დაფიქრდებით, ვინ ხართ, რას მიაღწიეთ და რას უნდა მიაღწიოთ, რა ადგილი უნდა დაიკავოთ სოციუმში. მოგინდებათ კარიერული წინსვლა. პრესტიჟული სამსახური. იმოქმედეთ გააზრებულად და დაკვირვებულად. ადრე შესრულებული საქმეების გამო გელით შექება, აღიარება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ.
საქმიანი პროგნოზი
გახშირდება შეხვედრები თანამოაზრეებთან; მომართული იქნებით სამომავლო გეგმების შედგენაზე. განახორციელებთ ყველაზე საინტერესო, ორიგინალურ იდეებს. შუა მაისიდან უნდა გადახედოთ მიტოვებულ საქმეებს, პროექტებს; დაასრულეთ ისინი ან თუ ხვდებით, რომ წარმატებას არ მოგიტანთ, საბოლოოდ დაუსვით წერტილი. ამ პერიოდიდან მოსალოდნელია შეფერხება საქმეებში. ზოგიერთი საკითხი მეგობრების დახმარებით უნდა მოაგვაროთ. ზოგადად, მაისი მეგობრებთან შეხვედრის თვეა.
სიყვარული
გაიჩნდებათ ინტერესი ეგზოტიკისადმი. შეიძლება შეიძინოთ უცხოური ნივთები ან გააბათ რომანი უცხოელთან (კულტურის ან რელიგიის მხრივ). ზოგიერთი ახალ სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ მოგზაურობის დროს.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მოგინდებათ მატერიალური კეთილდღეობა, ფულის დაბანდება. მხოლოდ საკუთარ კი არა, პარტნიორის ფინანსებზეც მოგიწევთ ზრუნვა. შეიძლება მისი ვალების გადახდამ მოგიწიოთ. მოიმატებს სექსუალური ენერგია. გაფრთხილდით, არ აიკიდოთ ვენერგიული დაავადება, მოსაფრთხილებელია შარდ-სასქესო სისტემა.
16 მაისის შემდეგ მეტად იზრუნეთ ბინის უსაფრთხოებაზე, საოჯახო საკითხების მოგვარებაზე. გადაწყვეტთ ბინის შეძენას ან გარემონტებას. ზოგიერთმა შეიძლება გამოავლინოთ ოჯახური საიდუმლო. ან სულაც მეტი დრო გაატაროთ ოჯახში.
30 მაისის შემდეგ მოიმატებს სოციალური აქტიურობის სურვილი. ზოგიერთი გადაწყვეტთ ინტერნებიზნესის დაწყებას. გაიჩენთ ინტერნეტმეგობრებს. გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან.