ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

მოგემატებათ ვალდებულებები - სახლშიც და სამსახურშიც. იყავით დაკვირვებული დეტალებზე. უმნიშვნელო წვრილმანიც კი გადაამოწმეთ, რათა არ გახდეს მომავალში პრობლემა. უნდა იზრუნოთ საკუთარი განწყობის, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. აგრეთვე, ახლობლებზეც. შეიძლება აიყვანოთ დამხმარე საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს, სწორ კვებას.

საქმიანი პროგნოზი

გახშირდება შეხვედრები საქმიან პარტნიორებთნ, მოლაპარაკებები. გამოთქვით თქვენი მოსაზრება თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რა მოგწონთ, რა არის გამოსასწორებელი. შეიძლება მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ საქმეებს, ვალდებულებებს; განაახლოთ პროექტები. შუა მაისიდან მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს, მოაწესრიგეთ დოკუმენტაცია. თუ გიჭირთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

სიყვარული

მოიმატებს რომანტიკული განწყობა, იყავით მომართული სასიყვარულო სფეროს გაუმჯობესებაზე. დაუნიშნეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი; მოუწყვეთ სიურპრიზები. მარტოხელების ცხოვრებაში რომანტიკული ნაცნობობის შანსი იმატებს. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

საკუთარ თავზე მეტი ვალდებულება უნდ აიღოთ საოჯახო საქმეების მოგვარებაში. შეიძლება მოგინდეთ რემონტის გაკეთება, ბინაში ინტერიერის განახლება. კარგი იქნება, თუ შინ მაინც ივარჯიშებთ.

16 მაისის შემდეგ მოგინდებათ საკუთარ სურვილებში, მიზნებში გარკვევა. გაანალიზეთ საკუთარი ცხოვრება, დაისახეთ სამომავლო მიზნები. გაგიტაცებთ ეზოტერიკა, მედიტაცია, სულიერი პრაქტიკები.

30 მაისის შემდეგ გახშირდება რომანტიკული და საქმიანი შეხვედრები. კარგი დრო დგება ახალი კავშირების, ოჯახის შესაქმნელად. შეიძლება ახალ პროექტზე დაიწყოთ მუშაობა.