემო მყოფებთან, კამათი და დაპირისპირება, ყველას თავისი უპირატესობის დამტკიცება მოუნდება. რთული იქნება შეთანხმების მიღწევა.

ეს რაც შეეხებოდა ადამიანურ ურთიერთობებს. პოლიტიკასა და ეკონომიკაში ყველაფერი იდეალური არ იქნება. აქაც იქნება ბრძოლა ლიდერობისა და პირველობისთვის. იმისათვის, რომ უკეთ მივხვდეთ, რასთან გვექნება საქმე, უნდა გავიხსენოთ ის პერიოდები, როცა კარმული კვანძებიებს იგივე მდებარეობა ჰქონდათ ან უკუფაზა: 2004 წლის დეკემბრიდან 2006 წლის ივნისამდე და 2024 წლის თებერვლიდან 2015 წლის ნოემბრამდე.

ამასთან, კარმული კვანძები ასეთი მდებარეობა გვაძლევს შანს, რომ გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომლებიც იმ წლებში იყო დაშვებული.

2025 წლის იანვრამდე, დიდი ალბათობით, დაირღვევა პოლიტიკური, ეკონომიური და სავაჭრო კოალიციები. გაწყდება არსებული კავშირები და გაჩნდება უფრო ძლიერები. ცვლილებები ელოდებათ საერთაშორისო ალიანსებს, ორგანიზაციებს; შეიცვლება მათი შემადგენლობაც.

ვერძი, სადაც ახლა განთავსდება აღმავალი კვანძი, არის ცეცხლის სტიქია, მისი მართველიც, - მარსი, როგორც უკვე გითხარით, ომის ღმერთი, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები ომის, დაპირისპირების, კონფლიქტის შედეგად შეიქმნას. ან პირიქით - ცვლილებები გამოიწვევს შეიარაღებულ დაპირისპირებებს. ამასთან, ადამიანებსაც და ორგანიზაციებსაც მოუნდებათ მარწუხებისგან, მათთვის მიუღებელი წესებისგან თავის დაღწევა, დამოუკიდებლობა. შეიძლება დაიშალოს პოლიტიკური ორგანიზაციები, სახელმწიფოები.

ვერძი არის ლიდერი და ამ პერიოდში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მოუნდებათ ლიდერობა, პირველობა. და ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ლიდერობისთვის ბრძოლა იქნება დიპლომატიური ან მშვიდობიანი. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, რომ შეიქმნას ახალი საბრძოლო იარაღი ან მოხდეს მისი გამოცდა.

საზოგადოებაში გამოჩნდება ახალი, გამორჩეული ადამიანი, პირდაპირი, მკაცრი და შეიძლება ექსტრავაგანტურიც, რომელიც იქნება მომართული პირველობაზე, გარშემო მყოფების აყოლიებასა და ბრძოლაზე.

ადამიანურ სფეროში წარმატება და გამარჯვება ელოდებათ უშიშარ ადამიანებს. მათ, ვისაც არ ეშინიათ სცენაზე გამოსვლის, საკუთარი თვისებების დემონსტრირების, ვინც გადადგამს პირველ ნაბიჯს და არ შეუშინდება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების. ახლა დამოუკიდებლად ბრძოლის დროა და არა პარტნიორებთან ერთად.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ ეს არაა იოლი დრო არსებული პარტნიორული და სასიყვარულო კავშირებისთვის; კავშირების უმეტესობა შეიძლება გაწყდეს, მაგრამ შეიქმნება ახლებიც. ეს პერიოდი დაგვამახსოვრებს თავს ქორწინებისა და განქორწინების დიდი რაოდენობით. მოხდება ურთიერთობების გადახედვა პრინციპით მე და ჩემი პარტნიორი ანუ კავშირში ორივეს მოუნდება ლიდერობა და - დათმობა არც ერთს.

კარმული კვანძების გავლენას იგრძნობს ზოდიაქოს ყველა ნიშანი, მაგრამ განსაკუთრებით ისინი, ვისაც, აღმავალი ჰყავს ვერძში და დაღმავალი - სასწორში. უახლოეს დღეებში აუცილებლად შემოგთავაზებთ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის.