კარმული წლები ანუ როდის და რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კატაკლიზმები

კარმული წლები ანუ როდის და რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კატაკლიზმები

სხვა საქმეა რამდენად ვცდილობთ ჩვენ ამ ყველაფრის დანახვას და სწორად გააზრებას. ალბათ ბევრი თქვენთაგანის ცხოვრებაში მომხდარა ისე, რომ ხშირად ბედნიერ და სტაბილურ პერიოდებს, მოულოდნელად მოზღვავებული პრობლემები და გაუგებრობები ცვლის. ასეთ დროს ვიბნევით და აღარ ვიცით რა გზას დავადგეთ. რჩევისთვის მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან უბრალოდ ნაცნობებსაც კი მივმართავთ. თუმცა ვინც ასტროლოგიაში ასე თუ ისე მაინც არის ჩახედული, მან იცის, რომ არსებობს კონკრეტული გარდამტეხი პერიოდები, როცა ნებისმიერ ჩვენგანს განვლილ წლებში დაშვებული შეცდომების ანალიზი და "საშემოდგომო გამოცდების" ჩაბარება უწევს. ეს კი სულაც არ გახლავთ მარტივი პროცესი.

კარმული წლების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. დღეს მინდა უმთავრესთაგან უმთავრესზე – კარმული კვანძების უკუფაზის და დაბრუნების შესახებ ვისაუბროთ. ნებისმიერი ჩვენგანის ამქვეყნად მოვლინება კონკრეტულ მისიას უკავშირდება. ჩვენ განვლილი ინკარნაციული პროგრამით ვიბადებით, თუმცა ზრდასა და განვითარებას უკვე აღმავალი კვანძის ანუ რახუს მეშვეობით ვაგრძელებთ, ამასთან ერთად დაგროვილი ცოდნა (კეტუ) ხელს გვიწყობს იმაში, რომ ჩვენთვის განსაზღვრული მისია სწორად შევასრულოთ. მთვარის რომელიმე კვანძის სრულ უგულებელყოფას კი, როგორც წესი, პრობლემები და სირთულეები მოსდევს ცხოვრებაში.

ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული პერიოდები, როცა ინდივიდის გადამოწმება ხდება იმაზე, თუ რამდენად სწორად აირჩია მან სავალი გზა და რამდენად ახერხებს იგი დაკისრებულ მისიას გაართვას თავი. თუ ისე ხდება, რომ ჩვენ რაღაც მიზეზის გამო, ან შეგნებულად ვარიდებთ თავს ჩვენზე დაბადებიდნვე დაკისრებულ მოვალეობებს, სასჯელიც არ დააყოვნებს და დაახლოებით 27 წლის ასაკიდან კრიზისული პერიოდი დაგვეწყება. სწორედ ამ დროს ხდება კვანძების ე.წ. "უკუფაზის" დადგომა. ანუ ტრანზიტული აღმავალი, ნატალურ დაღმავალს ემთხვევა და პირიქით.

ვინც ჩვენს საიტზე კარმული პროგრამების შესახებ გამოქვეყნებული სტატიების ციკლს გაეცნო, მან იცის, რომ კარმული მისიები ორგვარია: ერთი, რომლის მიხედვითაც ჩვენი წარსული ინკარნაციის გამოცდილებაზე ვიღებთ ინფორმაციას (კეტუ) მეორე კი ის, რომლის მიხედვითაც ვცხოვრობთ ან უნდა ვიცხოვროთ (რახუ). თუმცაღა ასტროლგიაში აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანიც რომ იყოთ, ნებისმიერ შემთხვევაში მოგეცემათ საშუალება იაროთ იმ გზით, რომელიც თქვენი აღმავალი მისიაა, ამისკენ არაერთგზის გიბიძგებენ უმაღლესი კოსმიური ძალები. მაგრამ რამდენად გამოიყენებთ თავად თქვენ ამ შანსებს ეს უკვე მთლიანად თქვენსავე ნებასურვილზეა დამოკიდებული. ჰოდა, აი აქ იწყება პრობლემები.

უფრო უკეთ რომ გაგარკვიოთ სიტუაციაში კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ: თუ თქვენ მაგალითად დაიბადეთ კარმული პროგრამით თევზები- ქალწული (ანუ დაღმავალი კვანძი კეტუ თევზების ზოდიაქოში, აღმავალი კვანძი რახუ ქალწულის ზოდიაქოში), თქვენი მისია მკურნალობაა. არ აქვს მნიშვნელობა მკურნალი დიპლომით იქნებით, თუ უბრალოდ სიტყვით, იმედიანი საუბრით გაამხნევებთ და განკურნავთ ადამიანებს. მთავარია, შეასრულოთ ქალწულის ფუნქცია "იზრუნოთ და უმკურნალოთ". გარდა ამისა, მსგავსი კვანძებით დაბადებული ადამიანისთვის არასასურველია პროფესიები, რომელიც უკავშირდება ხელოვენების სხვადასხვა სფეროს, მათ შორის მსახიობობა. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ თქვენ მაინცდამაინც თეატრში მოღვაწეობისკენ მიგიწევთ გული, (და ეს გასაკვირი არაა, იმიტომ რომ ჩვენში განვლილი ინკარნაციისას დაგროვილი გამოცდილება საკმაოდ ფესვგადგმული და ძლიერია), შესაძლოა ზუსტად კვანძების უკუფაზის ასაკში შეგექმნათ გარკვეული პროფესიული თუ პირადული პრობლემები. ამიტომ სასურველია ამ ასაკის დადგომამდე გავაცნობიეროთ ის, თუ რამდენად სწორად ვცხოვრობთ და არის თუ არა ჩვენ მიერ არჩეული გზა ის, რაც სინამდვილეში გვესაჭიროება.

ცნობილი ფაქტია ის, რომ საკმაოდ ბევრი პოპულარული ადამიანი დაიღუპა სწორედ ზემოთ ხსენებული კვანძების უკუფაზის აქტივაციის პერიოდში ანუ 27 წლის ასაკში. მათ შორის ემი უეინჰაუსი, ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, კურტ კობეინი და სხვები. ამ ადამიანების სიკვდილი კი, არა თავად რიცხვი 27-ის ფატალურობას, არამედ კარმული მისიის არასწორად გავლის მცდელობას უნდა მივაწეროთ. "უკუფაზა" საკმაოდ მძიმე და დამანგრეველი პერიოდია მათთვის ვინც მთელი ამ ხნის მანძილზე ვერ ან არ აცნობიერებდა საკუთარ კარმულ მისიას. ხოლო კვანძების დაბრუნების პერიოდი (დაახლ 18-19, 37-38 წლის ასაკი) ძალიან ხშირად ბევრი ინდივიდის ცხოვრებაში გარდამტეხი მოვლენებით ხასიათდება (დაოჯახება, შვილის დაბადება, ქვეყნიდან ემიგრაცია და ა.შ.).

უკუფაზის პერიოდები ყოველ ცხრა-ცხრანახევარ წელიწადში ერთხელ მეორდება. ამიტომ სასურველია, თუკი ცხოვრების ამ პერიოდს ნებისმიერი ჩვენგანი მომზადებული შეხვდება. გადახედეთ განვლილი ცხრა წლის მანძილზე როგორ ცხოვრობდით, თუ არის შესაძლებლობა ეცადეთ, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს. გაანალიზეთ საკუთარი აღმავალი კვანძის ფუნქციები და სამომავლოდ მის შესაბამისობაში სცადეთ ცხოვრება, დაღმავალი კვანძით დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით