, მზეა იგი თუ მთვარე , უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში. ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ. "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ჩვენი სტატიების მორიგ ციკლში გთავაზობთ.
ლილიტი კუროში
კარმული მაჩვენებლების მიხედვით ამგვარი კომბინაცია მიანიშნებს იმას, რომ წარსულ ინკარნაციებში ინდივიდს გააჩნდა ზედმეტად ძლიერი მიჯაჭვულობა მატერიალურ ფასეულობებთან. იყო ძუნწი, მევახშეობით მდიდრდებოდა, აგროვებდა ყოველგვარ უსარგებლო და ძვირად ღირებულ ხარა-ხურას, ფულს ფანტავდა ფუფუნების საგნებზე, ძვირფას საკვებ პროდუქტება და დელიკატესებზე. რეალურ ცხოვრებაში ინდივიდი შავი მთვარის გავლენით, გამუდმებით შიშში ცხოვრობს. იგი ხშირად არის ვალებში და მუდმივად აქვს იმის განცდა, რომ ოდესმე ღატაკი და მიუსაფარი გახდება. მას მოატყუებენ ფინანსურ ოპერაციებში ან ვერ მიიღებს იმდენ სარგებელს რამდენიც უნდა. ხოლო ნდომის ფარგლები ლილიტ კუროს ჰიპერთობირებული აქვს. შესაბამისად, არ აქვს ზომიერების განცდა როცა საქმე ფულს ეხება. იგი ასევე მანიაკალურად არის დამოკიდებული ძველ, უკვე შეგუებულ საგნებზე (იქნება ეს სახლი, სამოსი თუ ნივთები). ენანება მათი გადაგდება მაშინაც კი, როცა ისინი უკვე აღარ ვარგა საექსპლუატაციოდ.
სამედიცინო თვალსაზრისით ლილიტი კურო მიდრეკილია ფარისებრი ჯირკვლის გართულებისკენ, ხერხემლის გამრუდების ან სახმო იოგების დაზიანებისკენ. ჩიყვის პრობლემები განსაკუთრებით ხშირია ქალებში. პატარა ასაკში ყველაზე ხშირად სწორედ ლილიტი კურო იტანჯება ანგინით ან ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადებით.