„კატასტროფების ღერძი“ გააქტიურდა, რას გვიმზადებს 31 მაისის საბედისწერო „ლურჯი მთვარე“ - ასტროლოგ ნინა ხომერიკის გაფრთხილება

„კატასტროფების ღერძი“ გააქტიურდა, რას გვიმზადებს 31 მაისის საბედისწერო „ლურჯი მთვარე“ - ასტროლოგ ნინა ხომერიკის გაფრთხილება

31 მაისს, საქართველოს დროით 12:45 წუთზე, მშვილდოსნის ნიშანში იშვიათი სავსემთვარეობა, ე.წ. „ლურჯი მთვარე“ ელოდება სამყაროს. ეს არის ერთ თვეში მეორე სავსემთვარეობა, რომელიც ყოველ 2.5 წელიწადში ერთხელ ხდება და ააქტიურებს ცის კაბადონის მცველ ვარსკვლავებს - ალდებარანსა და ანტარესს. ასტროლოგიაში ამ ოპოზიციას „კატასტროფების ღერძს“ უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში ეს სიმართლის, არჩევანისა და ვერიფიკაციის მერიდიანია.

ეს მოვლენა უნიკალურია, რადგან ახლა მიღებული გადაწყვეტილებები, გამოაშკარავებული საიდუმლოებები და დაწყებული პროცესები საფუძველს ჩაუყრის იმ დიდ, საბედისწერო ქარიშხალს, რომელიც სამყაროში 2027 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, მარსისა და ურანის დაპირისპირებისას გათამაშდება. მსგავსი მასშტაბის სავსემთვარეობა ბოლოს 1988 წლის 31 მაისს მოხდა, რამაც საქართველოში უმნიშვნელოვანეს ეროვნულ მოძრაობებს დაუდო საფუძველი.

ნახეთ, რას მოუტანს 31 მაისის გარდამტეხი ენერგია თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს, ასტროლოგ ნინა ხომერიკის პროგნოზი:

ვერძი:

ეს სავსემთვარეობა ხდება თქვენს მე-9-ე სახლში და აძლიერებს კავშირს გადაწყვეტილებებსა და შედეგებს შორის. შესაძლოა გაგიჩნდეთ განცდა, რომ დგახართ გზაჯვარედინზე, რომელიც უფრო მეტად თქვენს შინაგან განცდებს გულისხმობს. ახლა შესაძლოა, შეიცვალოს თქვენი არჩეული გზის კურსი, რაც ადრე ერთადერთ ჭეშმარიტ სიმართლედ გეჩვენებოდათ, ახლა გაჩნდეს ეჭვები. ეს ის დროა, როდესაც ნათლად შეძლებთ დაინახოთ საკუთარი შეცდომები, ილუზიები და რეალური სურვილები. შესაძლოა მოხდეს ისეთი რამ, რასაც სიმართლის გამძაფრებულად აღქმა ჰქვია, როდესაც მისი იგნორირება რთული ხდება და გარე იმპულსებით, ინფორმაციით, სიტყვებით და გარე სიბრტყეში მიმდინარე მოვლენების მეშვეობით, მოვა მინიშნებები. გახსოვდეთ, რასაც ამ პერიოდში აირჩევთ ან გადაწყვეტთ, ეს ყველაფერი საფუძვლად დაედება 2027 წლის მოვლენებს, განსაკუთრებით ოქტომბრის პერიოდს.

ახლა მნიშვნელოვანია მოუსმინოთ საკუთარ თავს და არ დააიგნოროთ შინაგანი დისკომფორტი. ხშირად დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: სწორია და გჭირდებათ თუ არა ის გზა, რომელიც აირჩიეთ. პრაკტიკულ ნაწილში, ეს სავსემთვარეობა დაასრულებს ისეთ პროცესებს, რომელიც დაკავშირებულია გზებთან, გადასვლასთან, ლოკაციის ცვლილებასთან, უცხოეთში გაკეთებულ შენაძენებთან, აგრეთვე მოაგვარებთ საბუთებს ან ისეთი საკითხებს, რომელზეც დისტანციურად მუშაობდით. ეს სავსემთვარეობა, აგრეთვე დაგისრულებთ იურიდიულ ან ბიუროკრატიულ პრობლემებს.

კურო:

ეს სავსემთვარეობა ხდება თქვენს მე-8-ე სახლში, რომელიც ჩვენს შინაგან შიშებს, ემოციებს, ხელახლა დაბადებას და საერთო რესურსებს პასუხობს. ამ პერიოდს შეუძლია მოგიტანოთ დიდი შინაგანი გარდასახვის განცდა და იმ ფაქტორთან დაჯახება, რასაც ძალით აკავებდით და თქვენი კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა დიდი ხნის უკან უნდა გაგეშვათ. სტაბილურობასა და ცვლილებებს შორის არჩევანი, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ერთ-ერთი ფუნდამენტური თემაა და აქ შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა შიშებმა, როგორიცაა: დანაკარგის, ცვლილებების, არასტაბილურობის ფობია, რაც შეიძლება ეხებოდეს ადამიანებს, ფინანსებსა და გარემოებებს.

ამ სავსემთვარეობის ენერგია ავლენს, რაიმესადმი გადაჭარბებულ მიჯაჭვულობას, მაგალითად: მატერიალურის ან საკუთარი შიშების მიმართ, რაც ხელს გიშლით წინსვლაში. პრაქტიკულ ნაწილში მოგიტანთ ისეთი გარემოებების, რომელიც უკავშირდება ფინანსებს, რესურსებს და ააქტიურებს დამასრულებელ ენერგიას, ანუ ახლა შესაძლებელია წერტილი დაესვას, რაიმე მატერიალურ ან ქონებრივ საკითხს, რაც შეიძლება გულისხმობდეს: საერთო ბიუჯეტს ოჯახში, თქვენი პარტნიორის შემოსავლებს, თქვენს ინვესტიციებს, პასიურ სარგებელს, ან ისეთ სამსახურს, სადაც განაგებთ სხვის ფინანსებს. ეს თქვენი ფინანსური სტრატეგიების გადაწყობის პერიოდია, რაც აგრეთვე, დაკავშირებულია ქონებასთან და შემოსავლებთან.

ახლა ფარდა აეხდება ისეთ გარემოებებს, რაც შესაძლებელია გახდეს 2027 წლის მოვლენების საფუძველი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ თემებს, აგრეთვე გარემობებისა და სიტუაციების კონტროლს უკავშირდება და აქ მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ კონტროლის დაკარგვა, თქვენი ნამდვილი ძალების გააქტიურებას ნიშნავს. არ მიიღოთ შეშინებულის პოზიციიდან არანაირი გადაწყვეტილებები, დააკვარდეთ გარეთ მიმდინარე ფაქტორებს, მოსულ ინფორმაციებს და მინიშნებებს.

ტყუპები:

ეს სავსემთვარეობა ხდება თქვენს მე-7-ე სახლში, რაც პარტნიორული ურთიერთობების სექტორია და რაც იქნება გარდამტეხი მომენტი, თქვენს ურთიერთობაში სამყაროსთან და გარშემო მყოფ ადამიანებთან. აქ აქტიურტება დისბალანსი თქვენს მიერ აღქმული სამყაროსა და სხვა ადამიანების რეალობას შორის. ასეთ დროს გაიგებთ ვინ დგას თქვენს გვერდით, რა როლს ასრულებენ ეს ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, დაინახავთ უახლოესი გარემოცვიდან, ვინ პასუხობს თქვენს შინაგან განწყობას და ვისი შინაგანი მდგომარეობა უპირისპირდება თქვენსას. შესაძლოა განვითარდეს პირადი, საქმიანი თუ მეგობრულ ურთიერთობებში, რომლის დაიგნორებასაც ვერ შეძლებთ.

ახლა შესაძლოა შეგეცვალოთ პარტნიორული ურთიერთობების აღქმა და პრიორიტეტები. ის რაც წარსულში მიგაჩნდათ ნორმა, ახლა გამოიწვევს აგრესიას, შეძლებთ გაანალიზოთ, რომ მსგავსი ურთიერთობები თქვენთვის შესაფერისი არ არის, ან პირიქით მიხვდებით, რომ თქვენია. თუ ურთიერთობებში არსებობს დაგროვილი წყენები, უთქმელობა და გაურკევვლობა, ამ პერიოდში შესაძლებელია ამ ყველაფერმა ამოხეთქოს საუბრის ან ღია დიალოგის სახით და აქ ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი გულწრფელობა, არ დამალოთ თქვენი ფიქრები და რეალური გრძნობები. პრაქტიკულ ნაწილში მე -7-ე სექტორში სავსემთვარეობას მოაქვს მნიშვნელოვანი მოვლენები პარტნიორობის კუთხით, რაც შესაძლებელია იყოს მნიშვნელოვანი მოვლენა, შეხვედრა, ახალი გარიგება, მოლაპარაკებებზე შეთანხმება, საბუთებზე ხელმოწერა ან თანამშრომლობა თქვენი მეწყვილეს საქმეებში, ასეთ დროს უახლოესი გარემოცვა ნათლად ასახავს თქვენს შიშებს, ილუზიებს, რწმენას ან ცრურწმენებს.

თქვენი ნიშნისთვის ეს ფატალური ღერძის გავლევენა აისახება იმაში, რომ ალდებარანი ითხოვს თქვენგან გულწრფელობას ურთიერთობებში და სწორ არჩევანს, ხოლო ანტარესი გამოწმებთ დამოკიდებულებებზე და სიმარტოვის შიშზე, რასაც შეუძლია შექმნას დაძაბულობა გულწრფელობასა და ნებისმიერ ფასად ურთიერთობების შენარჩუნებას შორის. ზუსტად ახლა ყალიბდება ურთიერთობებში ის სცენარი, რომელიც ჰპოვებს განვითარებას 2027 წლის მე- 2-ე ნახევარში. ამ პერიოდის მთავარი აზრი, რასაც ახლა შეგიძლიათ დაეყრდნოთ, მდგომარეობს იმაში, რომ ურთიერთობები და უახლოესი გარემოცვა დაგანახებთ სიმართლეს თქვენს თავზე.

კირჩხიბი:

ეს სავსემთვარეობა ხდება თქვენს მე-6-ე სახლში და არის თქვენი ცხოვრების წესისა და სტილის ცვლილებების, თქვენი ჩვევებისა და გრაფიკის რესტრუქტურიზაციის მომტანია. ამ შემთხევაში აქტიურდება ზონა, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურ პროცესებს, დღის რეჟიმს, ბალანს და ჯანმრთელობას. ასეთ დროს ნათლად ვხედავთ, როგორ ვცხოვრობთ რეალურად, რომ ჩვენი მიღწევები ცხოვრებაში ფორმირდება ჩვევებისა და მცირე ტაქტიკური მოქმედებების ხარჯზე. ასეთ დროს იცვლება დამოკიდებულება ყოველდღიურ საკითხებთან, დღის ორგანიზირებასთან, სამუშაო და საცხოვრებელ პირობებთან მიმართებაში და ნათლად შეძლებთ დაინახოთ, სად და რაში აიღეთ ზედმეტი პასუხიმგებლობები საკუთარ თავზე, ან პირიქით დაზოგეთ საკუთარი რესურსები.

შესაძლებელია გაგიჩნდეთ სურვილი ყველაფერი ერდროულად შეცვალოთ ან არაფერი გააკეთოთ, არ მოიმოქმედოთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამ შინაგანი დისბალანსის არსებობის რიტმზე, მიგანიშნებთ თქვენი ფიზიკური სხეული, ამიტომ თუ უკვე გრძნობთ დაღლილობას, გაღიზიანებას, ან პირიქით ენერგიისა და ძალების მატებას ეს იმას ნიშნავს, რომ განიცდით დისბალანს და საჭიროა დაფიქრდეთ, როგორ შეცვალოთ თქვენი რუტინა ისე, რომ იყოთ ეფექტური სამსახურში, ამადროულად მიხედოთ საკუთარ თავს და დაისვენოთ.

ეს პერიოდი დაგანახებთ რა არის ზედმეტი თქვენს ცხოვრებაში, რა გიშლით ხელს იმაში, რომ იყოთ მეტად კონსტრუქციული, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ამისთვის, როგორი დღის განრიგი გჭირდებათ. არ შეიძლება დააიგნორიოთ საკუთარი თავი, არ მოეჭიდოთ იმ აზრს, რომ რაღაც გარემოებას ნებისმიერ ფასად უნდა გაუძლოთ, ვინაიდან აქ ხდება დაძაბულობა და დისბალანსი საკუთარ თავსა და მოთმენას შორის. თქვენთვის ამ სავსემთვარეობის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნათ მაქსიმალურად ჰარმონიული ცხოვრების რიტმი, გახსოვდეთ, რასაც ახლა ააშენებთ და რა გადაწვეტილებებსაც მიიღებთ, ეს ყველაფერი გახდება 2027 წლის მეორე ნახევარის მოვლენების საფუძველი.

პრაქტიკულ ნაწილში ამ სავსემთვარეობას მოაქვს სიახლეები, რომელიც დაკავშირებულია თქვენს სამსახურთან, გრაფიკთან და ყოველდღიურობასთან. ეცადეთ გაიმარტივოთ ცხოვრების რიტმი, არ გადატვირთოთ საკუთარი თავი, გაანაწილოთ პასუხიმგებლობები ოჯახში და მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის საფუძველი არსებული რეალობაა. ამ პერიოდმა შესაძლოა მოგიტანოთ გზა, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ყურადღება დაუთმოთ კვლევებს, მკურნალობას, ანუ დროა დაიწყოთ ზრუნვა საკუთარ თავზე.

ლომი:

ეს სავსემთვარეობა ხდება თქვენს მე-5-ე სახლში და აკეთებს პოზიტიურ ასპექტს თქვენს ნატალურ მზესთან. მე-5-ე სექტორთან დაკავშირებული თემები ეხება ბავშვებს, შემოქმებას, თვითრეალიზაციას და გრძნობებს. ამ პერიოდში გაგიჩნდებათ სურვილი მეტად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და აამაღლოთ თქვენი ცნობადობა. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ალდებარანის და ანტარესისი ღერძის აქტივაცია არ გულიხმობს მხოლოდ ემოციების მოზღვავებას, არამედ, იმას თუ რამდენად შეესაბამება თქვენი გარეგანი გამოვლინება, თქვენს შინაგან მდგომარეობას და რამდენად გულწრფელი ხართ ამაში.

ასეთ დროს ვლინდება სიმართლე საკუთარ თავზე და ნათლად დაინახავთ და იგრძნობთ, სად ხართ ნამდვილი ან უბრალოდ თამაშობთ მორგებულ როლს და გიკეთიათ ნიღაბი. ახლა ყველა ემოცია: სიყვარული, ბედნიერება, ასევე წყენა, იმედგაცრუერა ხდება უფრო მკაფიო, ანუ ამ პერიოდის ენერგია აძლიერებს მათ გამოხატვას.

სავსემთვარეობას შეუძლია მოგიტანოთ პირად ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი გარემოებები ან დიალოგი და გარკვეულ სიტუაციებმა შესაძლებელია შეამოწმოს თქვენი თვითშეფასება და თავდაჯერებულობაც. ეს პერიოდი ერთის მხრივ ბადებს აღიარების და ისეთად მიღების სურვილს, როგორიც ხართ. ვარსკვლავი ალდებარანი მოითხოვს თქვენგან იყოთ მართალი და პატიოსანი თვითგამოხატვის დროს, ხოლო ანტარესი კი ამოწმებს, სხვების გავლენაზე თქვენს დამოკიდებულებას. ახლა შესაძლოა გამძაფრდეს თქვენი ემოციური რეაქციები გარკვეულ გარემოებებზე ან იმ პროცესებზე, რომელიც თქვენში ხდება, რის გამოც მოსალოდნელია ემოციური აფეთქებები. ამ ღერძის ამოცანა თქვენთვის მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად თქვენი ამჟამინდელი როლისა, დაგეხმაროთ საკუთარი ფასის და თავის სიღრმისეულ გაგებაში. თქვენი ნიშნის საკვანძო ფრაზა სავსემთვარეობის პერიოდში მდგომარეობის შემდეგში: ნუ ეცდებით დაიმსახუროთ სხვებისგან თქვენი აღიარება, უბრალოდ იყავით ნამდვილი და ის ვინც რეალურად ხართ!

ქალწული:

ეს სავსემთვარეობა ხდება თქვენს მე-4-ე სახლში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი ასტროლოგიური სექტორია, რომელიც სტაბილურობის, ფესვების, საყრდენის, სახლის, უძრავი ქონებისა და ოჯახის სიმბოლოა. ამიტომ პრაქტიკულ დონეზე, ეს სავსემთვარეობა მოგიტანთ გარკვეული პროცესის დასრულებას, რომელიც თქვენს ქონებასა და საცხოვრებელი ადგილის, ან მასთან დაკავშირებული საბუთისა და საკუთრების მიღების უფლებას უკავშირდება.

ფსიქოლოგიურ დონეზე ალდებარანის და ანტარესის ღერძი გაყენებთ კითხვის წინაშე: რამდენად რეალურია და არა ილუზორული, ის ბაზა და საყრდენი, რომელსაც თქვენ გრძნობთ და ეს პერიოდი დაგანახებთ სხვაობას ჩვევასა და რეალობას შორის, შეამჩნევთ, რომ გარეგანი სტაბილურობა, ყოველთვის არ იძლევა შინაგანი სიმყარის განცდას და გარეგანი კეთილდღეობა, არ გულისხმობს შინაგან სიმშვიდეს, რასაც მოაქვს თქვენთვის უჩვეულო და უფრო მძაფრი ემოციების გამოვლენა ვიდრე ჩვეულებრივ.

აგრეთვე შესაძლებელია შედგეს სერიოზული საუბრები ოჯახში ან ურთიერთობების გარკვევა. გაგიჩნდებათ იმპულსური სურვილი შეცვალოთ თქვენ ყოველდღიურობა, საცხოვრებელი სივრცე. ანტარესი გამოწმებთ წარსულთან მიჯაჭვულობის და ძველის შენარჩუნების სურვილზე, რომელიც აღარ გაძლევთ საყრდენის განცდას და აქ ჩნდება შინაგანი კონფლიქტი ცვლილებასა და შენარჩუნებას შორის. ამ ღერძზე სავსემთვარეობა გულისხმობს თქვენი ცხოვრების რესტრუქტურიზაციას და ახლა მნიშვნელოვანია არ დააიგნოროთ საკუთარი გრძნობები და შინაგანი დისკომფორტი, არამედ ეცადოთ აღმოფხვრათ ისინი.

სასწორი:

ეს სავსემთვარეობა ხდება თქვენს მე-3-ე სახლში და ააქტიურებს აზროვნების, ლოგიკის, გზებისა და გადაწყვეტილებების მიღების სექტორს. ასეთ დროს სიტყვები იძენს უფრო დიდ ძალას, ხოლო ფიქრები ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ახდენენ რეალობის ფორმირებას. ამ პერიოდში, რაღაცეების გაცნობიერება მოხდება სიტყვებით და უფრო ნათლად გააანალიზებთ რას ამბობთ, რას ფიქრობთ და რისკენ მიყავხართ თქვენს აზრებსა და სიტყვებს. მეტ ყურადღებას მიაქცევთ ინფორმაციის წყაროს, ვის ნათქვამს ეყრდნობით, საიდან იღებთ ინფორმაციას და როგორია თქვენი ამ ყველაფერზე რეაქციები.

პრაქტიკულ დონეზე, სავსემთვარეობა მე-3-ასტრო ველში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დახურავს იმ გზას, რომელიც თქვენთვის აღარ არის აქტუალური, აგრეთვე მას შეუძლია მოგიტანოთ სასურველი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ნათელს მოჰფენს თქვენთვის საინტერესო საკითხებს, შეძლებთ დაასრულოთ საბუთების გაფორმების ან მგზავრობასთან დაკავშირებული პროცესები. გახსოვდეთ, მინიშნებებს რა იქნება 2027 წლის ზაფხულსა ან შემოდგომაზე, მოიძიეთ საინფორმაციო სიბრტყეში, ამიტომ 31 მაისს (+/-) 1 დღე მოუსმინეთ რას იტყვიან სხვა ადამიანები, რა ინფორმაცია მოვა თქვენამდე, რადგან აქ გაიგებთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სამომავლო მითითებას.

ამ პერიოდში მოხდება ყურადსაღები საუბრები, როდესაც წარმოთქმული ფრაზა, გადატანითი მნიშვნელობით აღწევს მიზანს. ზოგადად, თქვენი ნიშნისთვის არჩევანის გაკეთებისას, დამახასიათებელია ორჭოფობა, ბევრი ფიქრი გადაწყვეტილების მიღების დროს, ცდილობთ არ დაარღვიოთ სხვისი საზღვრები, არ აწყენინოთ და საბოლოო გადაწყვეტილებისას, იყოთ დარწმუნებული მის სისწორეში, მაგრამ ახლა, მოვიდა დრო ჩამოყალიბდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში. ალდებარანი გთხოვთ გულწრფელობას სიტყვებში და აზრებში სიცხადეს, ხოლო ანტარესი გამოწმებთ, გაქვთ თუ არა ერთი რამის თქმის და სხვაზე ფიქრის ტენდენცია ან ხართ თუ არა დამოკიდებული სხვის აზრზე, რაც ბალანსის შენარჩუნების აუცილებლობასა და სიმართლის თქმას შორის შექმნის დაძაბულობას გარკვეულ ურთიერთობებში და სიტუაციებში.

ახლა ფორმირდება ფიქრები და გადაწყვეტილებები, რომელიც მოგვიანებით გათამაშდება კონკრეტული სცენარით. გახსოვდეთ, რომ თქვენი ფიქრები და სიტყვები გაძლევენ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას ცხოვრებაში, რომელიც გათამაშდება 2027 წლის ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე.

მორიელი:

ეს სავსემთვარეობა ხდება თქვენს მე-2-ე სახლში, რაც ფინანსების, სხვადასხვა ფასეულობების, საკუთარი რესურსებისა და თვითშეფასების სექტორია. პრაქტიკულ დონეზე სავსემთვარეობის ენერგია დაასრულებს გარკვეულ თემებს და ამოცანებს, რომელიც დაკავშირებულია ქონებრივ ან ფინანსურ საკითხებთან. ეს არის თქვენი ფასეულებების ცვლილების პერიოდი, როდესაც ძალიან მკვეთრად დაინახავთ, რა არის თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი და რა ქმნის მხოლოდ სტაბილურობის ილუზიას. ამ პერიოდში მიხვდებით, რომ შინაგანი სტაბილურობა და რესურსები, ყოველთვის არ ბადებს ადამიანში თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს.

პრაქტიკულ ნაწილში მოსალოდნელია ფინანსური ცვლილებები, გარკვეული გადაწყვეტილებები, მოვლენები და სხვადასხვა სიტუაციები, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენს პირად შემოსავლებთან ან ხარჯებთან, აგრეთვე დადგება თქვენი თვითშეფასების საკითხიც და გარკვეული საუბრებით, გარემოებებით და ინფორმაციით, მიხვდებით რამდენად გაფასებენ იმ წრეში, რომელშიც ტრიალებთ და გაათვითცნობიერებთ საკუთარ მნიშვნელობასა და ღირებულებას რიგი ადამიანებისთვის და მათ შორის საკუთარი თავისთვის. ეს სავსემთვრაობის ენერგია ფარდას ხდის ილუზიებს, რაც დაგეხმარებათ ნათლად დაინახოთ ვის ან რას აფასებთ გადაჭარბებულად ან პირიქით არასაკმარისად.

ალდებარანის და ანტარესის კონფლიქტი, თქვენს რუქაში, შესაძლებელია მოხდეს შემდეგ თემებში: ალდებარანი მოითხოვს, თქვენი ღირებულებების გასაგებად, გულწრფელად შეაფასოთ საკუთარი თავი, ხოლო ანტარესი გამოწმებთ მატერიალურზე დამოკიდებულობის, დანაკარგების შიშის არსებობის, ნებისმიერ ფასად შენარჩუნებისა და კონტროლის არ დაკარგვის ნაწილში. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა შეუძლია შექმნას შინაგანი დაძაბულობა, მაგრამ ახლა, თქვენი ნიშნის მთავარი ამოცანა მდგომარეობს ფინანსების, პირადი ბიუჯეტისა და მისი გამოყენების რესტრუქტურიზაციაში. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ფრაზაა: „მე ვეყრდნობი საკუთარ თავს და არა გარე გარანტიებს.“ ამ პერიოდში შეძლებთ მიიღოთ თანხა, გადაჭრათ ვალებთან, ჯარიმებთან, ან კრედიტებთან დაკავშირებული საკითხები.

მშვილდოსანი:

ეს სავსემთვარეობა ხდება თქვენს პირველ სახლში და არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ის ეხება თქვენს პირად ნიშანს და რა თქმა უნდა იქნება გარდამტეხი და თქვენი წლიური ციკლის შუა წერტილი. ასეთ დროს ხდება პირველი შედეგების შეჯამება და მიმდინარე სიტუაციის შედარება, გასული დაბადების დღის პერიოდიდან განვითარებულ მოვლენებთან და საჭიროებისამებრ მისი მიმართულების დაკორექტირება.

თქვენთვის, ეს სავსემთვარეობა ერთის მხრივ არის, მიმდინარე პროცესების კულმინაციური და დამასრულებელი წერტილი, ხოლო მეორეს მხრივ გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, შეაჯამოთ თქვენი წლის, პირველი 6 თვის შედეგები და დააკორექტიროთ თქვენი მომავალი მარშრუტი. სავსემთვარეობა საკუთარ ნიშანში გვაძლევს პირად კულმინაციას და თვითგამოვლინების შესაძლებლობას. ასეთ დროს ნათელი ეფინება იმას, რასაც არ აღიარებდით საკუთარ თავთან ან მალავდით სხვადასხვა გარემოებებით.

ანტარესის და ალდებარანის დაპირისპირების მთავარი აზრი მდგომარეობს საკუთარ თავზე სიმართლის ძიებასა და შემდეგ კითხვებზე პასუხის პოვნაში: ვინ ხართ, სად მიდიხართ, რისი გჯერათ და რისკენ მიისწრაფით. ასეთ დროს იცვლება საკუთარი თავის აღქმა, იგრძნობთ, რომ შეიცვალეთ და აღარ ხართ ისეთი, როგორიც თუნდაც იყავით ნახევარი წლის უკან. სავსემთვარეობა პირად ნიშანში, ასევე ააქტიურებს ურთიერთობების ღერძს, ამიტომ ეს ძალიან საინტერესო ეტაპია, როდესაც ნათლად დაინახავთ სხვა ადამიანების მხრიდან, თქვენზე, თქვენს მოქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე, ინიციატივებზე რეაქციებს. ვიღაც ძალიან მხურვალედ დაგიჭერთ მხარს, ზოგი გაგაკრიტიკებთ, სხვებისთვის გახდებით მისაბაძი. ახლა, არსებითად, თქვენ აკეთებთ არჩევანს ყველაფრის ისე გაგრძელებასა და შენარჩუნებას შორის, როგორც არის თუ შეცვლით მიმართულებას.

ალდებარანი ითხოვს გამოიჩინოთ ერთგულება და პატიოსნობა არჩეული გზის მიმართ, ხოლო ანტარესი გამოწმებთ სიამაყესა და უკიდურესობებზე, რაც ქმნის დაძაბულობას სიმართლესა და ცრურწმენას შორის. თქვენთვის, ეს თქვენი იდენტობის ტრანსფორმაციის და ახალ დონეზე გადასვლის პერიოდია, ზუსტად ახლა ფორმირდება ის მიმართულება, რომელიც 2027 წლის ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში მოიტანს კონკრეტულ გარემოებებს და აქ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან, არ წახვიდეთ საკუთარი “მე”-ს წინააღმდეგ და ამ სავსემთვარეობის დროს, თუ მკაფიოდ იგრძნობთ, რომ ცხოვრობთ საკუთარი ცხოვრებით, მიუყვებით თქვენს გეგმებს და არ გაგიჩნდებათ შინაგანი დისკომფორტის ან პროტესტის შეგრძნება ე.ი. ყველაფერი კარგად არის.

თხის რქა:

ეს სავსემთვარეობა ხდება თქვენს მე-12-ე სახლში, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერ ფარულზე, ის რაც ხდება კულისებს მიღმა, ამ სექტორში იბადება მოტივი, აზრი, პასუხობს წარსულს, დასასრულს და საიდუმლოს. პრაქტიკულ დონეზე შესაძლებელია დასრულდეს წარსულში დაწყებული პროცესი, რომელიც შეიძლება მოხდეს არა ფიზიკურ, არამედ ქვეცნობიერის დონეზეც, რამაც დიდი ხნის უკან დაგაკარგვინათ მოსვენება. ასევე შეიცვლება თქვენი და იმ ადამიანების ყოველდღიურობა, სამუშაო პირობები და დღის განრიგი, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ, რაც თქვენს პირად გრაფიკზეც მოახდენს გავლენას.

ამ პერიოდში მოგინდებათ განმარტოვება, დასვენება, გულითადი საუბრები და აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ, რაც ხდება ახლა და რასაც იტყვით ამ პერიოდში, ეს ყველაფერი ჰპოვებს თავის გამოვლინებას 2027 წლის ზაფხულის ბოლოს - შემოდგომაზე, ამიტომ ჯობია შეინახოთ თქვენი საიდუმლოებები და არავის არ გადაუშალოთ გული. სავსემთვარეობა საიდუმლოებების სექტორში, აგრეთვე დაგანახებთ ისეთ რაღაცეებს, რისი დანახვის სურვილიც არ გქონდათ. ეს პერიოდი ზედმეტი როლების და ნიღბების გარეშე, საკუთარი თავის ნამდვილ ვერსიასთან შეხვედრის ეტაპია, ასეთ დროს, კარგად იგრძნობთ თქვენს შინაგან მდგომარეობას, მიხვდებით სად გადაიწვით, რის მიმართ დაკარგეთ ინტერესი და რა ახალი მოტივები და ინტერესები ჩაანაცვლებს ძველს. ვინაიდან მე -12-ე ველი არის წარსულის სახლი, აქ შეიძლება თავი გაგახსენოთ ძველმა ემოციებმა, წყენებმა და იმ განცდებმა, რომელიც გქონდათ წარსულში. ეს ყველაფერი იმისთვის ბრუნდება, რომ დღეს უკვე სხვანაირად შეფასდეს.

ახლა მიხვდებით რა უნდა დაასრულოთ, გაუშვათ და რას აღარ აქვს პერსპექტივა მომავალში. ამ შემთხვევაში გაჩნდება ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობა და მიხვდებით, რომ ბოლომდე არაფრის გაკონტროლება არ შეიძლება, ნებიემიერ პროცესი, რომელსაც თითქოს ჩვენი ვამონიტორინგებთ, მათზე გავლენას მაინც ახდენენ გარე ფაქტორები. ალდებარანი ითხოვს კეთილსინდისიერებას საკუთარი თავის მიმართ, შინაგანი მდგომარეობისა და ემოციების აღიარებას, ხოლო ანტარესი გამოწმებთ რამდენად არსებობს თქვენში მარტოობისა და კონტროლის დაკარგვის შიში. თუ ახლა გადალახავთ ამ სავსემთვარეობას ისე, რომ არ დააიგნორებთ შეგრძნებებს, ეს პერიოდი მოგიტანთ შინაგანი ძალების აღდგენის შესაძლებლობას, მოგგვრით შვებასა და წარსული ტვირთვისგან გათავისუფლების განცდას. ეს იდეალური დროა დაასრულოთ ის, რასაც აუცილებელია დაუსვათ წერტილი და ნუ გადადებთ მომავლში, რადგან ძალიან გაგიჭერდებათ ამის გაკეთება.

მერწყული:

ეს სავსემთვარეობა ხდება თქვენს მე-11-ე სახლში, რომელიც სოციუმის, სოციალური რეალიზაციის, მომავალი გეგმებისა და ოპტიმიზმის სექტორია. ახლა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარება თქვენსა და კოლექტივის ურთიერთობაში, ამ პერიოდში მიხვდებით, ვისთან ერთად დარჩებით და გააგრძელებთ გზას ან ვის დაემშვიდობებით სამუდამოდ სხვადასხვა მიზეზების გამო. ასეთ დროს, მოსალოდნელია თქვენი უახლოესი გარემოცვის, მეგობრებისა და კონტაქტების გადაფასება, გაათვითცნობიერებთ, რომ ის ადამიანები ვინც თქვენს გარშემო არიან, გავლენას ახდენენ თქვენს მომავალზე და ქმნიან თქვენთვის განვითარების ან უკუსვლის ენერგიას.

მიხვდებით, რომ თქვენი შესაძლებლობების, მიზნებისა და ოცნებების რეალიზაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხალხთან გაქვთ ურთიერთობა. ახლა შესაძლებელია შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება მეგობრების, გარკვეული წრეების, გეგმებისა და მომავლის მიმართ, ნათლად დაინახავთ ვინ გიდგათ მხარში ან ვინ გწევთ უკან. გაგიჩნდებათ მომავლის ახალი გეგმები, რომლის რეალიზაციასაც მოინდომებთ. ეს იდეალური პერიოდია სწავლის დასაწყებად, ახალ კოლექტივში შესასვლელად, რომელიც იდეალურად უპასუხებს თქვენს დღევანდელ მოთხოვნებსა და გეგმებს.

ალდებარანი მოითხოვს თქვენგან მომავლის მიზნების ცხადად გააზრებასა და სამართლიანობას უახლოესი გარემოცვის არჩევისას, ხოლო ანტარესი შეგამოწმებთ რამდენად დამოკიდებული ხართ სხვის აზრზე, კოლექტივზე და „როგორც ყველა მეც ეგრე ყოფნის პირციპზე“, რაც შექმნის დაძაბულობას გარკვეული სოციალური ჯგუფისა და ფენისადმი, კუთვნილების განცდასა და თავისუფლების მოთხოვნილებას შორის. ამ სავსემთვარეობის ენერგია დაგეხმარებათ იპოვოთ სიცხადე თქვენს მიზნებში და აგრეთვე მიხვდეთ ვინ გიდგათ მხარში თქვენი უახლოესი გარემოცვიდან ან ვინ გიშლით წინსვლაში ხელს. ის იდეები და ადამიანები, ვინც ახლა გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში, გახდებიან იმ სცენარის ნაწილი, რომელიც გათამაშდება 2027 წლის ზაფხულის ბოლოს-შემოდგომაზე.

თევზები:

ეს სავსემთვარეობა თქვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ხდება თქვენს რუკის ზენიტში, მე- 10-ე სახლში, რომელიც არის სტატუსის, მდგომარეობის, მიზნების, კარიერის, მიღწევების, ავტორიტეტისა და სოციალური კიბის სიმბოლო. ამ პერიოდში დაინახავთ, თუ როგორ დაიწყებს თქვენი შინაგანი გზა გამოვლინებას გარე დონეზე, მიხვდებით მიდიხართ თუ არა საკუთარი არჩეული გზით, თუ ასრულებ ვინმეს მიერ დაკისრებულ ან თავსმოხვეულ როლს. ასეთ დროს ნათლად ვაანალიზებთ საით მივდივართ, რას ვქმნით და შეესაბამება ეს ყველაფერი თუ არა ჩვენს შინაგან მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ახლა შესაძლებელია შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება კარიერასთან, საქმესთან რეპუტაციასთან და აღიარებასთან დაკავშირებით. ამ პერიოდში მიხვდებით, რომ ყველა მიზნის რეალიზაციასა და მიღწევებს, არ მოაქვს შინაგანი ჰარმონიისა და სიხარულის განცდა.

პრაქტიკულ ნაწილში შესაძლებელია კარიერის მკვეთრი ცვლილებები, გადაწყვეტილებები და მოვლენები, რომელიც გავლენას იქონიებს თქვენს სამსახურზე. იგრძნობთ საკუთარი და სხვისი მოლოდინების ძლიერ ზეწოლას. ალდებარანი გზის არჩევისას პატიოსნებასა და საკუთარი თავისადმი ერთგულებას მოითხოვს, ხოლო ანტარესი გარეგანი წარმატების ცდუნებაზე, გარემოში მორგების სურვილსა და სტატუსის დაკარგვის შიშზე გამოწმებთ, რაც შექმნის დაძაბულობას შინაგან გრძნობებსა და გარე რეალობას შორის.

ზუსტად ახლა ფორმირდება მიმართულება, რომელიც 2027 წლის ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე გამოვლინდება კონკრეტული მოვლენების სახით და თქვენთვის ეს იქნება კარიერასთან, უძრავ ქონებასთან, პირად სტატუსთან და მსხვილ შენაძენთან დაკავშირებული. ახლა მნიშვნელოვანია შეხედოთ რეალობას და არ დაეყრდნოთ მხოლოდ მოლოდინებს. იყავით მართალნი საკუთარ თავთან და არ წახვიდეთ საკუთარი ინტუიციის წინააღმდეგ. გახსოვდეთ, რასაც ახლა აირჩევთ, იქნება იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე წარმოიდგენდით. პრაქტიკულ ნაწილში, ახლა შეძლებთ გააკეთოთ დიდი შენაძენი, ან მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საბუთს.