, უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში. ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ. "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ჩვენი სტატიების მორიგ ციკლში გთავაზობთ.
ლილიტი ტყუპებში
ლილიტის ამგვარი კომბინაცია მიანიშნებს იმას, რომ ინდივიდი წინა ინკარნაციაში ბოროტად იყენებდა საკუთარ ვერბალურ შესაძლებლობებს. მიდრეკილი იყო სხვების კრიტიკის, დაცინვისა და ჭორების აგორებისკენ. შესანიშნავად ეხერხებოდა ინტრიგების ხლართვა საკუთრი ინტერესების სასარგებლოდ. არ ინახავდა სხვის საიდუმლოს. იყო ენამწარე, ცინიკოსი და მლიქვნელი. რეალურ ცხოვრებაში მათ აქვთ რისკი თავად გახდნენ ჭორების ან ინტრიგების მსხვერპლნი, ასევე ექმნებათ პრობლემები ინფორმაციის მიღება-გაცემასთან დაკავშირებით ან საბუთებთან მუშაობისას. ამ ხალხისთვის კატეგორიულად აკრძალულია აზარტული თამაშებით გატაცება.
სამედიცინო კუთხით ლილიტი კირჩხიბი უმეტესწილად ვლინდება სასუნთქი გზებს სხვადასხვა პათოლოგიების სახით – რინიტი, სინუსიტი, ანგინა, ტონზილიტი, ბრონქების სისუსტე, პნევმონია და ა.შ. ხშირად ამგვარი ლილიტი იწვევს კანის ეგზემურ დაავადებებს და ალერგიას. ხელ-ფეხის ან სახსრების ხშირ მოტეხილობას და ა.შ.