კარმული პროგრამები რახუ ლომში - ქეთუ მერწყულში

კარმული პროგრამები რახუ ლომში - ქეთუ მერწყულში

გადავწყვიტე დავიწყო ეტაპობრივი სტატიების ციკლი, რომელშიც განვიხილავთ რახუსა და ქეთუს ოცდაოთხივე კომბინაციას. მათ შორის ვისაუბრებთ პროფესიულ შესაძლებლობებზე, ცხოვრებისეულ მისიასა და ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა განავითაროს მთვარის კვანძების მიხედვით.

რახუ (აღმავალი კვანძი) ლომი – ქეთუ (დაღმავალი კვანძი) მერწყული

მთავარი ინკარნაციული ლაიტმოტივი: წარმოსახვა +გარდასახვა = შემოქმედებითობა, ცნობადობა.

სასურველია იზრუნოს – გახდეს ლიდერი, აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს გზამკვლევი, საკუთარი საქმის პიონერი.

ეკრძალება: გარშემო მყოფთა გამოყენება და მათით მანიპულირება საკუთარი მიზნების მისაღწევად. ლიდერის პოზიციის დასაკავებლად მაქინაციები. საკუთარი "ეგოს" გადამეტებულად აღქმა.

კარმული მისიაა : სცენა, პროჟექტორების შუქი. ბავშვები.

ამგვარი პროგრამით იბადებიან ადამიანები, რომელთა საქმიანობაც უმეტესად საზოგადოებრივ მოღვაწეობას უკავშირდება. ეს არის ლიდერული მისია, რომელიც თავის თავში მოიცავს სამსახიობო მონაცემებს, გარდასახვის ნიჭს და მეთაურობის უნარს. ამ ხალხის ცხოვრება ყოველთვის იწვევს გარშემო მყოფთა ინტერესს. ისინი ხშირად არიან ჭორებისა და მითქმა-მოთქმის საგანი. მათი უმთავრესი მისიაა აღზარდონ შვილი. ზოგადად იყოლიონ შთამომავლობა, იმიტომ რომ წინა ინკარნაციაში მათ უარი თქვეს შვილზე, საკუთარი თავისუფლების შესანარჩუნებლად.

პროფესიები:

1. ლექტორი

2. მენეჯერი

3. მსახიობი

4. შოუმენი

5. ორატორი (პოლიტიკოსი)

6. ჟურნალისტი (საავტორო გადაცემის წამყვანი)

რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი: თქვენივე ნიჭის დაუფასებლობამ. ნაკლებმა რწმენამ საკუთარ ლიდერულ თვისებებში. ფსევდო-პოპულარობამ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით