, უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში. ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ. "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ჩვენი სტატიების მორიგ ციკლში გთავაზობთ.
ლილიტი ქალწულში
ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი წინა ცხოვრებაში საკუთარი მეწვრილმანეობით, მერკანტილური საქციელით, ათეისტობით სცოდავდა. მისი აზროვნება და საქციელი მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურ სარჩულზე იყო აგებული. ხშირად ამგვარი ლილიტი მიანიშნებს იმას, რომ ადამიანს მოჰყვება რაიმე სახის სამედიცინო დანაშაული, შესაძლოა იგი თვითნასწავლი ექიმი ან ექიმბაში იყო, რომელმაც ბევრის სიცოცხლე შეიწირა არასწორი მკურნალობის გამო. რეალურ ცხოვრებაში ამგვარი ადამიანის პრობლემა დეტალებზე კრისტალიზაციაა. მას ახასიათებს ჩაეძიოს წვრილმანებს და გამუდმებით ამტკიცოს ერთი და იგივე. გარდა ამისა, იგი ხშირად ვერ ახერხებს ქაოსისგან თავის დაღწევას. არ შეუძლია დიდი ხნით შეინარჩუნოს სისუფთავე, უჭირს ზოგადად ჰიგიენური ნორმების დაცვა ან საერთოდ უგულვებელყოფს მას.
სამედიცინო თვალსაზრისით , ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს კუჭნაწლავის პრობლემებზე, ღვიძლის სისუსტეზე ან გართულებებზე ამ კუთხით. მედიკამენტოზურ ალერგიაზე.