ორშაბათი გაგვახარებს და გაგვამხნევებს ორი ასპექტით: ვენერას და ქირონის ტრინი და მერკურის და პროზერპინას სექსტილი. შესანიშნავი შესაძლებლობაა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად; რომანტიკული ურთიერთობების ჰარმონიზაციისა და ლოგიკური საქმიანობისთვის. იოლად გაართმევთ თავს ყველაზე რთულ თავსატეხებს. ასევე საშუალება მოგვეცემა, რომ განვიკურნოთ ნებისმიერი დაავადებისგან, თვითგანკურნებისთვისაც.
სამშაბათს და ოთხშაბათს გველოდება მზე-ურანის კვადრატი და მარსი-ურანის ტრინი, რომელიც მოგვიტანს გაუთვალისწინებელ გარემოებებს, მაგრამ ასევე გვაძლევს წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ვიმოქმედოთ ექსტრემალურ სიტუაციებში გონივრულად, კრეატიულად და ელვის უსწრაფესად განვახორციელოთ იდეები. რისკი გაამართლებს საშუალებებს და მიზნებს. მეცნიერებისა და კოსმოსის გამოკვლევის სფეროში უზარმაზარი მიღწევების შანსი არსებობს. ამასთან, ტექნიკასთან მუშაობისას უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა დაიცვათ.
ხუთშაბათს და პარასკევს მზე ლილიტს შეუერთდება. ასპექტი - აძლიერებს ბოროტებას და ცდუნებებს, რომლებიც მოქმედებს ჩვენზე, მაგრამ ასევე ავლენს ლილიტის მთელ სიმახინჯეს. ჩვენ გვჭირდება დეტალებზე დაკვირვება და მკაცრი ანალიზი იმ ყველაფრის, რაც ამ დროს მოხდება. ბნელ კუთხეებში არაფრის ძებნა არ იქნება საჭირო - ყველაფერი თავისით გამოვლინდება და ეცადეთ, გონიერება გამოავლინოთ ბოროტებასთან ბრძოლაში!
პარასკევს და შაბათს გველის ვენერას ტრინი თეთრ მთვარესთან. გამოავლინეთ და გამოხატეთ სიყვარულის უნარი და ჰარმონიის სწრაფვის სურვილი. დაეხმარეთ გაჭირვებულებს, იყავით მზრუნველები ახლობლების მიმართ. სიყვარული გაანეიტრალებს ბოროტებას და გააფერადებს ჩვენი ცხოვრების უღიმღამო სფეროებს. მაგრამ ამავე დროს გვაქვს მეორე ასპექტი - ვენერა და პროზერპინას კვადრატი - რაც მიუთითებს სისტემური რესტრუქტურიზაციის აუცილებლობაზე ფინანსურ და რომანტიკულ სფეროებში.
პარასკევიდან კვირამდე მზეს ექნება ჰარმონიული ასპექტები მთვარის კვანძებთან. ბევრ ჩვენგანს შეუძლია გააცნობიეროს ჩვენი კარმული ამოცანები, გამოავლინოს შემოქმედებითი პოტენციალი, დაინახოს სინათლე გვირაბის ბოლოს - დაადგეს სწორ გზას და შეძლოს ცხოვრებისეული რეალობის გაგება.
ზემოჩამოთვლილი ასპექტების გათვალისწინებით საინტერესო კვირა გველოდება. ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს სამყაროში! იყავით პოზიტიურები და კეთილგანწყობილები გარშემო მყოფების წინაშე. გამოვლინეთ მეტი სიყვარული - ის დაგიცავთ, დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში, აგავსებთ ახალი ძალებით და მოგცემთ კიდევ ერთ შანსს - გამოვალინოთ შემოქმედები ნიჭი და იპოვოთ ბედნიერება და სიმშვიდე!
ბედნიერ და მშვიდობიან კვირას გისურვებთ!