მოგინდებათ საკუთარი საზღვრების გაფართოება. შეიძლება გაემგზავროთ უცხოეთში, დაიწყოთ უცხო კულტურის ენის, ტრადიციების, რელიგიის შესწავლა, გადაწყვიტოთ უმაღლესში ჩაბარება. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთ გადაწყვიტოთ ცხოვრება ან სწავლის გაგრძელება. მოგინდებათ საკუთარი მოსაზრებების ღიად დაფიქსირება. კონკრეტულ საკითხებზე აზრის გამოთქმა.
საქმიანი პროგნოზი
თვის დასაწყისში უნდა გააქტიურდეთ, რომ დაწინაურდეთ, განახორციელოთ ახალი პროექტები. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმისთვის. შუა მაისიდან მიუბრუნდებით ძველ საქმეებს, განაახლებთ პარტნიორულ შეხვედრებს. შეიძლება საზღვარგარეთ გააგრძელოთ საქმიანობა. დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს პროექტები, მაგრამ ამავდროულად ნუ დაივიწყებთ ოჯახს.
სიყვარული
საინტერესო, უნიკალურ ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც ცხოვრებას სხვა კუთხით დაგანახვებენ. მარტოხელებს მოგინდებათ გავლენიან და მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანთან დაწყვილება, რომელიც თქვენი ფინანსური პრობლემების მოაგვარებს ითავებს. დაწყვილებულებმა მეუღლესთან ერთად შეადგინეთ ოჯახური ბიუჯეტი. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მოიმატებს პარტნიორული შეხვედრები, მსჯელობები. იყავით დაკვირვებული, გააცანით პარტნიორებს თქვენი მოსაზრებები და მათიც მოისმინეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას მათთან. ზოგადად, არ გირჩევთ გარშემო მყოფებთან კონფლიქტს. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად დაიწყებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას: ერთად ივარჯიშებთ, დაიცავთ დიეტას. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, რომ არ გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები.
16 მაისის შემდეგ დააკვირდით თქვენს დამოკიდებულებას და-ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან. არ გირჩევთ მათთან ურთიერთობის დაძაბვას. ზოგიერთი დაასრულებთ სასწავლო კურსს, მიიღებთ სერტიფიკატს.
30 მაისის შემდეგ უნდა გააქტიურდეთ, რომ დაწინაურდეთ, მიიღოთ სასურველი ვაკანსია. იყავით მეტად ამბიციური; იზრუნეთ სოციალური სტატუსის გაუმჯობესებაზე. საზოგადოებაში საპატიო ადგილის დამკვიდრებაზე.