ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის: “იყავით უფრო მომთმენი და დაიცავით საზოგადოებაში მიღებული წესები“

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის: “იყავით უფრო მომთმენი და დაიცავით საზოგადოებაში მიღებული წესები“

მაისის დასაწყისში თქვენი აქტიურობა უნდა შეამციროთ. უფრო კულისებში იქნებით, ვიდრე სცენაზე. ამ დროს ინტუიცია კარგად იმუშავებს, ასე რომ, მაშინვე მიხვდებით, ვისთან ღირს ურთიერთობა და ვის უნდა მოერიდეთ. შემოქმედებით, სამეცნიერო საქმიანობაში შესაძლებელია საუკეთესო შედეგების მიღწევა. მეორე დეკადაში სტაბილური არაფერია. სიურპრიზები შეიძლება მოხდეს ერთმანეთის მიყოლებით. საინტერესო მოვლენები გელოდებათ სამსახურში ან ოჯახურ ცხოვრებაში. ზოგიერთი კავშირი შეიძლება გაწყდეს, ან, პირიქით, მოხდეს შემთხვევითი ნაცნობობა. შესაძლოა ცვლილებები ბავშვებთან ურთიერთობაში. მზე მესამე დეკადაში თქვენს ნიშანში გადმოდის და ახლა არაფერი შეგიშლით ხელს მიზნისკენ სვლის დაწყებას. უბრალოდ არ გამოავლინოთ აგრესია, იყავით უფრო მომთმენი და დაიცავით საზოგადოებაში მიღებული წესები.

ბიზნესი, სამსახური

აღსავსე ხართ მონდომებითა და გამძლეობით მიზნების მისაღწევად. თქვენი პირადი სივრცის დაცვით, შეფერხების გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ ის, რაც გსურთ. თქვენი მმართველი პლანეტა - მერკური რეტროგრადულია 15 მაისამდე, მოგიწევთ დაასრულოთ დაწყებული პროექტები ან მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გონებაში რამდენჯერმე გადააკეთეთ. შეცდომები, რომლებიც ადრე დაუშვით, შეიძლება გამოსწორდეს. შეგიძლიათ ვინმეს საიდუმლოს გარკვევა და სწორედ ეს მოგცემთ შესაძლებლობას სხვაგვარად შეხედოთ მიმდინარე მოვლენებს. კარგი დროა ურთიერთობების დასამყარებლად. ჰარმონიისა და ურთიერთგაგების გასაღები კომპრომისი იქნება. მხოლოდ მოთმინება და მგრძნობელობა გახდება დამაკავშირებელი ხიდი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში.

მაისის ფინანსები

მნიშვნელოვანი შეთანხმება გელოდებათ, რამაც შეიძლება თქვენი შემოსავალი გაზარდოს. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იქნება ფული არა მთავარი სამუშაო ადგილიდან. შეთავაზება შეიძლება იყოს მეგობრებისგან, უარი არ თქვათ, შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს. მაისის მეორე და მესამე დეკადაში შანსი გაქვთ, თქვენი მატერიალური სიმდიდრის გასაზრდელად. მეტის ქონის სურვილი ენერგიას მოგცემთ. ამ დროს მენეჯმენტის კეთილგანწყობის გამო, შეგიძლიათ მოითხოვოთ ხელფასის ან თანამდებობის გაზრდა. შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, რათა ღირსეულად გამოიყურებოდეთ.

სიყვარული

მაისში ზოგიერთს ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენა გელოდებათ. ზოგმა შეიძლება საიდუმლო რომანი გააბათ. არ არის გამორიცხული ხანგრძლივი და შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობა. უმჯობესია ეწვიოთ თქვენთვის ნაცნობ ადგილებს. ეს შეიძლება იყოს ქალაქი, სადაც სწავლობდით ან პირველად შეგიყვარდათ, სანატორიუმი ან სოფელი, სადაც ბავშვობა გაატარეთ. უმჯობესია, ახლო ურთიერთობებში პრაქტიკულობას მიაქციოთ ყურადღება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაცნობილი ყველანაირად სრულყოფილი იქნება. მაგრამ უმჯობესია ყურადღება გავამახვილოთ მის მორალურ ხასიათზე და სულიერ თვისებებზე. დაოჯახებულებმა მეუღლესთან ერთად უნდა იმუშაოთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. იმოქმედეთ შეთანხმებულად. ყველა შესყიდვა უნდა იყოს ყურადღებით განხილული.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

პირველი სამი კვირის განმავლობაში გადაღლილი იქნებით. იქნება უსაფუძვლო სევდა და დეპრესია. არც არის გასაკვირი, რადგან გონებრივად და ფიზიკურად დაღლილი ხართ, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. ამ პერიოდში მთავარია ძალისა და ენერგიის დაზოგვა, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, გონებრივი აქტიურობა და სულიერი წონასწორობა. თუ არსებობს გენეტიკური ან ქრონიკული დაავადებები, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. უმჯობესია გაიაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა, დაგეგმოთ მკურნალობა. ახლა განსაკუთრებით დაუცველი და დაავადებისადმი მიდრეკილი ხართ. არ არის გამორიცხული თავის ტკივილი, წნევის მომატება და დაღლილობა. თვალი ადევნეთ თქვენს სულიერ მდგომარეობას, ნაკლებად ინერვიულეთ და დაისვენეთ სუფთა ჰაერზე. გაწუხებთ უძილობა? არ დალიოთ ყავა ღამით და არ იმუშაოთ გვიანობამდე. მიირთვით დამამშვიდებელი ჩაი, წაიკითხეთ კლასიკა და მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას.

5 მაისის შემდეგ - ოდესმე გინდოდათ სამუშაოს ან კარიერის შეცვლა? მაშინ ახლავე მიიღეთ გადაწყვეტილება. ყველაფერი კარგად და სწრაფად გამოვა, ვიდრე ფიქრობდით. დაფიქრდით ყველა წვრილმანზე. ეს შესანიშნავი დროა რაიმე დიდი გარიგების, პროექტის ან ურთიერთობის დასასრულებლად. დაიღალეთ რუტინით და ვერ ხედავთ პერსპექტივებს? მაშინ შეცვალეთ თქვენი ცხოვრება. გჯეროდეთ საკუთარი თავის და თქვენი შესაძლებლობების, მაშინ ცვლილებები მხოლოდ დადებითი იქნება.

19 მაისის შემდეგ თამამად დაისახეთ ახალი და ამბიციური მიზნები. არის შანსი, მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ და განახლდეთ შინაგანად. რაც მთავარია, არ შეანელოთ საკუთარი ქმედებები. თქვენ გაქვთ საკმარისი ენერგია ნებისმიერი დაბრკოლების დასაძლევად. შესაძლებელია მოგიწიოთ ისეთი ადგილების მონახულებამ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ. ეს შეიძლება იყოს დიდი საწარმო, საავადმყოფო, პროკურატურა ან საგანმანათლებლო დაწესებულება. ზოგიერთ ტყუპს მოუნდება პენსიაზე გასვლა და აურზაურისგან დასვენება. დაიწყებთ ჩვეულებრივზე მეტად საკუთარ თავში ჩაღრმავებას, კომპლექსებთან ბრძოლა და თვითგამოხატვის ახალი გზები მოძებნეთ. შეამცირეთ აქტივობა, დატკბით დასვენებით.