ყოველი ახალი კვირა თითქოს ჩვენი პატარა ცხოვრების ახალი დასაწყისია - ეს არის შანსი, გადავშალოთ სუფთა ფურცელი, დავემშვიდობოთ მავნე ჩვევებს ან უბრალოდ შევანელოთ ტემპი და დავფიქრდეთ, საით მივდივართ. ვარსკვლავებმა თითოეული ნიშნისთვის განსაკუთრებული სიურპრიზები და გამოწვევები მოამზადეს.
ნახეთ, რას გპირდებათ 9-15 თებერვლის კვირა:
ვერძი
ამ კვირაში განსაკუთრებით გაგიტაცებთ ყველაფერი, რაც ჩვეულ ჩარჩოებს სცდება. ბოლოდროინდელმა წარმატებამ თავდაჯერებულობა შეგმატათ და მომავალს ოპტიმიზმით უყურებთ. შესაძლოა მიიღოთ ახალი ამბები შორიდან, რაც დაგაფიქრებთ ისეთ ცვლილებებზე, რომლებიც ადრე ზედმეტად თამამად გეჩვენებოდათ. შესაფერისი დროა სწავლისთვის, მოგზაურობისთვის და ახალი გამოცდილებისთვის.
კურო
მცირე გამარჯვება, მოულოდნელი საჩუქარი ან სასიამოვნო კომპლიმენტი განწყობას საგრძნობლად აგიმაღლებთ. ეს თქვენი ემოციური საყრდენი გახდება იმ შემთხვევაში, თუ კვირის შუა პერიოდში რაღაც გეგმის მიხედვით არ წავა. კვირის ბოლოს დრო ახლობელ ადამიანებს დაუთმეთ - მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
თქვენი იდეები და პოზიტიური განწყობა მაგნიტივით მიიზიდავს ადამიანებს. ბევრი თქვენგან მაგალითის აღებას მოინდომებს. საკუთარი ფასეულობების გაცნობიერება წინსვლის სტიმულს მოგცემთ. დაუღალავი შრომა შედეგს გამოიღებს, ახლობლების მხარდაჭერა კი თავდაჯერებულობას შეგმატებთ. თავადაც გაოცდებით, რამდენად წინ წახვედით ბოლო პერიოდში.
კირჩხიბი
საქმე, რომელსაც ახლა დაიწყებთ, წარმატების მომტანი იქნება. თქვენ შეძლებთ გარშემომყოფების გაერთიანებას საერთო მიზნის გარშემო. თქვენმა ჩართულობამ შესაძლოა შეუმჩნევლად ლიდერის პოზიციამდე მიგიყვანოთ, რადგან სხვები აფასებენ თქვენს მზრუნველობას, კრეატიულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას.
ლომი
შესაძლოა, ახლო მეგობრობას ან პარტნიორობას სხვა თვალით შეხედოთ. აშკარა გახდება, რომ ვიღაც თავის მოვალეობებს თავს არიდებს და ეს თქვენ არ ხართ. ხანდახან იგრძნობთ, რომ იმაზე მეტს გასცემთ, ვიდრე იღებთ. თუმცა, ფინანსური სირთულე, რომელიც გაწუხებდათ, ახლობელი ადამიანის დახმარებით მოგვარდება.
ქალწული
ცვლილებების სურვილი დიდი ხანია გაქვთ, მაგრამ რისკის შიში გაკავებთ. რთულია ნაბიჯის გადადგმა, როცა არ იცით, საით მიგიყვანთ ის. ეს კვირა განმარტოებისა და მშვიდი ფიქრისთვისაა. პასუხები თავისით მოვა, თუ საკუთარ თავს სიჩუმეში ყოფნის უფლებას მისცემთ. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას.
სასწორი
სხვისმა ნათქვამმა ან მინიშნებამ შესაძლოა გული გატკინოთ. ეცადეთ, ამ თემაში ღრმად არ შეხვიდეთ, რომ უფრო მეტად არ დაიბნეთ. მაშინაც კი, თუ ჭორებში სიმართლის ნატამალია, წარსულის ქექვის დრო არ არის. თქვენი ამოცანაა, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და არ დაბრუნდეთ იქ, სადაც თავს არაკომფორტულად გრძნობდით.
მორიელი
თქვენი მთავარი იარაღი ამ კვირაში ინტუიციაა. მიაქციეთ ყურადღება დეტალებს, თანამოსაუბრის მიმიკასა და ჟესტებს - ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად გულწრფელები არიან ადამიანები თქვენს მიმართ. საკუთარ გრძნობებში გარკვევა ადვილი არ იქნება, თუმცა შინაგან ხმას მაინც უნდა ენდოთ. კვირის ბოლოს ყურადღება დასვენებაზე გადაიტანეთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, გარშემო ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს საერთო საქმის წარმატებაში, მაგრამ თქვენ ოპტიმიზმი არ უნდა დაკარგოთ. ნუ მისცემთ სხვების პესიმიზმს თქვენზე გავლენის მოხდენის უფლებას. გამოცდილი კოლეგა დააფასებს თქვენს გულწრფელობას. პროექტები, რომლებშიც ახლა ჩაერთვებით, არა მხოლოდ სიხარულს, არამედ კარგ შედეგებსაც მოგიტანთ.
თხის რქა
ახალი საქმიანობა ან უჩვეულო გამოცდილება თქვენს ცხოვრებაში სიახლესა და შთაგონებას შემოიტანს. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი. ადამიანი, რომელსაც კარგად ნაცნობად თვლიდით, მოულოდნელად ახალი კუთხით დაგანახებთ თავს და შემოქმედებითი ძიებისკენ გიბიძგებთ. თქვენი მიღწევები სიამაყის საფუძველს მოგცემთ.
მერწყული
კოლექტივში არსებული უთანხმოება მნიშვნელოვანი პროექტის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. მიუხედავად იმისა, რომ გეგონათ, გუნდი ვერ გაერთიანდებოდა, იდეების გაცვლა პროდუქტიული აღმოჩნდება. მთავარია, თითოეულმა თქვენგანმა გააგრძელოს თავისი საქმის კეთება და წვრილმან დავებზე არ გაჩერდეთ.
თევზები
ეს წელი კარგი გეგმებით დაიწყეთ, მაგრამ ახლა შეზღუდვებისგან დაღლილობას იგრძნობთ. ცდუნებები იმატებს და საკუთარი თავისთვის „არას“ თქმა რთულდება. მცირე გამონაკლისები დასაშვებია, მაგრამ ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. ჯანმრთელობაზე ზრუნვა თქვენს პრიორიტეტად უნდა დარჩეს.