ლილიტი მერწყულში

ლილიტი მერწყულში

, უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში. ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ. "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ჩვენი სტატიების მორიგ ციკლში გთავაზობთ.

ლილიტი მერწყულში

ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ ადამიანს წარსული ინკარნაციიდან მოჰყვება ათეისტის, აგნოსტიკის გამოცდილება. იგი შესაძლოა იყო ცრუ მასწავლებელი, იდეოლოგიური ლიდერი ან გურუ, რომელიც საკუთარ თავს ღმერთად, ზეაღმატებულად თვლიდა. მას არ შეეძლო სხვისი თავისუფლების პატივისცემა. უფრო მეტიც, იგი ყველანაირი ძალებით ზღუდავდა მას. საკუთარი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამო კი, მზად იყო გადაეთელა ნებისმიერი სიწმინდე. ლილიტის ამ მდებარეობით იბადებიან ადამიანები, რომელთაც ხშირად უჩნდებათ პრობლემები მეგობრების მხრიდან. მათი კარმა გულისხმობს ინდივიდის პიროვნულ ზრდას საზოგადოების, გაერთიანების, ჯგუფის ან სამეგობროს მხრიდან საყველთაო მოკვეთის ხარჯზე. ამიტომ ლილიტით მერწყულს ყველაზე ხშირად მეგობრებში უცრუვდება იმედი.

სამედიცინო თვალსაზრისით ლილიტის ეს მდებარეობა მიანიშნებს ნერვული სისტემის დაავადებებზე. მასში შედის: ვეგეტონერვოზი, ნერვოზი, ფსიქოზი, შიზოფრენია და ა.შ.  გარდა ამისა, იგი იწვევს სისხლის ინფექციურ დაავადებებს, ვარიკოზსა და ვენების გაგანიერებას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით