აპრილი დროის სასიამოვნოდ გატარებას გპირდებათ. გამოგიჩნდებათ დრო ჰობისთვის, დასვენებისთვის, რომანტიკული ურთიერთობებისთვის. იყავით მზრუნველი ბავშვების მიმართ, მეტი დრო გაატარეთ მათთან ერთად. თუ თქვენი საქმიანობა შემოქმედებასთანაა დაკავშირებული, მიიღეთ მონაწილება კონკურსებში; დაფასება და აღიარება გელით. კარგი პერიოდი გელით სპორტსმენ ნიშნებსაც. გაგიუმჯობესებათ სასიყვარულო სფერო.
საქმიანი პროგნოზი
თვის დასაწყიში გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მივლინება. დახმარებას უნდა გაუწიოთ კოლეგებს. იყავით დაკვირვებული სამსახურის საქმეების მოგვარებისას. მოერიდეთ გაურკვევლობებს. მეორე ნახევრიდან მოგინდებათ გეგმების გადახედვა, პროექტებში ცვლილებების შეტანა. შეიძლება გადააკეთოთ კიდეც რამე.
სიყვარული
გამონახეთ დრო საცხოვრებლის მოსალამაზებლად. მოგინდებათ სტუმრების შინ მიღება და მათთვის წვეულებების მოწყობა. დაწყვილებულების ცხოვრებაში ჰარმონიული, სასიყვარულო ურთიერთობა ჩამოყალიბდება. მოგინდებათ მეტი დროის გატარება საყვარელი ადამიანის გვერდით. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რომანტიკული პაემნების მოწყობა შინაურულ გარემოში მოგინდებათ. გამორიცხული არაა, საინტერესო ადამიანი ნათესავების დახმარებით გაიცნოთ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
თვის დასაწყისში მოიმატებს აქტიურობა, მოგინდებათ ექსკურსიებსა და პიკნიკებზე სიარული. გახშირდება მივლინება ახლო მანძილზე. დაკვირვებით შეადგინეთ საბუთები. შუა თვიდან გააქტიურდებით, რომ თქვენი სახლი მეტად უსაფრთხო გახადოთ. ამავე დროს, მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან. ნუ ეცდებით, მათ საკუთარი აზრი მოახვიოთ. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს და ჩაეწერებით აუზზე, ტრენაჟორებზე. დანიშნეთ ვიზიტი სტომატოლოგთან.
16 მაისის შემდეგ სიციალურად გააქტიურდებით. ზოგიერთში შეიძლება ეგოიზმმა იჩინოს თავი. გააცანით თქვენი პროექტები საზოგადოებას. არც თქვენ გეტყვიან დახმარებაზე უარს და ეცადეთ, თქვენც დაეხმაროთ სხვებს.
30 მაისის შემდეგ ვალდებულებები მოგემატებათ, ნუ დაიშურებთ რჩევებს, დახმარებას. იყავით მომართული დღის რეჟიმის, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. დააკვირვებით მოაგვარეთ ადმინისტრაციული და ბუღალტრული საკითხები.