ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

თვის დასაწყისში გახშირდება შეხვედრები და კონტაქტები მეგობრებთან, მეზობლებთან, და-ძმებთან. გაუზიარებთ ერთმანეთს ახალ იდეებს, სურვილებს. მოიმატებს ინტელექტის ამაღლების სურვილი. მოგინდებათ სასწავლო კურსებზე დასწრება, ახალი ცოდნის მიღება. გახშირდება მიმოსვლები ახლო მანძილზე, მივლინება.

საქმიანი პროგნოზი

სამსახურის საქმეების პარალელურად საბინაო საკითხებიც უნდა მოაგვაროთ. გამონახეთ დრო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თემების მოსაგვარებლად. შეიძლება სახლიდან გადაწყვიტოთ მუშაობის გაგრძელება. შუა მაისიდან გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მიმოწერები. შეიძლება მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ საქმეებს, განაახლოთ მოლაპარაკებები. პროფესიულ ვალდებულებების მიუხედავად ნუ დატოვებთ უყურადღებოდ მშობლებს.

სიყვარული

საყვარელი ადამიანისგან მიიღებთ საჩუქრებს, იქნებით მატერიალურად უზრუნველყოფილი. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში, საკუთარ განათლებაში. მარტოხელები გაიცნობთ სტაბილურ, მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანს, რომელიც ბედნიერ და უზრუნველ მომავალს შეგიქმნით.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ენერგია მოგემატებათ და გააქტიურდებით სასურველის მისაღწევად. მოგინდებათ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევა. გააქტიურდებით ფიზიკურად და კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს ზედმეტი წონის მოსაცილებლად. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გართულებები არ გელოდებათ. ერთადერთი, თუ არ გადაღლით გონებას, თვალებს.

16 მაისის შემდეგ შეგეცვლებათ შეხედულებები; დაინტერესდებით უცხო ქვეყნის კულტურით, ტრადიციებით. ზოგიერთი შეიძლება კიდეც გაემგზავროთ სამოგზაუროდ საზღვარგარეთ.

30 მაისის შემდეგ სურვილი გაგიჩნდებათ, მეტი კომფორტი შეიქმნათ ოჯახში, უსაფრთხოდ იყოთ შინ. გაიუმჯობესებთ საბინაო პირობებს. ზოგიერთი ჩაერთვებით საოჯახო ბიზნესში. ეცდებით, განაახლოთ ოჯახური ტრადიციები, იზრუნოთ ოჯახის გამთლიანებაზე.