მაისის თვემ თავისი სამი მძლავრი მთვარის ფაზით (მორიელის სავსემთვარეობა, კუროს ახალმთვარეობა და იშვიათი ლურჯი მთვარე) ყველასგან ბევრი რამ მოითხოვა. მთავარი გაკვეთილი წარსულის გაშვება და სიმშვიდის პოვნა იყო. ივნისი კი სრულიად ცვლის თამაშის წესებს!
14 ივნისს, თბილისის დროით 18:53 საათზე, ახალმთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში კულმინაციას მიაღწევს.
ეს მოვლენა უნიკალურია იმით, რომ ეს ახალმთვარეობა არანაირ კავშირს (ასპექტს) არ ამყარებს სხვა პლანეტებთან. ის სრულ კოსმოსურ იზოლაციაში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ენერგია იქნება სუფთა, გაუზავებელი და პირდაპირი. არანაირი კოსმოსური ხმაური! მხოლოდ ტყუპების მთავარი არსი: დუალიზმი, ცნობისმოყვარეობა და იდეა, რომ მონეტას ორი მხარე აქვს.
რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეებში? მეცნიერულად დასაბუთებული რჩევები ასტროლოგებისგან:
შეხედეთ მონეტის მეორე მხარეს: ფსიქოლოგები ამას „კოგნიტურ მოქნილობას“ უწოდებენ - უნარს, შეცვალო პერსპექტივა, როცა ახალ ინფორმაციას იღებ. აირჩიეთ სიტუაცია, რომელშიც დარწმუნებული ხართ და სცადეთ საპირისპირო პოზიციის დაცვა. სიმართლე ყოველთვის სადღაც შუაშია.
გაბედეთ არაპროფესიონალური და სპონტანური საუბრები: კვლევები აჩვენებს, რომ ემოციური გულწრფელობა, თუნდაც ის იდეალურად არ ჟღერდეს, ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანებს. თქვით ის, რაც გაწუხებთ, დასვით უხერხული კითხვები.
ენდეთ ინტუიციას: როცა ლოგიკა ორ თანაბარ არჩევანს შორის გაჭედავს, საქმეში ინტუიცია უნდა ჩაერთოს. თუ თქვენი შინაგანი ხმა ამბობს, რომ ყველაფერი რიგზეა, ეს კოსმოსური „მწვანე შუქია“ სიახლეებისთვის.ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის(წაიკითხეთ როგორც თქვენი მზის, ისე ასცედენტისა და მთვარის ნიშნის მიხედვით)
ვერძი
ეს ახალმთვარეობა თქვენს კომუნიკაციის, იდეებისა და ყოველდღიური კავშირების ზონას ააქტიურებს. მომდევნო კვირებში უბრალო საუბრებმაც კი შეიძლება ახალი, დიდი საქმის დასაწყისს ჩაუყაროს საფუძველი. მთავარია - ისწავლოთ სხვების მოსმენა და არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა.
მთვარის გაკვეთილი: ყოველმა ადამიანმა, ვისაც შეხვდებით, იცის ისეთი რამ, რაც თქვენ არ იცით.
კურო
დროა, გადახედოთ თქვენს ფინანსებს, რესურსებსა და თვითშეფასებას. ის მეთოდები, რომლებიც ადრე მუშაობდა, შესაძლოა დღეს უკვე მოძველდა. დაინტერესდით შემოსავლის ახალი წყაროებით და უთხარით საკუთარ თავს, რომ მეტს იმსახურებთ.
მთვარის გაკვეთილი: თქვენი თვითშეფასება არასოდეს ყოფილა სადავო - უბრალოდ, ხანდახან ეს თავად გავიწყდებათ.
ტყუპები
გილოცავთ, ეს თქვენი ახალმთვარეობაა! ეს არის თქვენი პირადი ახალი წელი და შანსი, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ვინ გსურთ, გახდეთ შემდეგ ეტაპზე? თქვენ გაქვთ სუპერძალა - ერთდროულად ორი სიმართლე დაიტიოთ. ენდეთ ამ პროცესს.
მთვარის გაკვეთილი: თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ისიც, ვინც იყავით და ისიც, ვინც ახლა ხდებით.
კირჩხიბი
ახალმთვარეობა თქვენს ყველაზე მშვიდ, იზოლირებულ ზონაში შედის. ეს არის კოსმოსური ნებართვა იმისთვის, რომ დროებით განმარტოვდეთ, დაისვენოთ და საკუთარ თავს მოუსმინოთ. ძველი ემოციები შეიძლება ზედაპირზე ამოტივტივდეს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ სამუდამოდ გაუშვათ.
მთვარის გაკვეთილი: დასვენება არ არის ცხოვრებიდან გაქცევა, ეს მისთვის მომზადებაა.
ლომი
თქვენი მეგობრობის, სოციალური წრეებისა და კოლექტიური ოცნებების დროა. თუ ბოლო დროს ეჭვი გეპარებოდათ, სად არის თქვენი ადგილი, ეს ფაზა დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებაში. თქვით „კი“ იმ შემოთავაზებებზე, რომლებსაც ჩვეულებრივ უარყოფდით.
მთვარის გაკვეთილი: მიკუთვნებულობის განცდა იწყება იმის ცოდნით, თუ ვინ ხართ მაშინ, როცა არავინ გიყურებთ.
ქალწული
ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროფესიული დასაწყისი თქვენთვის. თუმცა, კარიერული გეგმები შეიძლება სრულიად შეიცვალოს და ისეთი მიმართულებით წავიდეს, რასაც ვერც კი წარმოიდგენდით. იყავით ღია მოულოდნელი შემოთავაზებებისთვის.
მთვარის გაკვეთილი: კარიერა, რომელსაც ჯერ ვერც კი წარმოიდგენთ, შესაძლოა იმაზე უკეთ მოგერგოთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ.
სასწორი
ახალმთვარეობა თქვენს ჰორიზონტს აფართოებს - მოგზაურობა, სწავლა და მსოფლმხედველობის შეცვლა წინა პლანზე წამოვა. გადახედეთ თქვენს ძველ რწმენებს: კვლავ გადგებათ ისინი, თუ უბრალოდ ჩვევის გამო მოგდევთ? წაიკითხეთ წიგნი იმ თემაზე, რომელსაც ჩვეულებრივ არ ეკარებით.
მთვარის გაკვეთილი: რწმენა, რომელიც არასოდეს დაგიყენებიათ ეჭვქვეშ, არ არის თქვენი რეალური არჩევანი.
მორიელი
ეს ფაზა თქვენგან მაქსიმალურ ემოციურ გულწრფელობასა და მოწყვლადობას მოითხოვს. თქვენ გიყვართ სიტუაციის სრული კონტროლი, სანამ გაიხსნებით, მაგრამ ახლა გაგება მხოლოდ მაშინ მოვა, როცა რისკზე წახვალთ. გაბედეთ რთული საუბრები პარტნიორთან.
მთვარის გაკვეთილი: შეუძლებელია, იყოთ ბოლომდე შეცნობილი და ამავდროულად - ბოლომდე დაცული (ჩაკეტილი).
მშვილდოსანი
ახალმთვარეობა პირდაპირ თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ააქტიურებს (როგორც პირადს, ისე საქმიანს). შეხედეთ ურთიერთობას მეორე მხარის თვალით: რას გრძნობენ ისინი თქვენთან? ეს კითხვები შეიძლება კომფორტული არ იყოს, მაგრამ ტრანსფორმაციულია.
მთვარის გაკვეთილი: ურთიერთობა მონეტას ჰგავს - და თქვენ აქამდე მხოლოდ თქვენს მხარეს ხედავდით.
თხის რქა
დროა, გადახედოთ თქვენს ყოველდღიურობას, რუტინას, ჯანმრთელობასა და ჩვევებს. იდეალური სისტემების ძებნის ნაცვლად, უბრალოდ ჩაატარეთ ექსპერიმენტები. შეცვალეთ ვარჯიშის სტილი, გამოცადეთ ახალი დილის რუტინა და მოუსმინეთ სხეულის სიგნალებს.
მთვარის გაკვეთილი: საუკეთესო რუტინა ის არის, რომლის მიმართაც ჯანსაღ ცნობისმოყვარეობას ინარჩუნებთ.
მერწყული
ეს ახალმთვარეობა თქვენს შემოქმედებით, სასიყვარულო და გასართობ ზონაში ანათებს. დაუბრუნდით ბავშვურ უშუალობას — აკეთეთ ის, რაც უბრალოდ სიამოვნებას განიჭებთ და არა ის, რაც „საჭიროა“. იფლირტავეთ სტრატეგიის გარეშე, ითამაშეთ და განიტვირთეთ.
მთვარის გაკვეთილი: სიხარულს გამართლება არ სჭირდება. ბედნიერება თავად არის მთავარი მიზანი.
თევზები
ახალმთვარეობა თქვენს ფესვებს - სახლს, ოჯახსა და ემოციურ საძირკველს უკავშირდება. შესაძლოა, ეს იყოს საცხოვრებლის შეცვლა, რემონტი ან ახალი დინამიკა ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. ენდეთ ინტუიციას, ის თქვენი მშობლიური ენაა.
მთვარის გაკვეთილი: სახლი არის ადგილი, სადაც თქვენი ყველა მხარის არსებობა ნებადართულია.