ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

თვის უმეტესი ნაწილი მატერიალური საკითხების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. მოგინდება ფულის უძრავ ქონებაში დაბანდება, ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. გააქტიურდებით, რომ შემოსავლის დამატებითი წყარო მოიძიოთ. ამასთან, გახდებით მეტად გულუხვიც. განსაკუთრებით მოგინდებათ თქვენი საყვარელი ადამიანის გულის მოგება ძვირფასი საჩუქრებით. შეიძლება მეუღლის დახმარებით გაიუმჯობესოთ სტილი, იმიჯი.

საქმიანი პროგნოზი

მოიმატებს კომუნიკაციის სურვილი. გახშირდება მივლინებები, მიმოსვლები ქალაქგარეთ, ზარები და მიმოწერები. გარშემო მყოფებთან ლაპარაკის სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ საქმეებს, კავშირებს. მოგინდებათ იმ საქმეების დასრულება, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. იყავით დაკვირვებული მოლაპარაკებებისას, ნუ ენდობთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, განსაკუთრები, თუ საქმე ფინანსურ დოკუმენტებს ეხება. სანამ საბუთებს ხელს მოაწერთ, დაკვირვებით გადაიკითხეთ. მნიშვნელოვან შეთანხმებაზე ხელის მოწერა კი უკეთესი დროისთვის გადადეთ.

სიყვარული

მოგინდებათ ჰარმონიული ურთიერთობის შექმნა და საკუთარი თავის მეტად დაფასება; გამორჩეული გახდებით სამოსით, იმიჯით, რათა მიიქციოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგებლების ყურადღება. გაგიჩნდებათ ფლირტის, რომანტიკული თავგადასავლის სურვილი. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობის და რომანის დაწყების შანსები მოგემატებათ. დაწყვილებულებმა მოიწყვეთ თაფლობის თვე. იყავით მოსიყვარულე და გულუხვი საყვარელი ადამიანის მიმართ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

თავად იქნებით მომართული ურთიერთობაზე და სასიამოვნო ადამიანებთან საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ. ამასთან, ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. აპრილი ის თვეა, როცა ყველგან სიყვარულს ეძებთ. რომანტიკული ურთიერთობების გარეშე შეიძლება ავად გახდეთ. არ გირჩევთ ფიზიკურ გადატვირთვას. უმჯობესია, სასიამოვნო საქმეები შეასრულოთ, მეტად დაისვენოთ. დაკავდით იმ საქმიანობით, რაც განწყობას, სულიერ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

16 მაისის შემდეგ მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯი. შეიძლება მოგთხოვონ ვალების გადახდა. გამჟღავნდება საიდუმლო, რასაც დიდი ხანი გიმალავდნენ.

30 მაისის შემდეგ სოციალურად გააქტიურდებით, შეიძლება ბლოგიც კი შექმნათ. მოხდება ცვლილებები და თავადაც სხვა თვალით შეხედავთ მოვლენებს. გაიცნობთ ახალ ადამიანებს ან შეიძლება იმოგზაუროთ თქვენთვის აქამდე უცნობ ადგილებში.