ლომის სასიყვარულო რეიტინგი: ვინ არის თქვენი იდეალური პარტნიორი?

ლომის სასიყვარულო რეიტინგი: ვინ არის თქვენი იდეალური პარტნიორი?

ლომი ზოდიაქოს ყველაზე კაშკაშა, ქარიზმატული და გულუხვი ნიშანია. მას სჭირდება თაყვანისცემა, ყურადღება და აღიარება, სიყვარულში კი - ცეცხლი და ვნება. თუმცა, მისი ხასიათი მარტივი არ არის: ლომი ჯიუტია, ფეთქებადი და ვერ იტანს სხვათა სისუსტეებს. სწორედ ამიტომ, მასთან ურთიერთობა მხოლოდ ყველაზე ძლიერებს შეუძლიათ.

გთავაზობთ ლომის თავსებადობის რეიტინგს: ვინ არის მისი იდეალური პარტნიორი და ვისთან აჯობებს, თავი შეიკავოთ ურთიერთობისგან.

12. თევზები

ყველაზე რთული კავშირი. ცეცხლი და წყალი - ეს კომბინაცია თითქმის ყოველთვის კონფლიქტით სრულდება. ლომს თევზები პასიური ეჩვენება, თევზები კი ლომის ეგოცენტრულობით იღლებიან. ლომს სიცხადე სურს, თევზები კი ხშირად მანიპულაციებს მიმართავენ, რაც ამ წყვილს შორის გაუცხოებას იწვევს.

11. მერწყული

ორი ჯიუტი ინდივიდი. ორივე მიჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას, თუმცა სხვადასხვა მეთოდით. ლომს სურს, რომ მას აღმერთებდნენ, მერწყული კი აფასებს თავისუფლებას. შედეგად, ნაცვლად ურთიერთ აღფრთოვანებისა, მათ შორის კონკურენცია იწყება, რაც ურთიერთობას მალევე ანგრევს.

10. თხის რქა

განსხვავებული პრიორიტეტები. თხის რქა ლომისთვის ზედმეტად სერიოზული და „მშრალია“, ლომი კი თხის რქისთვის - ზედმეტად მფლანგველი. თხის რქა კარიერაზეა ორიენტირებული, ლომს კი გართობა და კომპლიმენტები სჭირდება. ემოციური სიცივე თხის რქის მხრიდან ლომს მალე გაანაწყენებს.

9. სასწორი

ტემპერამენტთა სხვაობა. თეორიულად, ისინი კარგი წყვილია, რადგან ორივეს უყვარს სილამაზე და სოციალური ცხოვრება. თუმცა, ლომი პირდაპირი და ვნებიანია, სასწორი კი კონფლიქტებს გაურბის. დროთა განმავლობაში ლომს მოეწყინება, სასწორი კი ემოციურმა წნეხმა გადაღალა.

8. კურო

ორი ჯიუტი ლიდერი. ორივეს უყვარს ფუფუნება, მაგრამ განსხვავებული მიზნით: კურო კომფორტისთვის, ლომი - სტატუსის საჩვენებლად. მათ არ შეუძლიათ ერთმანეთს დაუთმონ, რაც ყოფით დონეზე მუდმივ დაძაბულობას ქმნის.

7. ქალწული

პრაქტიკულობა vs თეატრალურობა. ლომს სჭირდება თაყვანისცემა, ქალწულს კი - წესრიგი და კრიტიკა. ქალწულს შეუძლია ლომი უფრო რაციონალური გახადოს, ლომმა კი მას სიმამაცე ასწავლოს, მაგრამ ცხოვრებისადმი განსხვავებული მიდგომები ხშირად მათ დაშორებას იწვევს.

6. კირჩხიბი

გადაჭარბებული მოთხოვნები. კირჩხიბი მზრუნველია, ლომს კი ზუსტად ეს სჭირდება. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ლომს მხოლოდ ზრუნვა არ ჰყოფნის - მას თაყვანისცემა სჭირდება. ეს მოთხოვნა კირჩხიბისთვის დამთრგუნველია და დროთა განმავლობაში ლომი მის თვალში „დესპოტად“ იქცევა.

5. ვერძი

ცეცხლოვანი ვნება. ორი ცეცხლოვანი ნიშანი - ან საოცარი სიყვარული, ან მუდმივი კამათი. მათ კარგად ესმით ერთმანეთის, მაგრამ ორივე ჯიუტია. მთავარი გამოწვევაა, რომ კონფლიქტის დროს საზღვრები არ გადაკვეთონ.

4. მორიელი

მაგნიტური მიზიდულობა. ალბათ, ყველაზე ემოციური და რთული კავშირი. ორივე ძლიერი და ელასტიკურია. მათ შორის წარმოუდგენელი ვნებაა, მაგრამ ლიდერობისთვის ბრძოლა გარდაუვალია. ეს არის ურთიერთობა, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ.

3. ლომი

ორმაგი ცეცხლი. მათ ერთმანეთის კარგად ესმით: უყვართ ფუფუნება და ვნება. თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ორივეს უნდა იყოს „მთავარი“. ასეთი კავშირი მხოლოდ მაშინ გამოდის, თუ ერთმანეთს სცენას დაუთმობენ.

2. მშვილდოსანი

იდეალური თავგადასავლების პარტნიორი. მშვილდოსანი არ მისცემს ლომს მოდუნების საშუალებას, ლომი კი ურთიერთობას რომანტიკას შემატებს. მათ შორის კონფლიქტი იშვიათია, რადგან ორივე პირდაპირია და არ აგროვებენ წყენას.

1. ტყუპები

საუკეთესო არჩევანი. ტყუპები კომუნიკაბელური და მსუბუქი ხასიათის არიან. ისინი სიამოვნებით აქებენ ლომს, რაც მას ჰაერივით სჭირდება. ტყუპები არ ცდილობენ ლომის ჩაგვრას, ლომი კი მათ თავდაჯერებულობას აფასებს. ეს არის კავშირი, სადაც ორივე თავს ბედნიერად გრძნობს.