, უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში. ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ. "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ჩვენი სტატიების მორიგ ციკლში გთავაზობთ.
ლილიტი ვერძში
ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი წინა ინკარნაციაში ხშირად მიმართავდა ძალადობას, როგორც პირადპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. შესაძლოა, იგი ბოროტად იყენებდა საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს. შესაძლოა, ჩაედინა მკვლელობაც. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ამგვარი ლილიტი იმის მიმანიშნებელია, რომ ადამიანი მიდრეკილი იყო სხვების დათრგუნვის, დაშინების მცდელობისკენ. მას სავარაუდოდ გააჩნდა დიქტატორული მიდრეკილებები და ცდილობდა გარშემო მყოფები საკუთარი ნებისთვის დაექვემდებარებინა. ასევე ექნებოდა მიდრეკილება სხვების შეურაცხოფისა და ზოგადად მკვეთრად გამოხატული ეგოიზმისკენ.
სამედიცინო ასტროლოგიის კუთხით – ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს თავის ტრამვებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლილობის ალბათობას. საკმაოდ ხშირად ვლინდება ლილიტი ვერძში, როგორც ჰიპერტონიისკენ მიდრეკილება, ათეროსკლეროზი, ინსულტის შემთხვევები, ქრონიკული შაკიკი, შიდა ქალის წნევა, ქრონიკული ენცეფალიტი, სახლის ნერვების დაზიანება და მიმიკური მოშლილობა.