ლილიტი მშვილდოსანში

ლილიტი მშვილდოსანში

, უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში. ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ. "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ჩვენი სტატიების მორიგ ციკლში გთავაზობთ.

ლილიტი მშვილდოსანში

ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ ადამიანს წინა ცხოვრებიდან გადმოჰყვა ამპარტავნების ცოდვა. წინა ცხოვრებაში ადამიანის გული დახურული იყო ყოველგვარი ემოციის, სითბოსა და სიყვარულის გამოვლინების მიმართ. იგი ცხოვრობდა როგორც რობოტი, ემსახურებოდა მხოლოდ მისთვის მისაღებ და ფასეულ იდეალებსა და მიზნებს. მისი პრობლემა იყო ასევე ცრუ იდეოლოგიის მიმდევრობა და გავრცელება მასებზე. გამორიცხული არაა მას ჰქონოდა ნაცისტური მიდრეკილებები (მაგ. ჰიტლერი) რომლის არსიც რომელიმე კონკრეტული ნაციის ზეაღმატებულობა და ღვთიურად წარმოჩენა იყო. ზოგადად ლილიტი მშვილდოსანში ატარებს ქედმაღლობის, სნობიზმისა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შექმნის ცდუნებას. გარდა ამისა, ადამიანს ამგვარი ლილიტის მდებარეობით პრობლემები ექმნება უცხოეთში, უცხოელებთან მიმართებაში  ან განათლების მიღებისას.

სამედიცინო თვალსაზრისით ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ ადამიანს აქვს საფრთხე უროლოგიური კუთხით. მასში შედის თირკმლის პათოლოგიები, შარდის ბუშტის ანთება და ა.შ. ასევე ხშირია ამ ლილიტის შემთხვევაში ჭარბი წონის პრობლემა და ზოგადად, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ქრონიკული ან ინფექციური ჰეპატიტი და სხვა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით