კარმული პროგრამები რახუ ქალწული - ქეთუ თევზები

კარმული პროგრამები რახუ ქალწული - ქეთუ თევზები

გადავწყვიტე, დავიწყო ეტაპობრივი სტატიების ციკლი, რომელშიც განვიხილავთ რახუსა და ქეთუს ოცდაოთხივე კომბინაციას. მათ შორის ვისაუბრებთ პროფესიულ შესაძლებლობებზე, ცხოვრებისეულ მისიასა და ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა განავითაროს მთვარის კვანძების მიხედვით.

რახუ (აღმავალი კვანძი) ქალწული – ქეთუ (დაღმავალი კვანძი) თევზები

მთავარი ინკარნაციული ლაიტმოტივი: კეთილსინდისიერება +მოთმინება= მსახურება, შრომა

სასურველია იზრუნოს: სამედიცინო სფეროს ათვისებაზე (დილეტანტის დონეზე მაინც), სოციალური პრობლემების მოგვარებაზე სხვებისთვის. კეთილსინდისიერად შეასრულოს დავალებული საქმეები. ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად მოიპოვოს წარმატება.

ეკრძალება: სხვების კრიტიკა. ფარული ინტრიგების ხლართვა. მედიკამენტებისა და სამედიცინო ცოდნის არადანიშნულებისამებრ გამოყენება.

კარმული მისიაა: ემსახუროს ადამიანებს, შეუმსუბუქოს მათ ცხოვრება. საკუთარ თავზე აიღოს დაავადებების მკურნალობა – თავად იყოს საკუთარი თავის მკურნალი.

ასეთი კარმული პროგრამით ძირითადად ექიმები და მედიკოსები იბადებიან. ამ ადამიანის ვალია, მოცემულ ინკარნაციაში გამოიმუშაოს ქალწულის საუკეთესო თვისებები – სხვებზე ზრუნვა, დახმარება, მეთოდურობა, დაკვირვებულობა. მან უნდა მოახერხოს რაღაც დოზით მაინც ჩართოს საკუთარ ცხოვრებაში მედიცინა. იმიტომ რომ, მისი ნებისმიერი დაავადება, მხოლოდ შინაგანი იმპულსების დახმარებით განიკურნება. იგი ფსიქოლოგიით არის ექიმი და მკურნალი, ამიტომ რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი ვალია დაეხმაროს ადამიანებს, შეუმსუბუქოს მათ ცხოვრება. თუ იგი უარს ამბობს სხვების დახმარებაზე, თავად იწყებს ავადმყოფობას.

პროფესიები:

1. მეცნიერი-მკვლევარი

2. მწერალი

3. ფიზიკოსი

4. მათემატიკოსი

5. ექიმი (სხვადასხვა პროფილის)

6. ფარმაცევტი

7. სოციალური მუშაკი

რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი: ზედმეტმა კრიტიკულობამ, ანგარებამ, არაკეთილსინდისიერად შესრულებულმა სამუშაომ, ავადმყოფობამ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით