კარმული პროგრამები რახუ ტყუპები - ქეთუ მშვილდოსანი

კარმული პროგრამები რახუ  ტყუპები  - ქეთუ მშვილდოსანი

გადავწყვიტე დავიწყო ეტაპობრივი სტატიების ციკი, რომელშიც განვიხილავთ რახუსა და ქეთუს ოცდაოთხივე კომბინაციას. მათ შორის ვისაუბრებთ პროფესიულ შესაძლებლობებზე, ცხოვრებისეულ მისიასა და ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა განავითაროს მთვარის კვანძების მიხედვით.

რახუ (აღმავალი კვანძი) ტყუპები – ქეთუ (დაღმავალი კვანძი) მშვილდოსანი

მთავარი ინკარნაციული ლაიტმოტივი: მრავალფეროვნება + ცნობიერების გაფართოება= მრავალმხრივობა

სასურველია იზრუნოს: ჰქონდეს მრავალფეროვანი და ფართო საკონტაქტო ბაზა, ძირითადად ნათესავ-მეგობრების ხარჯზე. გაიფართოვოს თვალსაწიერი და ინტელექტის დონე მთელი სიცოცხლის მანძილზე. მიღებული ცოდნა კი გაუზიაროს სხვებს.

ეკრძალება: კონტაქტებისა და მფარველების ბოროტი ან ანგარებიანი მიზნებისთვის გამოყენება. ფუჭად ლაპარაკი. სწავლის მიტოვება. უახლოეს გარემოცვასთან (ოჯახი, სანათესაო) ინტრიგების ხლართვა.

კარმული მისიაა: ისწავლოთ ცხოვრება კონტაქტების, ახალი ადამიანების შეცნობის ხარჯზე. ხშირად თქვენი იდეოლოგიური ზრდა იწყება უახლოესი ნათესავების გავლენით, ამიტომ პატივი უნდა სცეთ მათ. უნდა დააგროვოთ ცოდნა და გასცეთ იგი. ასწავლოთ სხვებს. დაეხმაროთ მათ ინტელექტუალურ განვითარებაში.

პროფესიები:

1. მწერლობა

2. თეოლოგია

3. პოლიტიკა

4. ჟურნალისტიკა

5. პედაგოგიკა

6. სამეცნიერო სფერო

რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი: განათლების უსისტემოდ, არათანმიმდევრულად მიღებამ. ზოგადად განათლებაზე უარის თქმამ. პრობლემებმა ნათესავებთან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით