ლილიტი მორიელში გადავიდა - ასტროლოგ ქეთი ვაწაძის რეკომენდაციები

ლილიტი მორიელში გადავიდა - ასტროლოგ ქეთი ვაწაძის რეკომენდაციები

“რაც ძლიერია, გაძლიერდება, ხოლო რაც სუსტია, დაინგრევა“

2025 წლის 26 მარტს ლილიტი (შავი მთვარე) გადავიდა მორიელის ნიშანში და დარჩება 2025 წლის 20 დეკემბრამდე.

ლილიტი ასტროლოგიაში ილუზიების, აკრძალული სურვილების, კარმული გამოცდების და ჩვენი ჩრდილოვანი მხარის სიმბოლოა. ის გვიჩვენებს, სად შეიძლება ვიყოთ დაუცველები, რა გვხიბლავს და გვაშინებს ერთდროულად, სად და რითი ვცდუნდებით.

ლილიტის ერთი ციკლი მოიცავს დაახლოებით 9 წელს, შესაბამისად, 9 წელიწადში ერთხელ სამყაროს ვაბარებთ გამოცდებს სიმტკიცეზე, ზრახვებისა და ქმედებების სისუფთავეზე, სულიერ ზრდასრულობაზე

მორიელი ტრანსფორმაციის, სიღრმის, ძალაუფლებისა და მენტალური სიმტკიცის ნიშანია. მისი ენერგია უკავშირდება ფარულ საიდუმლოებებს, შიშებს, მანიპულაციებს, ინტიმურობასა და ფსიქოლოგიურ ძალას. როცა ლილიტი ამ ნიშანში გადადის, ის ამ ასპექტებს უკიდურესობამდე აძლიერებს.

ძირითადი თემებია:

  • ძლიერი ემოციური და სექსუალური სურვილები. ლილიტი მორიელში გაამწვავებს სექსუალურ სურვილებს, აკრძალულ ფანტაზიებსა და ვნებებს.
  • ძალაუფლების ბრძოლები – ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდება ძალაუფლებისთვის ბრძოლა, შესაძლოა, გამოვლინდეს მანიპულაციური და მანკიერი ქმედებები.
  • ტრანსფორმაციის პერიოდი – ლილიტი მორიელში გვაიძულებს, შევხვდეთ ჩვენს შიშებს და გამოვიდეთ "ბნელი ღრმა წყლებიდან" ტრანსფორმირებული, მტკიცე, ძლიერები.
  • ფარული ინფორმაცია და საიდუმლოებები – შეიძლება მოიმატოს ინტერესი მაგიის, ოკულტიზმისა და ფარული ცოდნის მიმართ.
  • ინტუიციის გაძლიერება – ინტუიცია გახდება უფრო ძლიერი, თუმცა ზოგჯერ შეიძლება იყოს პარანოია და მოჩვენებითი შიშები.
  • ურთიერთობებში რადიკალური ცვლილებები – ლილიტი მორიელში ამოწმებს ურთიერთობებს: რაც ძლიერია, გაძლიერდება, ხოლო რაც სუსტია, დაინგრევა.

რომელ ზოდიაქოს ნიშნებზე იმოქმედებს ყველაზე მეტად?

ყველა ადამიანი იგრძნობს ამ ტრანზიტს, მაგრამ განსაკუთრებით იმოქმედებს შემდეგ ნიშნებზე:

ძლიერი ზემოქმედება:

  • მორიელი – ეს ტრანზიტი მათ პირად თვითგამორკვევას და შიშებთან შეჯახებას აიძულებს. ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ ამ ნიშანს მართებს
  • კურო (მორიელის ოპოზიცია) – ფინანსური და პირადი უსაფრთხოების საკითხები შესაძლოა შეირყეს, ნუ დაუშვებთ შეცდომებს.
  • ლომი და მერწყული (ფიქსირებული ნიშნები) – მოულოდნელი ცვლილებები, რომლებიც აიძულებს მათ, კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ.

ზომიერი ზემოქმედება:

  • კირჩხიბი და თევზები – ინტუიცია და ემოციური ცხოვრება გაძლიერდება, მაგრამ ამასთან ერთად – დაუცველობის შეგრძნებაც.
  • მშვილდოსანი და ვერძი – ენერგია და ვნება მოიმატებს, მაგრამ სულიერ სფეროში შიდა ბრძოლები გაიზრდება.
  • ასევე, ყურადსაღებია მათთვის, ვისაც ლილიტი მორიელში ჰყავს, მათთვის ლილიტის დაბრუნებაა.

ხვდებით, ალბათ, რომ ეს ზედაპირული ინფორმაციაა და არაა აუცილებელი სწორედ ასე გათამაშდეს. სჯობს ნახოთ, რომელ სახლშია და რა პლანეტასთან აკეთებს ეს ტრანზიტული ლილიტი შეერთებებს ან დაძაბულ ასპექტებს და ყველაზე მეტად, სწორედ ამ სფეროებში გაფრთხილდით, თავი აარიდეთ ცდუნებებს, შეცდომების დაშვებას

როგორ უნდა მოვემზადოთ ამ ტრანზიტისთვის?

საკუთარი ჩრდილოვანი მხარის გაცნობიერება.ლილიტი მორიელში გვაიძულებს, ჩავიხედოთ საკუთარ ბნელ მხარეში – შიშებში, აკრძალულ სურვილებსა და ემოციურ ტრავმებში. პირადი განვითარება და თვითშემეცნება ამ პერიოდში მნიშვნელოვანია.

ინტუიციის განვითარება და ემოციების კონტროლიამ პერიოდში ინტუიცია ძლიერდება, მაგრამ ის შეიძლება პარანოიაში ან ზედმეტ ემოციურობაში გადაიზარდოს. სასურველია მედიტაცია, ენერგეტიკული გაწმენდა და ემოციური ბალანსის პოვნა.

ტოქსიკური ურთიერთობების დასრულებალილიტი მორიელში არ მოითმენს ფარულ თამაშებს. თუ ურთიერთობა ტოქსიკურია, ის ან ტრანსფორმირდება, ან დაინგრევა.

ფინანსური სიფრთხილემორიელი ფინანსებთანაა დაკავშირებული, ამიტომ სასურველია ინვესტიციების და ფულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ფრთხილად მიღება.

ნუ გარისკავთ და ნუ აიღებთ ისეთ ფინანსურ ვალდებულებებს, რომლებიც სამომავლოდ პრობლემად შესაძლოა გექცეთ. ნუ ჩადგებით თავდებში სხვის ფინანსებთან მიმართებაში, ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ ბანკებთან ურთიერთობაში, დეტალურად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს.

სექსუალობის და სურვილების მართვალილიტი მორიელში ძალიან ძლიერ სექსუალურ იმპულსებს ქმნის, მაგრამ თუ ისინი უკონტროლოა, შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოიტანოს. აუცილებელია დაცული ინტიმური კავშირი, რადგან არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შეძენის ალბათობა. ზოგიერთ ადამიანში გაიღვიძებს მანიაკური სექსუალური გრძნობები, ძალადობის მცდელობა, ამიტომ, თავს მოუფრთხილდით, ნუ გახდებით მათი სამიზნე, თავი აარიდეთ შემთხვევით კავშირებს

  • მოერიდეთ ბნელ ადგილებში სიარულს, მიწისქვეშა გადასასვლელებს, მეტროს, ხალხმრავლობას.
  • ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ წყალთან ურთიერთობისას, ზღვა, მდინარე და სხვ.
  • მოაწესრიგეთ სანტექნიკა, არის პრობლემების წარმოქმნის საშიშროება.
  • აუცილებელია საიდუმლოს დაცვა, ნუ მოუყვებით ყველას თქვენი გეგმების შესახებ.

თუმცა, ეს ტრანზიტი მარტო ნეგატივის მომტანი არ არის, ლილიტი მორიელში გვაძლევს სიძლიერეს, შინაგან ძალას და უნარს, გავუმკლავდეთ სირთულეებს, მაგრამ არ უნდა ავყვეთ მანიპულაციას, შიშებსა და აკვიატებულ ფიქრებს.

სასარგებლო იქნება:შინაგანი ტრანსფორმაცია და პიროვნული ზრდასაკუთარი ემოციებისა და სექსუალობის მართვაარაჯანსაღი ურთიერთობების გადაფასებაფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასულიერი განვითარება და ფარული ცოდნის ძიება

ეს ტრანზიტი გვასწავლის, როგორ გავხდეთ ძლიერები და დავამუშაოთ ჩვენი ბნელი მხარე ისე, რომ ის ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ!

სიკეთე გქონდეთ!

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე