თვის დასაწყისში მიგიზიდავთ არაორდინარული ნივთები და შინ გამოკეტვაც აღარ მოგინდებათ. რუტინისგან დასვენება და მეგობრებთან ერთად მხიარულება გელით. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს. გაგიჩნდებათ ახალი შემოქმედებითი იდეები. ზოგიერთი შეიძლება ქველმოქმედებით დაკავდეთ.
საქმიანი პროგნოზი
კიდევ ერთხელ უნდა გადახედოთ თქვენს მიზნებს, გეგმებს, მოახდინოთ ზოგიერთის ტრანსფორმაცია, ზოგზე კი უარი განაცხადოთ, რაც წარმატებას არ მოგიტანთ. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას, მათ გაუმჯობესებას. მოგინდებათ ეზოტერიკულ მეცნიერებებში გარკვევა, შეიძლება ხელოვნებაში მოსინჯოთ ძალები ან დაასრულოთ ადრე დაწყებული პროექტები. იყავით მზად, რომ ზოგიერთ საკითხზე პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოგიწევთ.
სიყვარული
ენერგია და სურვილი გაგიმძაფრდებათ, რომ კარიერაში მიაღწიოთ წარმატებას. ამასთან, გამორიცხული არაა ან სამსახურში გააბათ რომანი, ან ადამიანთან, ვისთან ერთადაც მუშაობთ. მიიღებთ მხარდაჭერას გავლენიანი პირებისგან ან შეიძლება დაწინაურებაში ხელმძღვანელი დაგეხმაროთ. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ ასაკით უფროს ადამიანთან ან ცნობილ, პოპულარულ პიროვნებასთან.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
საკუთარი გავლენის სფეროს გაფართოება მოგინდებათ. მომართული იქნებით უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, შეიძლება საზღვარგარეთ გაიტანოთ თქვენი ბიზნესი. კარგი იქნება, თუ დაკავდებით სპორტით, მიიღებთ მონაწილობას შეჯიბრებებში. გამარჯვებები თვითშეფასებას აგიმაღლებთ. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ პროფილაქტიკურ კვლევას, ჯანმრთეობასთან დაკავშირებით რჩევას ჰკითხავთ სპეციალისტს.
16 მაისის შემდეგ მოიმატებს რომანტიკულობა, გაგიჩნდებათ სურვილი განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. გირჩევთ, მეტი დრო გაატაროთ შვილების გვერდით. საუკეთესო დრო დაგიდგებათ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ბავშვებთან (საბავშვო ბაღი, წვეულებები).
30 მაისის შემდეგ მეტად დაისვენეთ, განმარტოვდით, გაისეირნეთ ბუნებაში. კარგი იქნება სულიერი პრაქტიკები. შეიძლება გამოააშკარაოთ საიდუმლო. დაკავდეთ ეზოტერიკული პრაქტიკებით.