მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: “არ გაგიკვირდეთ, თუ უმნიშვნელო პრობლემებიც კი დიდ დაბრკოლებად მოგეჩვენებათ“

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: “არ გაგიკვირდეთ, თუ უმნიშვნელო პრობლემებიც კი დიდ დაბრკოლებად მოგეჩვენებათ“

თვის ზოგადი ტენდენციები

მაისს თქვენთვის მოაქვს პოზიტივის ტალღა, რომელიც აუცილებლად აგიმაღლებთ განწყობას. ცხოვრება ახალი ენერგიით აივსება, თითქმის ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ჰორიზონტზე საინტერესო ცვლილებები გამოჩნდება.

რაც შეეხება ფინანსებს, თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ მართოთ თქვენი ფული გონივრულად.

გუნდური მუშაობა უფრო ჰარმონიული გახდება. ყოფილ მეტოქეებთან შეძლებთ პროდუქტიული დიალოგების გამართვას. ზოგადად, იყავით ღია კომუნიკაციისთვის, რადგან არ იცით საუბრის დროს რა საინტერესო შესაძლებლობები შეიძლება წარმოიშვას.

ენერგიისა და განწყობის დაქვეითება დაახლოებით თვის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი. არ გაგიკვირდეთ, თუ უმნიშვნელო პრობლემებიც კი დიდ დაბრკოლებად მოგეჩვენებათ. ამ დროს მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და ზედმეტი კონფლიქტების თავიდან აცილება.

თვის ბოლოს პროდუქტიულობის დონე გაიზრდება და დაბრკოლებებიც წარსულს ჩაბარდება.

სამუშაო და ბიზნესი

10 მაისამდე გაიზრდება თქვენი ინტერესი ფინანსური საკითხების მიმართ. ზოგიერთს გელოდებათ შემოსავლის გაზრდა ან დამატებითი შემოსავლის მოძიება - უფრო მაღალანაზღაურებადი და საინტერესო სამუშაოს ძებნას დაიწყებთ. ასევე არსებობს დაწინაურების შანსი. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები, იყავით უფრო აქტიური, გამოიჩინეთ ინიციატივა.

არ არის სარისკო წამოწყებისა და ექსპერიმენტების დრო. გამოიყენეთ სტანდარტული მეთოდები, დაფიქრდით თქვენს ნაბიჯებზე და მოერიდეთ იმპულსურ ქმედებებს. ასევე უფრო ფრთხილად იყავით ხარჯებთან, მოერიდეთ ფულის ფლანგვას, ჩართეთ დაზოგვის რეჟიმი. სასარგებლოა თქვენი პირადი ან ოჯახის ბიუჯეტის გადახედვა, რათა არ აღმოჩნდეთ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში.

10 მაისის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ კომუნიკაციის უნარი, უკეთ გაუგებთ თანამოსაუბრეს, იპოვით კომპრომისებს და შეთანხმდებით ნებისმიერ რთულ საკითხზე.

თუ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გელით, დაგეგმეთ ისინი მაისის მეორე ნახევრისთვის. წარმატებული იქნება მივლინებები და ხანმოკლე მოგზაურობა. დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ იდეები, რომლებიც ამ დროს დაგებადებათ. მოგვიანებით შეძლებთ მათ წარმატებით განხორციელებას.

მაისში განათლების მიღება ან კვალიფიკაციის ამაღლება სასარგებლო იქნება. გაძლიერდება თქვენი გონებრივი შესაძლებლობები, გაგიადვილდებათ ახალი ინფორმაციის დამახსოვრება და ინტელექტუალური სამუშაოს შესრულება.

თვის მეორე ნახევარი ასევე შესაფერისია საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. ამავე პერიოდში გაგიადვილდებათ ახალი მეგობრების ან თანამოაზრეების პოვნა.

სიყვარული და ფლირტი

მაისში მოიმატებს თქვენი სენსუალურობა, სასიყვარულო მიზიდულობაც გაიზრდება. მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან უფრო ხშირად ჩახუტება, განმარტოება. ამავე დროს გემრიელი საჭმელი და სუნამოს სუნი უფრო მიმზიდველი გახდება თქვენთვის და უნდა აკონტროლეთ ფქვილეულისა და ტკბილეულის მოხმარება.

თავის გასანებივრებლად ჩაეწერეთ აუზზე, სილამაზის სალონში ან ეწვიეთ კოსმეტოლოგს.

თუ რომანტიკულ პარტნიორს ეძებთ, შესაძლოა მაისში შეძლებულ ადამიანს შეხვდეთ. ის შეიძლება იყოს ცნობილი ადამიანი, ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა გარკვეულ სფეროში. თქვენთვის სასარგებლოა სოციალურ ღონისძიებებზე, დახურულ წვეულებებსა და კორპორაციულ ღონისძიებებზე დასწრება.

არ არის გამორიცხული, რომ ინტერნეტში შეხვდეთ საინტერესო ადამიანს და დაიწყოთ მიმოწერა. დარეგისტრირდით გაცნობის საიტზე, გამოიჩინეთ ინიციატივა, ნუ შეგეშინდებათ პირველს საუბრის დაწყება.

მაისში კარგი იქნება ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასება, ახალი პრიორიტეტებისა და მიზნების დასახვა.

დაწყვილებულების ურთიერთობაში განსაკუთრებული პრობლემები არ არის მოსალოდნელი. საყვარელი ადამიანი გისმენთ, ყველა კონფლიქტური სიტუაცია წყდება დისკუსიებითა და კომპრომისებით. წარსული ჩხუბი და წყენა ამ თვეში წარმატებით შეიძლება დაძლიოთ. კარგი იქნება ნაჩხუბარ პარტნიორთან შერიგება და გულწრფელი საუბარი.

ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, გაატარეთ მეტი დრო ერთად, ეწვიეთ კონცერტებს, გასართობ ადგილებს.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მაისი ენერგიასა და ძალას შეგმატებთ და კარგ ხასიათზე ყოფნის საშუალებას მოგცემთ. მივლინება და მოგზაურობა თქვენთვის იოლი და სასიამოვნო გახდება.

აქტიური და ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში.

თუმცა, უნდა გამოიყენოთ თქვენი შინაგანი რესურსები რაციონალურად, არ გადაიტვირთოთ, სრულად დაისვენეთ და გამოჯანმრთელდეთ. თუ იგრძნობთ დაავადების სიმპტომებს, აქტიურად იმოქმედეთ და არ დაუშვათ სიტუაციის გაუარესება.

პროფილაქტიკური მიზნით მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. ჩაიცვით ამინდის მიხედვით. არ შეცუროთ ცივ წყალში.

ხელსაყრელი დღეები მაისში თევზებისთვის: 1, 7, 11, 17, 22.

არახელსაყრელი დღეები: 9, 13, 20, 28.