კვირის ასტროლოგიური მიმოხილვა

კვირის ასტროლოგიური მიმოხილვა

კარგი და ნაყოფიერი კვირა გველოდება, სავსე ასტროლოგიური მოვლენებით. ამიტომ, ჩვენი მიზანია მათი გამოყენება ჩვენს სასარგებლოდ.

4 მარტი - ორშაბათი

იყავით ფრთხილად, რადგან მოქმედებს მთვარის დაძაბული ასპექტი ნეპტუნთან - შეიძლება ჩაიშალოს ყველა გეგმა. საქმიანობაში მოსალოდნელია დაბნეულობა. ნუ გადავარდებით ილუზიებში.

5 მარტი - სამშაბათი

მთვარე თხის რქაში - ემოციები თავშეკავებულია, თავდაჯერებულად მიიწევთ მიზნისკენ:

კარგია გრძელვადიანი პერსპექტივების დასახვა; ურთიერთგაგება გელით საპირისპირო სქესთან. გონება და ინტუიცია შეთანხმებულად მუშაობს.

დიდი შესაძლებლობების დღეა; ამბიციები შეიძლება განხორციელდეს.

უნდა დასახოთ სწორი მიზნები და მიაღწევთ კარგ შედეგებს.

6 მარტი - ოთხშაბათი

გამოავლინეთ კრეატიულობა. შეძლებთ ნებისმიერთან და ყველაფერზე შეთანხმებას.

იპოვით სწორ გზას ან მოერგებით გარემოებებს თქვენი მიზნების მისაღწევად

7 მარტი - ხუთშაბათი

იმატებს იმპულსურობა, აზარტული თამაშებისადმი ლტოლვა, ავარიები და უბედური შემთხვევები. ადამიანებს ძალიან სურთ თავისუფლება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ უსაფრთხოების ზომები. ფრთხილად იყავი! ზოგიერთს სურს დათმოს ყველაფერი და დაშორდეს ყველაფერს.

8 მარტი - პარასკევი

იმატებს ხიბლი, მიმზიდველობა, სილამაზე, ყველაფერში კომპრომისების პოვნის უნარი.

ამასთან იმატებს იმპულსურობა, ავარიის სიხშირე, კონფლიქტები.

დღეს ქალური ენერგია ძალიან ძლიერია, გამოიყენეთ ის სიკეთისთვის. უნდა გამოავლინოთ მგრძნობელობა და არა აგრესია.

9 მარტი - შაბათი

იმატებს კრეატიულობა, ილუზიები, მოტყუების ალბათობა და თვითმოტყუებისაც.

შეიძლება იყოს შეზღუდვები. სასურველია ყველაფერს პრაგმატულად და შემოქმედებითად მივუდგეთ.

10 მარტი - კვირა

ახალმთვარეობა გველოდება თევზების ნიშანში.

12 საათამდე - ვისვენებთ, ვასუფთავებთ, ვიშორებთ ყველაფერს არასაჭირო: საქმეს, ნივთებს, ურთიერთობებს.

12 საათის შემდეგ ვიწყებთ მომდევნო თვის გეგმების შედგენას, ემოციებზე ზრუნვას.

იმატებს აქტიურობა, აგრესია და გონება და სიტყვები უფრო ცეცხლოვანი ხდება.