მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულისთვის: “პარტნიორში მოგხიბლავთ მისი ლიდერული თვისებები და ინტელექტუალური შესაძლებლობები“

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულისთვის: “პარტნიორში მოგხიბლავთ მისი ლიდერული თვისებები და ინტელექტუალური შესაძლებლობები“

თვის ზოგადი ტენდენციები

მაისში მოემზადეთ ახალი შესაძლებლობისთვის, მაგრამ, როგორც ამბობენ, რაც უფრო ნელა მიდიხარ, მით უფრო შორს წახვალ! იმოქმედეთ სიფრთხილით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება. იყავით მტკიცე გადაწყვეტილებებში და თამამი გეგმები დიდ ჯილდოს მოგიტანთ.

სამსახურში შეიძლება ყელამდე საქმეში აღმოჩნდეთ, მაგრამ არ ინერვიულოთ! თქვენი საყვარელი კოლეგები მზად არიან დახმარების ხელი გამოგიწიონ. ენდეთ თქვენს ინტუიციას და მიეცით სიტუაციას საშუალება, რომ ყველაფერი ბუნებრივად განვითარდეს. და გახსოვდეთ, რომ თქვენს გზაზე ნებისმიერი დაბრკოლება მალე გაქრება.

მარსი გაძლევთ დამატებით ენერგიას, მნიშვნელოვანია იყოთ კონცენტრირებული თქვენს მიზნებზე და შეინარჩუნოთ სიმშვიდე ცვალებადი სურვილების მორევში. არ დაგავიწყდეთ დღიურის წარმოება, რათა ჩაიწეროთ თქვენი გეგმები და სურვილები და დარჩეთ თქვენი ოცნებების ერთგული.

სამუშაო და ბიზნესი

10 მაისამდე მოგიწევთ ძალისხმევა, რომ ყველაფერი დასრულდეს და დაიცვათ დადგენილი ვადები. შესაძლოა, მოვლენები თქვენი სცენარისგან განსხვავებულად განვითარდეს. ეცადეთ მოერგოთ ახალ გარემოებებს და არ დაკარგოთ სიმშვიდე რთულ სიტუაციებში.

თვის დასაწყისი დაძაბული იქნება. შეხვედრები, მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა თქვენგან ძალასა და ენერგია მოითხოვს. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ სამუშაოს დროს, გამონახეთ დრო დასვენებისა და ემოციური განტვირთვისთვის.

აუცილებელია ყველაფრის შესახებ გქონდეთ ინფორმაცია. ბევრი საკითხი უნდა გააკონტროლოთ. მაისში გექნებათ მივლინებები, ვიზიტები სხვადასხვა ორგანიზაციაში, ცხარე დებატები და დისკუსიები. ძველი მეგობრების ან ნათესავების დახმარებით შეგიძლიათ გააფართოოთ თქვენი საქმიანი კავშირები და დაამყაროთ მეგობრული ურთიერთობა გავლენიან ნაცნობებთან. მოუსმინეთ მათ რეკომენდაციებს. თუ ეძებთ სხვა სამუშაოს, ნაცნობს შეუძლია დაგეხმაროთ კარგი სამუშაოს მოძიებაში.

10 მაისის შემდეგ უფრო მეტ დროს დაუთმობთ ყოველდღიურ საკითხებს, უფრო ხშირად შეასრულებთ საოჯახო ვალდებულებებს და შექმნით შინ მყუდრო ატმოსფეროს. ზოგიერთი შეეცდებით შეცვალოთ ჩვეული განრიგი და დაიწყოთ მუშაობა დისტანციურად.

თვის მეორე ნახევარი კარგი დროა დასვენებისთვის და საქმიანი აქტივობის შემცირებისთვის. თუ ფინანსური სირთულეები გაქვთ, დაუკავშირდით მშობლებს ან უფროს ნათესავებს.

სიყვარული და ფლირტი

კარგი პერიოდი მარტოხელა მერწყულებისთვის: დაინტერესებული იქნებით ახალ ადამიანებთან კომუნიკაციით, შეხვედრით და საუკეთესო თვისებების დემონსტრირებით. ოპტიმისტური განწყობა დაგეხმარებათ შეხვდეთ განსაკუთრებულ პიროვნებას და დაიწყოთ რომანტიკული ურთიერთობა.

არის შანსი, რომ თქვენი ახალი ნაცნობიც იმავე საქმეებით დაინტერესდეს, რაშიც თქვენ ხართ ჩართული. მაგალითად, შეგიძლიათ ერთად შეისწავლოთ სხვა ქვეყნების ისტორია ან რელიგია, დაესწროთ ერთსა და იმავე ლექციებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გქონდეთ იგივე ინტერესები ან ჰობი. პოტენციურ პარტნიორში მოგხიბლავთ მისი ლიდერული თვისებები, საუბრის წარმართვის უნარი და ინტელექტუალური შესაძლებლობები.

თუ ერთდროულად რამდენიმე ადამიანს ხვდებით, მაშინ, სავარაუდოდ, მაისში მხოლოდ ერთის არჩევას ვერ შეძლებთ.

ზოგიერთი დაიწყებთ ონლაინნაცნობობას და შეხვდება სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანს. ზოგი კი დაიწყებთ სასიყვარულო ურთიერთობას კარგ მეგობართან, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, მაგალითად, კოლეგასთან ან მეზობელთან.

დაოჯახებულებისთვის ეს თვე აქტიური და საინტერესო იქნება. მოგინდებათ ძველი მეგობრების ან შორეული ნათესავების მონახულება, მოგზაურობა ან შვებულება.

თქვენთვის იოლი იქნება ყველა სადავო საკითხის მოგვარება და დაძაბულობის თავიდან აცილება თქვენს საყვარელ ადამიანთან. ოჯახში ატმოსფერო მეგობრული და მშვიდი გახდება.

შეეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ სახლში, ერთად იმოგზაურეთ, გაატარეთ მეტი დრო ბუნებაში, ეწვიეთ საინტერესო ადგილებს, ახლობლებს. ახალი გამოცდილება და შეხვედრები გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს და სიხარულს მოგიტანთ. არ დაგავიწყდეთ პარტნიორზე მზრუნველობა, ყურადღების გამოხატვა და რომანტიკული სიურპრიზების მოწყობა.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დაიცავით აქტიური ცხოვრების წესი და მეტი დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე. შეეცადეთ ოპტიმისტურად აღიქვათ ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება, განდევნეთ პირქუში აზრები. ახლა კარგია ცუდი ჩვევებისგან თავის დასაღწევად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

თუ გაქვთ ქრონიკული ან მემკვიდრეობითი დაავადებები, უნდა გაიაროთ რუტინული გამოკვლევა. მაისში გაცივება ან გრიპი მსუბუქი იქნება და სწრაფად გაივლის.

სტაბილური შინაგანი მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ნაყოფიერად; აკონტროლოთ ემოციები; შეინარჩუნეთ ოპტიმისტური განწყობა. აირჩიეთ პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანები მეგობრებად და ისიამოვნეთ მათთან კომუნიკაციით.

ხელსაყრელი დღეები მაისში მერწყულებისთვის: 5, 10, 14, 18, 28.

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 16, 26.