კარმული პროგრამები რახუ სასწორში - ქეთუ ვერძში

კარმული პროგრამები რახუ სასწორში - ქეთუ ვერძში

, გადავწყვიტე, დავიწყო ეტაპობრივი სტატიების ციკი, რომელშიც განვიხილავთ რახუსა და ქეთუს ოცდაოთხივე კომბინაციას. მათ შორის ვისაუბრებთ პროფესიულ შესაძლებლობებზე, ცხოვრებისეულ მისიაზე და ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა განავითაროს მთვარის კვანძების მიხედვით.

რახუ (აღმავალი კვანძი) სასწორში – ქეთუ (დაღმავალი კვანძი) ვერძშ

მთავარი ინკარნაციული ლაიტმოტივი: ჰარმონია +ნებისყოფა= თვითდამკვიდრება პარტნიორობის გზით

სასურველია იზრუნოს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისკენ, ორგანიზატორული საქმიანობისკენ.

ეკრძალება არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ (სიტყვის გატეხა, მიცემული პირობის არშესრულება), სოლოდარობის გრძნობის არქონა.

კარმული მისიაა – პარტნიორობა, სტაბილური ქორწინება.

თქვენი კარმული მისიაა, განვითარდეთ პარტნიორული ურთიერთობების ხარჯზე, იზრუნოთ ჰარმონიის, სილამაზისა და კომფორტის შექმნაზე გარშემო მყოფებისთვის. ეს არის ე.წ. "ურთიერთობების კარმა". ამიტომ, იმის მიხედვით თუ რომელ სახლში მოხვდება თქვენი აღმავალი კვანძი, შესაძლებელია მსჯელობა იმაზე, თუ კონკრეტულად რა სახის პარტნიორობაა თქვენთვის კარმული დავალება.

პროფესიები

1. სახელოვნებო სფეროები,

2. სიმღერა,

3. იურისპრუდენცია,

4. სამართალი,

5. ლიტერატურა,

6. პოეზია,

7. ზუსტი მეცნიერებები,

8. ფერწერა,

9. კლასიკური მუსიკის სფერო.

რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი : პრობლემებმა ქორწინებაში, საკუთარი საქმის პროფესიონალურად დაუფლების უუნარობამ, სოციუმში ინტეგრაციის შეფერხებამ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით